ვლადიმერ დვალიშვილი:”სამმა პოლონურმა გუნდმა შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ…”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქართველი თავდამსხმელი, ვლადიმერ დვალიშივილი, რომელიც პოლონური “პოგონის” ღირსებას იცავდა, თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 30 წლის მოთამაშეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, სამმა პოლონურმა გუნდმა შემომთავაზა კონტრაქტი, მაგრამ მეოთხე კლუბი იყო “დინამო”… მისი ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მათ “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე დავხმარებოდი. მეც ჩემი ქვეყნის გუნდს უარი ვერ ვუთხარი და თანამემამულეების დახმარება გადავწყვიტე. თუ “დინამო” რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავა, აქ აუცილებლად დავრჩები, თუ არა და წასვლის ნებას კლუბიდან აუცილებლად მომცემენ; ეს უკვე შეთანხმებულია.”

“რაც შეეხება სომხურ “ალაშკერტს”, ეს ბაირიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ!  იოლი არ იქნება, მაგრამ უბრალოდ “დინამო” ვალდებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. თუ მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ფლეი-ოფშიც და, შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშოთ,” – განაცხადა “დინამოს” ქართველმა ახალწვეულმა.

გორის “დილა” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და “ევროპის ლიგას” გამოეთიშა

დღეს გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე შეხვედრა. თავისი თამაში ჩაატარა გორის “დილამ,” რომელიც სომხურ “შირაქს” დაუპირისპირდა გასვლაზე. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ზოგადად, შეხვედრა არ გამოირჩეოდა მომენტების სიმრავლით. გამომდინარე იქედან, რომ “შირაქს” პირველი მატჩი სტუმრად მინიმალური ანგარიშით ჰქონდა წაგებული, მას მინიმუმ ერთი გოლი მაინც სჭირდებოდა. მეორე ტაიმის მიწურულს სომხური გააქტიურდა და მთელი ძალებით შეუტია. ამან შედეგი გამოიღო. 83-ე წუთზე ბიჩახჩიანმა აიღო გორელთა კარი.

შეხვედრაში დამატებითი ტაიმები დააინიშნა. დამღლელი 90 წუთის შემდეგ, გუნდებს რამე განსაკუთრებულის შექმნა გაუჭურდათ დამატებით 30 წუთში. საბოლოოდ, გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა. საბოლოოდ, გორელებმა 4-1 წააგეს პენალტების სერიაში.

კაკუბავა:”ასეთი უიღბლობით მთლიანად გუნდია შოკირებული”

გუშინ გაიმართა “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. ერთ-ერთ მათგანში “ჩიხურა” მოლდოვურ “ზიმბრუს” დაუპირისპირდა. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული წარმატებისა, მეორე მატჩში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, იმერლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 2:3 და გათამაშებას გამოეთიშნენ.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” მოთამაშეს, ლევან კაკუბავას და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“გულდასაწყვეტია, როცა ისეთ თამაშს აგებ, რომელშიც ორჯერ იგებდი. მთლიანად გუნდი შოკირებულია ასეთი უიღბლობით. ქართველ გულშემატკივარს მობეზრდა ეს თავის მართლება, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა სასურველი შედეგის მიღწევისთვის, მაგრამ… “

“წინ ჩემპიონატი გველის და იმედია, მალე დავივიწყებთ ამ თამაშს. უნდა გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც არანაკლებ დაძაბული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ და, შესაბამისად, არანაკლები მონდომება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის და, ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადებულად იბრძოლეს,” – განაცხადა “ჩიხურას” მცველმა.

ივანიშვილი:”მხოლოდ გულშემატკივართან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას!”

საჩხერის “ჩიხურამ” მოლდოვაში ადგილობრივი “ზიმბრუ” “ევროპის ლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-0 დაამარცხა. იმერლები 5 ივლისს გამართავენ განმეორებით შეხვედრას. მატჩი ზესტაფონში “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “ჩიხურას” შემტევს, გიორგი ივანიშვილს და ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასეთ კიშინოვში ჩატარებული მატჩი…

– განვლილ თამაშზე იმას გეტყვით, რომ მიზანს მივაღწიეთ და სასურველი შედეგით დავასრულეთ იგი. ამ წარმატებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გავზარდეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ახლა კიდევ უფრო დიდი ენერგია გვჭირდება, რომ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ამ საფეხურზე.

– ერთ ბურთიან უპირატესობას ფლობთ. თქვენი აზრით, როგორ დაიწყებთ მატჩს: ამ ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდებით და მეორე ნომრად ითამაშებთ თუ შეუტევთ და პირველივე წუთებიდან მოინდომებთ უპირატესობის გაზრდას?

– რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ხვალ დაგვარიგებს რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინეტერესებთ, ალბათ მაინც თავიდანვე უპირატესობის დაუფლებას სწორედ “ჩიხურა” ეცდება, რადგან ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ.

– გუნდის დანაკლისზე რას გვეტყვით? ბოლოს როგორც გაირკვა “ჩიხურას” ძირითადის ფეხბურთელები დააკლდება…

– კი, ეს ასეა. წითელი ბარათის გამო განუგრავა ტოვებს შეხვედრას. მის გარდა არ გვეყოლება გაბედავაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. მაგრამ, ეს ხვალ არანაირად არ დაგვეტყობა! გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ.

– რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?

– მინდა, მოვუწოდო მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ. მხოლოდ მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. ჩვენ ხვალ საქართველოს სახელით გამოვალთ მათ წინაშე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა!

 

გიორგი გაბედავა:”საპასუხო მატჩს სასურველი შედეგით ვხვდებით”

საჩხერის “ჩიხურამ” რამდენიმე დღის წინ “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა პირველი შეხვედრა მოლდოვურ “ზიმბრუსთან” სტუმრად და მინიმალური ანგარიშირით იმარჯვა.

Fanebi.Com დაუკავშირდა იმერული გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, გიორგი გაბედავას და მას აღნიშნულ მატჩზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ჩვენ ამას ვგეგმავდით. გვინდოდა, ეს სიტუაცია გამოგვეყენებინა და მინიმუმ ერთი გოლი აუცილებლად გაგვეტანა. ასეც მოხდა. შემდეგ კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. საბოლოოდ, სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ.”

“ყველას მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ ნაადრევად არ უნდა დავიწყოთ ზეიმი. ჯერ არაფერი დამთავრებულა. წინ განმეორებითი მატჩია, რომელსაც კომფორტული უპირატესობით ვხვდებით. ჩვენ შევეცდებით ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ,” – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

ნეგრედომ ევროპის ლიგის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა

როგორც იცით, დღეს გაიმართა ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა, სადაც ცნობილი გახდა, რომ “ვალენსიას” ბილბაოს “ატლეტიკთან” მოუწევს ურთიერთობების გარკვევა, რასაც “ღამურების” თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო გამოეხმაურა.

“ატლეტიკი” ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელთანაც მოხვედრა გვინდოდა. უმჯობესი იქნებოდა უფრო გვიან შევხვედროდით ერთმანეთს.

ამჟამად საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ვიმედოვნებ, რომ “ატლეტიკის” ბარიერს გადავლახავთ. ჩვენ სრულიად ვაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ძლიერი მეტოქეის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა.” – განაცხადა ესპანელმა უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

“აუგსბურგის” მწვრთნელი:”ფრე კარგი შედეგი იქნება, პენალტებში ხომ ყოველთვის გერმანელები იგებენ”

“აუგსბურგის” მთავარი მწვრთნელი, მარკუს ვაინცირლი “ლივერპულთან” “ენფილდზე” გასმართი მატჩის წინ აცხადებს, რომ გერმანული გუნდისთვის ნულოვანი ფრე მისაღები შედეგი იქნება.

“ჩვენთვის ნულოვანი ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგანაც პენალტების სერიაში გამარჯვებულები ყოველთვის გერმანელები რჩებიან. მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას, გვინდა რომ შეუძლებელი შევძოთ.

ვფიქრობ, რომ უკეთ ითამაშებს. ჩვენ ჩვენი სიძლიერეები შესწავლილი გვაქვს. თუკი ერთს გავუტანთ, მათ ორის გატანა დასჭირდებათ. ჩვენ მიზანი მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებაა” – განაცხადა მან.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები დანიაში საპროტესტო აქციას მოაწყობენ (ფოტო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებმა „მიდტიულანდთან“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩისთვის სპეციალური ბანერი წარწერით „Welcome to ScamDonavia“ მოამზადეს (ინგლისურად სიტყვა „scam“ თაღლითბას ნიშნავს).

დანიის მოქმედის ჩემპიონის ხელძღვანელობამ მანჩესტერულ კლუბთან მატჩისთვის ბილეთები 71 ფუნტად გაყიდა. არადა, 2015 წელს „საუთჰემპტონთან“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე ბილეთის ფასი მხოლოდ 22 ფუნტს შეადგენდა. აქამდე „მიდრტიულანდის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ბილეთის ფასი ასე მკვეთრად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრენდის გამო შეიცვალა. გარდა ამისა, „მიდტიულანდის“ საშინაო არენის ტევადობა მხოლოდ 9500-ს შეადგენს, აქედან 800 ადგილი „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივართათვისაა გამოყოფილი.

CbZ7OnsWcAEPTwo

ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

რამდენიმე წუთის წინ უეფას ევროპის ლიგს 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა. წარმოგიდგენთ მის შედეგებს.

„ვალენსია“ – „რაპიდი“
„ფიორენტინა“ – „ტოტენჰემი“
დორტმუნდის „ბორუსია“ – „პორტუ“
„ფენერბაჰჩე“ – მოსკოვის „ლოკომოტივი“
„ანდერლეხტი“ – „ოლიმპიაკოსი“
„მიდტიულანდი“- „მანჩესტერ იუნაიტედი“
„აუგსბურგი“ – „ლივერპული“
„სპარტა“ – „კრასნოდარი“
„გალათასარაი“ – „ლაციო“
„სიონი“ – „ბრაგა“
„შახტარი“ – „შალკე“
„მარსელი“ – „ატლეტიკი“
„სევილია“ – „მოლდე“
„სპორტინგი“ – „ბაიერი“
„ვილიარეალი“ – „ნაპოლი“
„ბაზელი“ – „სენ-ეტიენი“

პირველი შეხვედრები 18 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები – 25 თებერვალს.

ევროპის ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: დენის ბოიკო (“დნიპრო”);
მცველები: ნემანია პეიჩინოვიჩი (მოსკოვი “ლოკომოტივი”), რაგნარ სიგურდსონი (“კრასნოდარი”), დიმიტრის კონსტანტინიდისი (პაოკი);
ნახევარმცველები: აბელაზიზ ბარადა (“მარსელი”), ტაულანტ ჯაკა (“ბაზელი”), დრეს მერტენსი (“ნაპოლი”), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”);
თავდამსხმელები: რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”), ერიკ შუპო-მოტინგი (“შალკე”), დავიდ ლაფატა (“სპარტა”).

UEL‬ team of the week

„ლაციოს“ ფანები „სენტ-ეტიენთან“ მატჩზე არ დაიშვებიან

რომის „ლაციოს“ ფანები ფრანგულ „სენტ-ეტიენთნა“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე არ დაიშვებიან.

რომაული კლუბის ფანებს ამ შეხვედრაზე დასწრების უფლება უსაფრთხოების მიზნით არ მიეცათ.

სათქმელია, რომ აქამდე „ბრიუგესთან“ გასვლით შეხვედრაზე „ნაპოლის“ გულშემაკივრებიც და დაუშვეს.

„სენტ-ეტიენი“ – „ლაციოს“ თამაში ათ დეკემბერს გაიმართება.

ევროპის ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: ანდრეი დიკანი (“კრასნოდარი”);
მცველები: იაკუბ ბრაბეცი (“სპარტა”), ვლად კირიკეში (“ნაპოლი”), კარა მბოჯი (“ანდერლეხტი”);
ნახევარმცველები: ჟელსონ მარტინში (“სპორტინგი”), ლეროი სანე (“შალკე”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”);
თავდამსხმელები: ფრედი მონტერო (“სპორტინგი”), არიც ადურისი (“ატლეტიკი”), ჯენკ ტოსუნი (“ბეშიქთაში”).

Team of the week