სიმეონემ, ტორესს შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვსო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მის გუნდში ფერნანდო ტორესის ტრანსფერზე ისაუბრა.

„ფერნანდოს, შეუძლია, „ატლეტიკოს“ დაეხმაროს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შენაძენია.

იმედია იგი ჩვენი მაისურით მაქსიმალურად კარგად ითამაშებს. თუმცა, ძირითად შეადგენლობაში მოსახვედრად მან მანჯუკიჩს, გრიზმანსა და რაულ ჰიმენესს კონკურენცია უნდა გაუწიოს.

შეტევებს იგი უფრო მწვავეს გახდის, ამისთვის მხოლოდ მანჯუკიჩი საკმარისი არ იყო. ხალხს ყველაფერის თქმა შეუძლია, თუმცა ფერნანდო ჩვენი გადამრჩენის სტატუსით არ გადმოსულა. სჯობს, არ ვიჩქაროთ. მისმა მოსვლამ ყველაზე დედაბითად იმოქმედა“, – განაცხადა ფეხბურთს არგენტინელმა სპეციალისტმა.

სიმეონე ინგლისური კლუბების უარით გასტუმრებას აპირებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომლის „მანჩესტერ სიტიში“ და „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე ევროპული პრესა ბოლო დროს ხშირად წერდა, ინგლისური კლუბების შეთავაზებებზე უარის თქმას აპირებს.

არგენტინელი სპეციალისტი მადრიდული კლუბის სათავეში დარჩება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ მისი რამდენიმე მოთხოვნა უკვე შეასრულა.

სულ მალე „ატლეტიკოში“ ფერნანდო ტორესი დაბრუნება. გარდა ამისა, კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

ფიფამ “წლის მწვრთნელის” ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა

ფიფამ “წლის მწვრთნელის” პრეტენდენტები დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “რეალთან” ერთად ესპანეთის სამეფო თასის, ჩემპიონთა ლიგის თასისა და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სიმეონე “ატლეტიკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მოიგო ქვეყნის სუპერთასიც და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

 

სიმეონემ მიანიშნა, რომ “ატლეტიკოდან” წასვლას აპირებს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მიანიშნა, რომ კლუბში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებს.

“სპონტანური ადამიანი ვარ, ასეთ ხალხს კი მოუთმენლობა ახასიათებს. ერთ კლუბში ათი წლით ვერ გავჩერდები”, – განაცხადა სიმეონემ ფრანგული ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა “ატლეტიკო” 2011 წლის დეკემბერში ჩაიბარა. სიმეონემ მადრიდულ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, აგრეთვე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო, შარშან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს, “ატლეტიკოს” გარდა, არცერთ კლუბში წელიწადნახევარზე მეტი ხნით არ უმუშავია.

 

პარიზში სიმეონეზე ფიქრობენ

“პსჟ”-ს ხელმძღვანელობა მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელის დიეგო სიმეონების გადაბირებაზე ფიქრობს.

უცხოური პრესის ცნობით, ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი თვილის, რომ არგენტინელი სპეციალისტი მას დასახული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.

ამჟამად “პსჟ” ფრანგულ ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ “მარსელს” 4 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაში პარიზელები ჯგუფში პირველ პოზიციაზე არიან და “ბარსელონას” 1 ქულით უსწრებენ.

ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

დიეგო სიმეონე და მისი ასისტენტი სინქრონში მოქმედებენ

26 ოქტომბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ხეტაფესა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში კამერებმა ასეთი კადრები დააფიქსირეს.

სიმეონე: “ვალენსიასთან” მოსაგებად ვითამაშებთ”

ესპანეთის პრიმერადივიზონის VII ტურის ცენტრალური მატჩი “მესტალიაზე” გაიმართება, სადაც “ვალენსია” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. სატურნირო ცხრილში გუნდები 14-14 ქულით II—III ადგილებს იყოფენ.

“ატლეტიკოს” არგენტინელი თავკაცი დიეგო სიმეონე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებული შეხვედრა (1:0) არ არის მიზეზი იმისთვის, რომ მისმა გუნდმა “ვალენსიასთან” ძალები დაზოგოს.

“ამ მნიშვნელოვან მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით.
მოსაგებად ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ჩვენს წინააღმდეგ პროგრესირებადი გუნდი ითამაშებს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი თავკაცობს. გარდა ამისა, “ვალენსია” კონტრშეტევებზეც მშვენივრად თამაშობს. ასე რომ, ძალები არ უნდა დავზოგოთ”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com-ი.

მატჩი “ვალენსიასა” და “ატლეტიკოს” შორის დღეს, თბილსის დროით 18:00 საათზე დაწყება.

 

დიეგო სიმეონე: ”ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ”იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”დიდებულ გუნდს დავუპირისპირდით. დღეს, ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ.”

”იუვენტუსს” ძალიან ძლიერი თავდამსხმა ყავს, ნახევარდაცვაში ჩემპიონები თამაშობენ, დაცვა კი უძლიერესი.”

”მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას არ ვაძლევდით. პირველ ტაიმში ”იუვენტუსი” ძალიან კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი აგრესიული ფეხბურთის თამაში დაიწყეს.”

”გიზმანის შემოსვლის შემდეგ, შეხვედრა უფრო გაიხსნა. 4-4-2 ტაქტიკაზე გადავედით და ანგარიშის გახსნას ვცდილობდით.” – განაცხადა სიმეონემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ”ატლეტიკოსა” და ”იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა, მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

დიეგო სიმეონე: ”ოლიმპიაკოსს” ფლეი-ოფში გასვლა შეუძლია”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ”ოლიმპიაკოსთან” განცდილ მარცხზე ისაუბრა (3-2).

”როგორც მოველოდი, შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ოლიმპიაკოსმა ბწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და ესეთი თამაშით, ფლეი-ოფშიც მოხვდებიან. ისინი, ჩვენთანაც და ”იუვენტუსთანაც” ბოლომდე იბრძოლებენ.”

”ჩვენ კარგად ვუტევდით და პირველ ტაიმში რამოდენიმე რეალური მომენტიც შევქმენით, მაგრამ მოწინააღმდეგის შეტევა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სახიფათო მომენტების რეალიზებაში მათ უფრო გაუმართლათ.”- განაცხადა სიმეონემ.

დიეგო სიმეონე “რეალის” ფანებს მადლობას უხდის

“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მოხარულია, რომ მას არამხოლოდ საკუთარი გუნდის, არამედ მადრიდის “რეალის” ფანებიც უჭერენ მხარს.

“მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, “რეალის” ბევრი ქომაგი მხარს მიჭერს და ჩემ მიერ გაწეულ სამუშაოს აფასებს. ეს განვითარებაში მეხმარება.

ხალხი საერთოს ხედავს ჩვენსა და იმ “ნაპოლის” შორის, რომლის ღირსებასაც მარადონა იცავდა. ეს მოკრძალებული გუნდი ისეთ მეტოქეებს უწევდა კონკურენციას, როგორებიც “ინტერი”, “მილანი” და “იუვენტუსია”. მოკლე დროში აწყობილი გუნდი ვართ და სწორედ ამიტომ მოვწონვართ სხვებს.

იმისთვის არ ვმუშაობ, რომ ხალხმა მაღიაროს. არ ვარ შეპყრობილი იმით, რომ ადამიანების მიერ მოწონებული ფიგურა ვიყო. მე გამარჯვებისთვის ვმუშაობ. მინდა, კონკურენტუნარიანი ვიყო და ფეხბურთელებს განვითარების საშუალება მივცე”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს გაზეთი Clarin-ი.

დღეს “ატლეტიკო” “რეალს” ესტუმრება. მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

სიმეონემ რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩის მიმდინარეობისას გააძევეს, როდესაც მან მსაჯთან იკამათა და მას თავში ჩაარტყა.

დისკვალიფიკაცია ყველა იმ თამაშზე იმოქმედებს, რომელიც ესპანური ფეხბურთის ეგიდით ჩატარდება.