კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინიმ მოიბოდიშა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის  (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.

აღნიშნული საკითხის განხილვა უეფაში უკვე დაიწყეს.

მანუელ პელგრინიმ კი ბოდიში მოიხადა.

„ბარსელონასთან“ მარცხით გაღიზიანებული ვიყავი. შეიძლება ისეთი რამ ვთქვი, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობდი. ბოდიშს ვიხდი“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი

უეფა პელეგრინის დასჯის?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის  (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.

როგორც მოგეხსენებათ, უეფა ასეთ სიტყვებს არავის არ პატიობს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე დაიწყეს.

ბექა დოგრაშვილი

მესის შედეგები ინგლისში

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. ყურადღების ცენტრშია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის „ეტიჰადზე„ გასამართი შეხვედრა. ბრიტანულმა „სქაი სპორტსმა“ კატალონიური გუნდის ლიდერის, ლეო მესის მიერ ინგლისში მიღწეული შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ხუთ წელიწადში ნეიმარი „ბარსელონასგან“ ჯამში 56,7 მილიონ ევროს მიიღებს

კატალონიის „ბარსელონას“ საფეხბურთო მენეჯმენტის საკითხების დირექტორმა რაულ სანლეხიმ ჟურნალისტებს ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაუმხილა.

„ხუთ წელიწადში, ბონუსების ჩათვლით და აგენტის საკომისიოს გათვალისწინებით, ნეიმარის ხელფასი 56,7 მილიონ ევროს შადგენს.

„ბარსელონას“ გამო მან უარი თქვა ტრანსფერზე, რომლის ფასიც ას მილიონ ევროს შადგენდა. მას თითქმის ორჯერ მაღალი თანხის გამომუშავება შეეძლო“, – განაცხადა სანლეხიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნეიმარის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაიწყო. გუშინ კი კატალონიური კლუბის პრეზიდენტის პოსტი სანდრო როსელმა დატოვა, რომელსაც აღნიშნული ტრანსფერიდან 40 მილიონი ევროს მითვისებაში ედება ბრალი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნეიმარმა რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მადრიდის „რეალის“ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს „ოქრო ბურთის“ მოგება მიულოცა.

„ყველა ფეხბურთელმა იცის, რამდენად რთულია ტიტულების მოგება, განსაკუთრებით, თუ მსგავს პრესტიჟულ ჯილდოზე ვისაურებთ. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ეს პრიზი წელსაც მესის მოეგო, თუმცა ეს შედეგი სამართლიანია. სხვათაშორის, ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის კრიშტიანუც არის. მას ამ წარმატებას ვულოცავ“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზლატანი: „თუ მესის ტრანსფერზე დააყენებენ…“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეჭვის თვალით უყურებს, რომ „ბარსელონამ“ ლიონელ მესი ტრანსფერზე დააყენოს, თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, შვედი ფეხბურთელი ამბობს, რომ არგენტინელის ხელში ჩასაგდებად პარიზულიკლუბი აუცილებლად იბრძოლებს.

ესპანურ და ფრანგულ პრესაში იწერება, რომ მესის კატალონიურ კლუბთან გაუმჯობესებული კონტრაქტი სურს, სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, „კამპ ნოუდან“ აბარგებით იმუქრება. სხვადასხვა წყაროები არგენტინელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ „პარი სენ-ჟერმენს“.

აღნიშნულ სატრანსფერო სპეკულაციებს ზლატანიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ერთი სეზონი „ბარსელონაში“ გაატარა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაც ჰქონდა მესისთან.

„თუ მესის ტრანსფერზე დააყენებენ, „პსჟ“ აუცილებლად ეცდება მის გადმობირებას. არ ვიცი, თავად რა მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ის ბედნიერია „ბარსელონაში“. მედია ქმნის ასეთ დაძაბულ ატმოსფეროს. რეალური პასუხის გაცემა მხოლოდ მესის შეუძლია“, – ციტირებს იბრას სიტყვებს „პარიზიენი“.

2 იანვარს, ყატარში, „პარი სენ-ჟერმენსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ზლატანმა ამ მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„მიხარია, რომ ეს შეხვედრა გაიმართება. შესანიშნავი მატჩი გამოვა, რომელშიც ერთმანეთს ორი დიდებული კლუბი დაუპირისპირდება. ყატარში მაცხოვრებელ ხალხს მშვენიერი შესაძლებლობა მიეცემა.

ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩივით იქნება, მაგრამ სინამდვილეში კი  – ამხანაგური. იმედი მაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.

ბექა დოგრაშვილი

მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აგუეროს შეძენის თხოვნით მიმართა

„ბარსეოონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის სერხიო აგუეროს შეძენა სთხოვა, რის შესახებაც ცნობას ესპანური პრესა ავრცელებს.

ზაფხულს „ბლაუგრანსის“ მენეჯერები აგუეროს შეძენის ვარიანტს განიხილავდნენ და მის აგენტსაც კი დაუკავშირდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ნეიმარის დამატება უფრო ისურვეს. ასეა თუ ისე, მესის თხოვნის შემდეგ, გამორიცხული არ არის, „ბარსელონამ“ აგუეროსთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს.

სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელთან ერთ-ერთი დაახლოებული პირის თქმით, სერხიო „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ალექსის სანჩესის შეძენაზე ფიქრობს

მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს აგრძელებს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი მთავარი სამიზნე კატალონიის „ბარსენალონას“ შემტევი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ნერაძური“ ჩილელი ფეხბურთელი შეძენას ჯერ კიდევ მისი „უდინეზეში“ ყოფნის პერიოდში ცდილობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამხრეთ ამერიკელი მაშინ „ბარსაში“ გადაბარგდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მასკერანო „ნაპოლიში“ გადასვლას არ აპირებს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, იგი უახლოეს მომავალში „ნაპოლიში“ გადავა, სადაც მისი ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი მუშაობს.
„ბენიტესთან კავშირი ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ გადასვლამდე, „ინტერთან“ კონტრაქტის გაფორმასთან ახლოს ვიყავი. მაშინ, მილანურ კლუბში სწორედ ბენიტესი მუშაობდა. გადავიდოდი თუ არა ნეაპოლში? კატალონიაში ყველაფერი მაწყობს და ბენიტესმა ამის შესახებ კარგად იცის“, – განაცხადა არგენტინელმა მოთამაშემ.
ალექსანდრე მატევოსოვი

ბუსკეტსი: „რეალი“ ყოველთვის თავს იმართლებს“

მადრიდის „რეალთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმაც გააკეთა.

„მადრიდელები მსაჯებზე საუბრობენ? ისინი თავის გამართლებას ყოველთვის ცდილობენ. ამ მატჩის შედეგად, ისინი მსგავს თემებზე არ უნდა საუბრობდნენ. მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებებით თავის მართლება ყოველთვის ადვილია. მიმდინარე სეზონში ამის გაკეთება საჭირო ნამდვილად არ არის“, – თვლის ბუსკეტსი.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნი“ მესის გადაბირებას შეეცდება

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ყიდვას ცდილობდა.

„კომპანია „ადიდასს“ სურდა, რომ მესის რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ეთამაშა, რისთვისაც 125 მილიონი ევროს გამოყოფისთვისაც იყო მზად. ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც ლიონელის კონტრაქტში არის მითითებული. თანხის მეორე ნაწილის გადასახდელად კი ერთდროულად სამი კლუბი იყო მზად. ამ კლუბებს შორის ერთ-ერთი, როგორც ჩანს, „ბაიერნი“ იყო, რომელიც მესის შეძენას შემდეგ ზაფხულსაც შეეცდება“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი