ფეხბურთელები, რომლებსაც “რეალსა” და “ბარსელონაში” უთამაშიათ

ფეხბურთის ისტორიაში ყოფილან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ღირსება დაუცავთ.

მიკაელ ლაუდრუპი

რობერტ პროსინეჩკი

გეორგე ჰაჯი

ლუის ენრიკე

დანი გარსია

ლუიშ ფიგუ

ალბერტ სელადესი

ალფონსო პერესი

რონალდო

სამუელ ეტოო

ხავიერ სავიოლა

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი ევროპაში

Wealth-X-მა გამოაქვეყნა სია, რომელშიც ევროპის ათი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია შესული.

10. ფერნანდო ტორესი – 50 მილიონი დოლარი

Hull City v Chelsea - Barclays Premier League

9. სტივენ ჯერარდი – 55 მილიონი დოლარი

Steven Gerrard

8. ფრენკ ლამპარდი – 60 მილიონი დოლარი

8

7. იაია ტურე – 70 მილიონი დოლარი

7

6. სამუელ ეტოო – 75 მილიონი დოლარი

6

5. დიდიე დროგბა – 90 მილიონი დოლარი

5

4. უეინ რუნი – 95 მილიონი დოლარი

4

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 100 მილიონი დოლარი

3

2. ლიონელ მესი – 180 მილიონი დოლარი

2

1. კრიშტიანო რონალდუ – 230 მილიონი დოლარი

1

სამუელ ეტოომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე გამოიწვია

კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ ცივი წყალი გადაისხა, თავად კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე გამოიწვია.

როგორი გოლი გაუტანა ეტოომ მესის პასის შემდეგ “პორტუს”

როგორც იცით, პარასკევს პორტუგალიელი ფეხბურთელის დეკუს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა “ბარსელონასა” და “პორტუს” ვარსკვლავებმა მიიღეს.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სამუელ ეტოომ მესის პასის შემდეგ გაიტანა.

ემოციური ვიდეო: სამუელ ეტოომ ბიჭუნას თხოვნა შეუსრულა

19 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებმა კამერუნის ნაკრებს ანგარიშით 4:0 მოუგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონიდან გამოსულ სამუელ ეტოოს გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც მას ჩახუტება სთხოვა.

სამუელ ეტოოს საინტერესო ვარცხნილობა

1 ივნისს, გერმანიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, სამუელ ეტოო მოედანზე საინტერესო ვარცხნილობით გამოჩნდა.

1

2

ხუთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა დაასახელა ის ხუთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ.

5. პელე (ბრაზილია) – მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 7 თვისა და 23 დღის

Pele-001

4. სალომენ ოლემბე (კამერუნი) – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 6 თვისა და 3 დღის

4

3. ფემი ოპაბუნმი (ნიგერია) – 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
17 წლის, 3 თვისა და 9 დღის

3

2. სამუელ ეტოო (კამერუნი) – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 3 თვისა და 7 დღის

2

1. ნორმან ვაითსაიდი (ჩრდილოეთ ირლანდია) – 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
17 წლის, 1 თვისა და 10 დღის

1

ეტო’ო “ატლეტიკოსთან” ვერ ითამაშებს

“სანდერლენდთან” მატჩის დროს მიღებული მუხლის ტრავმის გამო “ჩელსის” თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო მადრიდის “ატლეტიკოსთან” ვერ ითამაშებს.

კლუბის ექიმები ტრავმას სერიოზულად არ თვლიან, თუმცა სარეაბილიტაციო კურსის ხანგრძლივობაზე ჯერ არაფერს არ ამბობენ.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში კამერუნელმა 11 გოლი გაიტანა.

ეტო’ო: “წარმოუდგენელი სცენარის რეალიზება მოვახერხეთ”

“ჩელსის” ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

“წარმოუდგენელია. მოურინიომ თამაშის წინ გვითხრა, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. მან სისუსტის გამოჩენის უფლება არ მოგვცა.

ჯერ პირველ ტაიმში გავითანეთ, შემდეგ კი მატჩის ბოლოწუთებზე. ამ წარმოუდგენელი სცენარის რეალიზება მოვახერხეთ” – განაცხადა ეტო’ომ.

მოურინიოს ეტო’ოს იმედი აქვს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა სამუელ ეტო’ოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა კამერუნელმა “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო ტრავმა და დღემდე ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება.

“ითამაშებს თუ არა სამუელი პარიზელებთან ჯერ არ ვიცით. იმედი მქონდა, რომ ის აქამდე მოახერხებდა გამოჯნამრთელებას.

კვირას ეტო’ოს საერთოდ ჯგუფთან არ უვარჯიშია, თუმცა სავარაუდოდ “პსჟ”-სთან მე მას განნაცხადში შევიყვან. გოლები გვაქვს გასატანი და შემთევი ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია” – განაცხადა მოურინიომ.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების სია

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Goal.com მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარ მოქმედ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

რეიტინგს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელსაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მოსევს, მესამე ადგილზე ლონდონის „ჩელსის“ შემტევი სამუელ ეტოო გახლავთ.

სრული სია ასე გამოიყურება:

 1.  კრიშტიანუ რონალდუ  („რეალი“)  148 მლნ ევრო
 2.  ლიონელ მესი  („ბარსელონა“)  146 მლნ ევრო
 3.  სამუელ ეტოო  („ჩელსი“)  85 მლნ ევრო
 4.  უეინ რუნი  („მანჩესტერ იუნაიტედი“)  84 მლნ ევრო
 5.  კაკა  („მილანი“)  82 მლნ ევრო
 6.  ნეიმარი  („ბარსელონა“)  80 მლნ ევრო
 7.  რონალდინიო  („ატლეტიკო მინეირო“)  78 მლნ ევრო
 8.  ზლატან იბრაჰიმოვიჩი  („პსჟ“)  69 მლნ ევრო
 9.  ჯანლუიჯი ბუფონი  („იუვენტუსი“)  63 მლნ ევრო
 10.  ტიერი ანრი  („ნიუ იორკ რედ ბულსი“)  57 მლნ ევრო