კოშელნი: “მოსკოვში ასე თამაშს არ ვგეგმავდით”

გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მოსკოვის ცეესკამ ლონდონის “არსენალი” მიიღო. დაპირისპირება ანგარიშთ, 2-2 დასრულდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში (6-3) შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები გავიდნენ.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ლონდონელთა კაპიტანი, ლორან კოშელნი ესაუბრა.

“ამას არ ვგეგმავდით. ბევრი ორთაბრძლოა ვერ მოვიგეთ, ისინი კი კარგად თამაშობდნენ. მეტოქემ ბევრი შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც. როცა 0-2-ს ვაგებდით, ჩვენზე უკვე დიდი ზეწოლა იყო. თუ კიდევ ერთს გაიტანდნენ, შემდეგ ეტაპზე სწორედ ცეესკა გავიდოდა. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რათა მოვახერხეთ და ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გამოსვლით და თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ეს არ იყო აღნიშნული ტურნირის ამ ეტაპისთვის შესაფერისი,” – ამბობს ფრანგი მცველი.

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

“ჩიხურამ” “ალტახთან” ავსტრიაში ფრე ითამაშა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები იმართება.

ავსტრიაში, ადგილობრივმა “ალტახმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო (წინა დაპირისპირება 1:0 ავსტრიელთა სასარგებლოდ). საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე სტეფან ნუცმა გახსნა. პირველ ტაიმში “ჩიხურა” ვერაფერს გახდა.

მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა. ახლა უკვე ქართველებს ერთი გოლი სჭირდებოდათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. ისინი ბევრს ეცადნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ.

საბოლოოდ, ორმატჩიანი დუელი “ჩიხურამ” ანგარიშით, 1-2 დათმო.

საქართველომ შესაძლოა, 2019 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს

უეფამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2019 წლის ევროპის ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ქალთა ჩემპიონთა ლიგისა და სუპერ თასის ფინალების მასპინძლობაზე. ფედერაციებს 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 27 იანვრამდე შეეძლოთ მოთხოვნის გაგზავნა.

საგულისხმოა, რომ იმ სტადიონთა სიაში, რომლებზეც შესაძლოა, 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალი ჩატარდეს, თბილისის “დინამო არენაცაა”. 

ჩვენი კონკურენტები შემდეგი ქვეყნები იქნებიან:

აზერბაიჯანი, ბაქო, “ოლიმპიური სტადიონი”;

გერმანია, ფრანკფურტი, “ფრანკფურტის სტადიონი”;

გერმანია, შტუდგარტი, “შტუდგარტ-არენა”;

შოტლანდია, გლაზგო, “ჰემპდენ პარკი”;

ესპანეთი, სევილია, “სანჩეს პისხუანი”;

თურქეთი, სტამბოლი, “ბეშიქთაშ არენა”.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებისთვის ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი შეეცილებიან. პირველი მათგანის მოედანი მადრიდის “მეტროპოლიტენის სტადიონია,” ხოლო აზერბაიჯანელების კი – “ოლიმპიური სტადიონი”.

შოთა არველაძის “მაქაბის” “ზენიტმა” სძლია

დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, რუსულმა “ზენიტმა” საკუთარ მოედნაზე თელ-ავივის “მაქაბის” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს შოთა არველაძე წვრთნის. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, ანგარიშთ 2:0 დასრულდა.

5 ტურის შემდეგ არველაძის კლუბს 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ევროპის ლიგა: “რაპიდში” ქვილითაიას დებიუტი შედგა

დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ვენის “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე ბელგიური “გენკი” მიიღო. სწორედ ავსტრიულ გუნდში ასპარეზობს ქართველი ახალგაზრდა ფორვარდი, ყოფილი “დინამოელი”, გიორგი ქვილითაია.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს; 29-ე წუთზე იამაიკელმა შემტევმა, ლეონ ბეილიმ მოახერხა გატანა. ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში კი “რაპიდის” ჯერი დადგა. ავსტრიული გუნდის მხრიდან 51-ე წუთზე შვაბმა გაათანაბრა. სულ რაღაც 6 წუთში იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა და ქვილითაიას კლუბი წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე კი “გენკის” ფეხბურთელმა, კოლეიმ ავტოგოლი გაიტანა და მეტოქე გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ქვილითაია მატჩში 86-ე წუთზე ჩაერთო. მისი გუნდის კარში მალე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბეილიმ გამოიყენა. საბოლოოდ, 3-2, “რაპიდმა” იმარჯვა.

კვეკვესკირის “გაბალა” “ანდერლეხტთან” დამარცხდა

დღეს ევროპის ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს ბელგიური “ანდერლეხტი” და აზერბაიჯანული “გაბალა” დაუპირისპირდნენ. შეგახნენებთ, რომ სწორედ “გაბალაში” გამოდსი ქართველი ფეხბურთელი, ნიკოლოზ კვეკვესკირი.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა მოთამაშემ, ტეოდორჩუკმა მეთოთხმეტე წუთზე გახსნა. სულ რაღაც ექვს წუთში დაბომ გაათანაბრა. ამ ტაიმში კიდევე ერთი გოლი გავიდ” 41-ე წუთზე “გაბალას” ფეხბურთელმა, რაფაელ სანტოსმა საკუთარ კარში გაიტანა და მეტოქე გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში “ანდერლეხტიდან” თავის გამოჩენა კაპელმა 78-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში – 3-1 დააფიქსირა.

გაცნობებთ, რომ კვეკვესკირს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

რომელი ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები იასპარეზებენ ევროპის ლიგაზე დღეს?

დღეს 2016/2017 წლების სეზონის ევროპის ლიგა აიღებს სტარტს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 24 შეხვედრა გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ქართველი მწვრთნელები და მოთამაშეები შეეცდებიან წარმატების მიღწევას დღეს ევროპის რიგით მეორე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

“ვენის რაპიდი” – “გენკი”

მასპინძელთა რიგებში ყოფილი “დინამოელი”, გიორგი ქვილითაია ირიცხება. ჩვენებურს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა და სასურველ კონდიციებში არაა. აქედან გამოდინარე, მისი მინდორზე დიდ ხანს გამოსვლა სათუოა.

“ზორია” – “ფენერბაღჩე”

უკრაინულ “ზორიაში” ჯაბა ლიპარტია გამოდის. საგულისხმოა, რომ ქართველმა შემტევმა, პრემიერ ლიგის ახალი სეზონის შვიდი შეხვედრიდან ექვსში მიიღო მონაწიელობა; აქედან ორ მატჩში იგი ძირითად შემადგენლობაში იდგა. ამჟამად, “ზორიას” 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. მოკლედ, დღეს როგორც ლიპარტიას ასპარეზობას, ასევე, ზოგადად, უკრანინული გუნდის კარგ თამაშს უნდა ველოდოთ.

“ანდერლეხტი” – “გაბალა”

“გაბალას” რიგებში ნიკა კვეკვესკირი გამოვა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ნიკამ ორში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთ მათგანში კი ძირითად შემადგენლობაშიც მოსინჯა თავისი ძალები. “გაბალა” 7 ქულით მესამე პოზიციაზეა. დღეს რომ ქართველი ბელგიელების წინააღმდეგ იასპარეზებს, ეს უეჭველია; იმედია, კვეკვესკირი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს.

“თელ ავივის მაკაბი” – “ზენიტი”

დღეს, ფეხბურთელების გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი მწვრთნელიც გამოვა. შოთა არველაძე თელ ავივის “მაკაბისთან” ერთად შეეცდება წარმატების მიღწევას. ისრაელის გუნდი საკუთარ ჩემპიონატში 7 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს “ჰაპოელთან”. საგულისხმოა, რომ არველაძის კლუბს ყველა ტურნირზე ერთად 7 შეხვედრაა არ წაუგია ( ექვსი მოგება და ერთი ფრე). იმედია, “მაკაბი” დღესაც მიაღწევს წარმატებას.

 

 

“დინამოს” სტატისტიკა ბერძნული კლუბების წინააღმდეგ

ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამო” ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 აგვისტოს ჩვენს დედაქალაქში ჩატარდება, ხოლო განმეორებით შეხვედრას თესალონიკი უმასპინძლებს.

მოდით, გადავავლოთ თვალი, “დინამოს” დაპირისპირებების ისტორიას ბერძნულ კლუბებთან.

თბილისური კლუბი ევროთასებზე აქამდე შვიდჯერ შეხვედრია ბერძნულ გუნდებს. ერთი მატჩი ჩვენებმა მოიგეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამჯერაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთები კი ბერძენთა სასარგებლოდაა 5/10.

პირველად ელადურ გუნდს ლურჯ-თეთრები თავის ტრიუმფალურ ევროსეზონში დაუპირისპირდნენ. 1980 წლის 17 სექტემბერს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16 ფინალში “კასტორიამ” უმასპინძლა “დინამოს” და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. საპასუხო მატჩი “დინამო არენაზე” 1 ოქტომბერს შედგა და მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. გოლები კი რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაუტანეს ბერძნებს.

2004 წლის 1 დეკემბერს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე “პანიონიოსმა” ათენში უმასპინძლა “დინამოს” და 5:2 დაამარცხა ჩვენი გუნდი. ანგარიში მიხეილ კაკალაძემ გახსნა, აპოსტოლოს მანციოსმა კი გაათანაბრა. ამ უკანასკნელმა თამაშში ჰეთ თრიქი შეასრულა. შემდეგ ლადო ახალაიამ დააწინაურა სტუმრები, ხსენებულმა აპოსტოლოსმა კი კვლავ აღადგინა სტატუს ქვო და შემდეგ წინ გაიყვანა მასპინძლები. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ჯერ მარიო ბრეშკამ გაიტანა ერთი გოლი, ხოლო კარლოს მარკორამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

2008 წლის 30 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში “პანათინაიკოსმა” აპოსტოლოს ნიკოლაიდისის სტადიონზე მიიღო ჩვენი გუნდი. ანდრეას ივანშიცის გოლს, დიმიტრის სალპინგიდისმა დუბლი მიაყოლა და ათენელებმა 3:0 იმარჯვეს. 6 აგვისტოს “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2011 წელს ასევე ევროპა ლიგის ფლეი-ოფში და ასევე 18 აგვისტოს ჩვენი გუნდი ათენში ადგილობრივ აეკ-ს შეხვდა. სპიროს ლუისის სახელობის სტადიონზე ათენელებმა ხოსე კარლოსის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი 25 აგვისტოდ “დინამო არენაზე” გაიმართა და თბილისელთა მიერ დებიუტში გატანილი გოლით აღინიშნა. ზუსტად და შედეგიანად ალექსანდრე კოშკაძემ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ესეც დასრულდა, დამატებით ტაიმში კი ლეონარდუმ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, ანგარიშიც გაათაბრა და საბოლოოდ თავის გუნდს ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოუტანა. აღსანიშნავია, რომ “დინამოს” დღევანდელი შემადგენლობიდან აეკ-ს წინააღმდეგობას მიკელ ალვარო და ჯაბა ჯიღაური უწევდნენ.

წყარო: Fcdinamo.Ge

უეფას სუპერ თასი – პრევიუ

დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.

მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”

მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი

დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)

მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.

მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.

მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.

რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.

ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.

ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.

ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”

ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”

სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის “რეალი”: კასილია; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ხამეს როდრიგესი, მორატა, ლუკას ვასკესი.

ანდალუსიის “სევილია”: სორია; მარიანო, პარეხა, კარისო, ესკუდერო; კრანევიტერი, კორეა, იბორა; სარაბია, ვიეტო, კონოპლიანკა.

შეხვედრის პრომო

როგორი ფანები ჰყავს პაოკ-ს? (ვიდეო)

დღეს გაირკვა, რომ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამო” ბერძნულ პაოკ-ს დუპირისპირდება.

სწორედ ასეთი გულშემატკივრების წინაშე მოუწევს თბილისურ გუნდს სტუმრად თამაში!

რას წერენ პაოკ-ის ფანები თბილისის “დინამოზე”?

სულ ცოტახ ნის წინ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შედმეგ, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ბერძნული “პაოკი” იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგის ფანები შემდეგ რამეს წერენ აღნიშნულ დაპირისპირებაზე…

“პაოკისთვის” “დინამო” უმარტივესი მეტოქეა.”

“თბილისის “დინამო”… ეს ისტორიული გუნდია!”

“შესანიშნავია! მგონი, ასე პირველად გაგვიმართლა”

“ყველაზე კარგი ვარიანტი პაოკ-ი – თბილისის “დინამო”

1

“ჩვენ “ოლიმპიაკოსი” არ ვართ, ასეთ გუნდებთან რომ ვმარცხდებოდეთ.”

2