საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
ჭდე: დილა
ოფიციალურად: ლაშა გორდულავა იჯარის წესით ხონის ,,იმერეთში” ითამაშებს
ჩვენი გუნდის გოლკიპერი, ლაშა გორდულავა იჯარის წესით, ლიგა 3 -ის ბინადარ ხონის ,,იმერეთში” ითამაშებს.
გორდულავა ,,იმერეთში” სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.
შეგახსენებთ რომ ლაშა დილას რიგებს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 1 სათასო და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Fcdila.Ge
ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი “დილაში” ითამაშებს
საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი გორის “დილაში” ითამაშებს. ამის შესახებ გორელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.
იგი “დილას” პოლონური ,,იაგელონადან” იჯარის წესით შეუერთდა.
ლუკა პოლონეთში წასვლამდე თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა, იგი სწორედ “დინამოს” აკადემიის აღზრდილია.
Fcdila.Ge
“დინამომ” “დილა” გაანადგურა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.
ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ზუსტად შვიდ წუთში ლაშა თოთაძემ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. ხოლო, 26-ეზე უკვე ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა სხვაობის სამამდე გაზრდა. ტაიმის მიწურულს კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე “დინამოელთა” კაპიტანი ანზორ სუხიაშვილს გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ნახსენებმა გორელმა ფეხბურთელმა უკნიდან დაარღვია თამაშის წესი და ასე შეაჩერა ოთარი. სუხიაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. 59-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 38 ქულით მეორეა. ხოლო, “დილა” დედაქალაქელებს ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციას იკავებს.
“დილამ” “ლოკომოტივს” დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა: გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივი “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.
მატჩში ანგარიში სტუმართა შემტევმა, მამია გავაშელიშვილმა მეათე წუთზე გახსნა. მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანაბრა, თუმცა სამ წუთში გავაშელიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. “დილა” არ დანებდა და 76-ეზე ლეანდრო რიბეირომ თერთმეტმეტრიანის საშუალებით გაათანაბრა. მატჩის პირველ დამატებით წუთზე გორელთა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. “დილამ” ეს თამაში მაინც მოიგო: მესამე დამატებით წუთზე კოვტალიუკმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ მოგების შემდეგ “დილა” 34 ქულით მეორეა. ხოლო, “ლოკოს” 18 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.
ეროვნული ლიგა: “დილას” წაგებას ქავთარაძემ გადაარჩინა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “რუსთავი” “დილას” დაუპირისპირდა.
“მიხეილ მესხზე” მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში ლევან ნონიკაშვილმა მეოთხე წუთზე გახსნა. ისედაც უკან მყოფ “რუსთავს” ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა: მესამე დამატებულ წუთზე ნუკრი რევიშვილმა წითელი ბარათი მიიღო. სავარაუდოდ, მეკარემ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, მეექვსე დამატებულ წუთზე მათე ცინცაძემ მოახერხა თავით გოლის გატანა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე ცინცაძემ მეორე გოლიც შეაგდო. თუმცა, “დილას” ქულა ნდარ ქავთარაძის მიერ 83-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაურჩინა. საბოლოოდ, 2-2.
ამ ფრის შემდეგ “რუსთავს” 17 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. რაც შეეხება “დილას”, ის 31 ქულით მეორეა.
“დილამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო.
მეათე წუთზე მეგრელებს ლაშა გოგონია გაუგდეს. 54-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ლევან ნონიკაშვილის პასის შემდეგ გორელები წინ გაიყვანა. ხოლო, მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე გიორგი კორიფაძემ საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დილა” 27 ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთს” 13 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილს იკავებს.
ლეანდრო რიბეირო: “საქართველოში ცხოვრებაც მომწონს და თამაშიც”
ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.
23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.
დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…
ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.
როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?
როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.
კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.
სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?
ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.
ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.
მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?
რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?
ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.
საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?
ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.
ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…
რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.
Eliga.Ge
“დილამ” ეროვნული ლიგის ლიდერი გაანადგურა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში გორის “დილა” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდა.
ანგარიში 33-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. უკვე მეორე ნახევარში, 51-ეზე ლეანდრო რიბეირომ ორამდე გაზარდა გორელების უპირატესობა. 78-ეზე რიბეირომ მესამეც შეუგდო მეტოქეს. ცხრა წუთში გურამ გოშთელიანმა ორამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, ბრაზილიელმა ლეგიონერმა თამაშის მიწურულს ჰეთრიკი შეასრულა და საბოლოოდ ანგარიში, 4-1 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დილამ” 23 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” 27 ქულა დარჩა და ლიდერია. თუმცა, მასსა და “დინამოს” შორის განსხვავება ორ ქულამდე შემცირდა.
“ჩიხურა” “დილასთან” საკუთა მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში საჩხერის ჩიხურამ” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო.
დაპირსპირება სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. 52-ეზე ლეანდრო რიბეირომ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 73-ე წუთზე კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, საჩხერლებმა ანგარიშით, 0-3 წააგეს.
ამ მარცხის შემდეგ “ჩიხურა” ერთი ადგილით დაქვეითდა ახლა ის 19 ქულით მეოთხეა. ხოლო, “დილას” 20 ქულა აქვს და მესაემ ადგილს იკავებს.
სფფ-ის გადაწყვეტილება: “დილა” და “დინამო” დაისაჯნენ
8 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განხმილველი კომიტეტის სხდომა.
სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩისშემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი.
ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის „დინამო“ ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის – 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი „დილა“ – 800 ლარით
Gff.Ge
ეროვნული ლიგა: “ლოკომოტივმა” “დილასთან” მარცხი განიცადა
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 26 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 1-3 მოიგეს.
ანგარიში მე-19 წუთზე, დილას შემტევმა ლეანდრო რიბეირომ გახსნა. 30-ე წუთზე, ალვინ ფორტესმა ლოკომოტივს მეორე გოლი გაუტანა.
ტაიმის მიწურულს ლოკომ ერთი ბურთი გაქვითა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად რომან ჭანტურიამ შეასრულა. პენალტი ლოკომოტივმა გუნდის კაპიტნის, დავით უბილავას აქტიურობის შემდეგ მოიპოვა.
მეორე ნახევარი ლაშა ჭაღიაშვილმა ცვლილებით დაიწყო. ოთარ კობახიძის ნაცვლად თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო. მალევე, თორნიკე ძებნიაური თეიმურაზ შონიამ, ვატო არველაძე კი ლუკა კიკაბიძემ შეცვალა.
ლოკომოტივს ანგარიშის გათანაბრების სამი კარგი შანსი ჰქონდა. რომან ჭანტურიას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა. ლუკა კიკაბიძესა და მამია გავაშელიშვილს სტუმართა მეკარემ აჯობა.
აღსანიშნავია, რომ დილასთან მატჩი, გავაშელიშვილისთვის ლოკომოტივის მაისურით მე-100 იყო.
მატჩის საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე რიბეირომ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ, ლოკო 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვლის გუნდი 2 მაისს, რუსთავთან, გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ცნობილაძე, ლობჟანიძე, გაბაძე, სამურკასოვი, ძებნიაური (შონია 64), კობახიძე (გვალია 46), არველაძე (კიკაბიძე 65), გავაშელიშვილი, რ.ჭანტურია
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: გვალია (49), სამურკასოვი (55), რ.ჭანტურია (72)
მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე