სიმეონე: 95 მილიონად ჩვენ 7-8 მოთამაშე ვიყიდეთ, რეალმა – 2

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის სუპერთასისი წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მადრიდის “რეალზე” და სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

“95 მილიონ ევროდ ჩვენ 7-8 მოთამაშე შევიძინეთ, “რეალმა” ანალოგიური თანხა ორი მოთამაშის ტრანსფერზე დახარჯა. ჩვენ ჯერ კიდევ გუნდის შენების პროცესში ვართ. გუნდს 18-20 კაციანი ძლიერი ფეხბურთელების ჯგუფი სჭირდება” – განაცხადა სიმეონემ.

ესპანეთის სუპერთასისთვის “რეალი” და “ატლეტიკო” 19 აგვისტოს, თბილისის დროით 01:00 საათზე ითამაშებენ.

დიეგო სიმეონე — მატჩის შემდეგ თქმული

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დამარცხების გამო სინანული არ ღირს, რადგან წინა ახალი სეზონია, რომელსაც გუნდი ასეთივე შემართებით უნდა შეხვდეს.

„რეზულტატი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. „რეალმა“ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდა, რასაც ვერ გავექეცით. ფეხბურთი სწორედ ამიტომ არის მშვენიერი. ხალხი ამბობს, რომ მთავარი გამარჯვებაა, თუმცა იმ ადამიანების შემხედვარე, რომლებიც ჩვენ გვქომაგობდნენ, ადასტურებს, რომ სხვა ფასეულობებიც არსებობს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი თამაშის შემდეგ ცხვირი არ ჩამოეშვათ, რადგან მომდევნო სეზონზე ფიქრი უნდა დავიწყოთ.

ან წააგებ, ან მოიგებ – ამჯერად დავმარცხდით, თუმცა ვიცით, რომ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. ხალხი აფასებს იმას, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. ეს შემდგომი პროგრესის იმედს გვაძლევს.

დასევდიანებული არ გეგონოთ. უფრო გამწარებული ვარ, რომ მიზანს ვერ მივაღწიე. გამარჯვება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. ამასაც გადავიტან. მესმის, რომ სხვა

ფეხბურთელებიც მეყოლება და სხვა მატჩებიც მექნება, თუმცა ერთი რამ  უცვლელი დარჩება – შენს საქმეში ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. ცხოვრებაში, ისევე როგორც ფეხბურთში, არსებობს დღეები, როდესაც ყველაფერი გეძლევა, თუმცა მეორე დღეს ვეღარაფერს იღებ. მთავარია, რომ წინსვლა განაგრძო.

დიეგო კოსტას თამაშის გადაწყვეტილება მე მივიღე და აშკარაა, რომ შევცდი, რადგან თავიდანვე მომიწია მისი შეცვლა. ის მოედანზე თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა, როგორც წინა დღეს. რაც არ უნდა იყოს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გვინდოდა, რომ მატჩის დანარჩენი ნაწილი ერთი მოთამაშით ნაკლებს გვეთამაშა.

ქომაგებმა ამ დიდებული სეზონით უნდა იამაყონ. მწუხარებისთვის წამიც არ უნდა დავკარგოთ. ჭრილობები დიდხანს არ უნდა დავიტოვოთ.  მომდევნო სეზონში დავბრუნდებით და ვეცდებით, ნებისმიერი მეტოქისთვის კვლავ საშიში ოპონენტი ვიყოთ.

ახლა იმავე საქმის გაკეთებას ვაპირებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ორშაბათს ახალი სეზონისთვის მზადებას შევუდგებით. ვნახოთ, ვინ მოვა და ვინ წავა. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა საქმე მოგვარდება, გუნდი შვებულებას გამოაცხადებს. დროის ოჯახთან გატარების და მსოფლიოს ჩემპიონატის ხილვის საშუალება მოგვეცემა. შემდეგ კი ახალი სეზონისთვის მზადების სასიამოვნო შფოთვა შეგვიპყრობს“, – აღნიშნა სიმეონემ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

„ბარსელონამ“ „რეალს“ მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ დრამატულ ბრძოლაში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვულოცავთ. დიდებულად ჩატარებულ სეზონს „ატლეტიკოსაც“ ვულოცავთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ სწორედ „ატლეტიკომ“ სძლია.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

სიმეონე: “ატლეტიკომ” იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჩემმა გუნდმა ნადმდვილად იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. რამდენიმე სეზონის წინ, ევროპის ლიგაზე მშვენივრად ვიასპარეზეთ, ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯერია”, – ამბობს სიმეონე.

დიეგო სიმეონე: „რთულია იმ გრძნობის აღწერა, რომელსაც ამჟამად განვიცდი“

მადრიდის „ალტიეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი შაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „ბარსელონასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„რთულია იმ გრძნობის აღწერა, რომელსაც ახლა განვიცდი. მოთამაშეებთან ერთად მჯეროდა, რომ ამ შედეგს ეტაპობრივად მივუახლოვდებოდით.

ეს წარმატება მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელთა მონდომებისა და შრომის შედეგია. დღევანდელი დღე ისტორიაში შევა.

დღეს ჩვენ ისტორია შევცვალეთ, თუმცა არ უდნა მოვდუნდეთ, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველის“, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სიმეონე: „ახლა ჩემპიონატი ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ლევანტესთან“ წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მარცხი საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება დღეს მოგვსლოდა. წინ სამი კვირა გველის, რომელიც ემოციური იქნება. ეს ფანტასტიკური პარიოდი იქნება, რომლის დროსაც ფეხბურთელებს ექნებათ საშუალება, თავისი სიმამაცე გამოავლინონ.

„ლევანტემ“ სწრაფი გოლი გაიტანა, შემდეგ კი დაცვაზე ფიქრი დაიწყო. ჩვენ მომენტებს ვქმნიდით, თუმცა გოლკიპერმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა.

წინ სამი ფინალი გველის და ჯერ პირველზე – „მალაგასთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ჩემპიონატი ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა“, – განაცხადა ფეხბურთს არგენტინელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სიმეონე: “კარგია, რომ სხვა კლუბები ჩვენი მოთამაშეებით ინტერესდებიან”

მიმდინარე სეზონის შემდეგ შესაძლოა “ატლეტიკო” ტიბო კურტუამ, ფილიპე ლუსიმა და დიეგო კოსტამ დატოვონ. თუმცა, დიეგო სიმენეს ეს ფაქტი არ აღელვებს.

“ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი კლუბები ჩვენი ფეხბურთლებით ინტერესდებიან. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორად ვმუშაობთ.

შევეცდებით მიმდინარე სეზოში ორივე ფრონტზე გამარჯვება ვიზეიმოთ” – განაცხადა სიმეონემ.

ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.

„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.

მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

 

სიმეონე: „ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქესთვის ჩვენი თამაშის თავსმოხვევა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეაფასა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქე გუნდისთვის ჩვენი თამაშის თავიდანვე თავსმოხვევა. მეორე ტაიმში „ჩელსის“ კარგად შევეჭიდეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენზე წნეხის განხორციელების საშუალება არ მივეცით. ტორესის გოლმა, რა თქმა უნდა, ამოცანა გაგვირთულა, თუმცა მშვენივრად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

რა მითხრა მოურინიომ? ეს საიდუმლოდ დარჩეს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მწვრთნელი ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, როგორ ათამაშოს გუნდი. არ უნდა დავუკარგოთ იმ გუნდებს, რომლებიც დაცვით თამაშზე არიან ორიენტირებულნი, რადგან თავდაცვა ძალიან რთული საქმეა.

გვერჩივნდა თუ არა ფინალში „ბაიერნი“ მეტოქედ? არა. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან“ გასამართ დამდეგ მატჩზე ვფიქრობ“, – სიმეონეს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ვინ იქნება მანჩესტერის მწვრთნელი?

დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე საკმაოდ ბევრი პრეტენდენტია. 

 

დიეგო სიმეონე

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი. კარლო ანჩელოტის თქმით, სიმეონეს “ატლეტიკოს” საფეხბურთო ფილოსოფია ზუსტად ასახავს ახალგაზრდა დიეგოს ფეხბურთელობის პერიოდში. ოდნავ უხეში, მიზანმიმართული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი “მანჩსტერისთვის” იდეალური ვარიანტია.

თუმცა, მინუსი ის არის, რომ “ატლეტიკო” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობს. გაამართლებს თუ არა ამგვარი ტაქტიკა მანჩსტერში, რთული სათქმელია.

 

იურგენ კლოპი

გუნდურ სისწრაფეში და მეტოქის ნახევარზე პრესინგში კლოპის “ბორუსია” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კლოპი ფეხბურთელებისგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მათ ეს შეუძლიათ. მისთვის სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლოპს მინიმუმიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მაგრამ, კლოპის გადაბირებას მისი დორტმუნდის მიმართ დიდი სიყვარული აფერხებს. გერმანელმა სპეციალისტმა კულუარული ინფორმაციით “ბარსელონას” წინადადებაზეც უარი თქვა.

 

ლუი ვნა გალი

გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვან გალი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთანაც იცის მუშაობა.

მისი მთავარი უარყოფითი თვისება კი კონფლიქტურობაა. ლუსიო, მარკ ვან  ბომელი, იბრაჰიმოვიჩი… ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, ვისთანაც ვან გალს სხვადასხვა დროს მოსვლია უთანხმოება.

 

ლორან ბლანი

ფრანგი სპეციალისტი მანჩესტერში ბოლო კაცი არ არის. ბლანის პორტფოლიოში ოლდ ტრაფორზე გატარებული ორი სეზონი ფიგურირებს და საჩემპიონო ტიტულიც ფიგურირებს.

თუმცა, სადებიუტო პარიზული სეზონის შემდეგ ინგლისში გადაბარგების განსაკუთრებული მიზეზი არ არსებოს. საინტერესოა, რომ “პსჟ”-ში ბლანს სათადარიგო ვარიანტად განიხილავდნენ. დადებითი მომენტი არც ევრასთან კონფლიქტია, რომელიც ბლანს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობისას ჰქონდა.

 

რაიან გიგზი

ფერგიუსონის გეგმით გიგზს სამწვრთნელო ნიუანსების დასაუფლებად მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა. თუმცა, მოიესის წარუმატებელი მუშაობის გამო უელსელს შანსი გაცილებით ადრე მიეცა. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გიგზს საქმე კარგად წაუვიდეს და სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებები საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.

მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ფეხბურთელების დიდ ნაწილთან მეგობრული ურთერთობა და გამოცდილების არქონა გახდეს.