ფიფას განახლებული რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველო?

დღეს, 15 სექტემბერს ფიფამ კაცთა საფეხბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ფიფას მონაცემებით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 19 ადგილით უკან დაიწია და ახლა 137-ე პოზიციას იკავებ.

რაც შეეხება ქვეყნების პირველ ათეულს, ეს სია ასე გამოიყურება:

FIFA 17-ის რეიტინი: მესი ჩამოაქვეითეს, რონალდუ საუკეთესოა

უკვე გამოქვეყნდა FIFA 17-ის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ლეო მესი კი პირველიდან მეორე ადგილზე გადავიდა.

FIFA 16-ში მესი 94 ქულით იყო შეფასებული, მაგრამ წელს მისმა რეიტინგმა მოიკლო (93), მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების უმეტესობას რეიტინგი საგრძნობლად მოემატა.

შეგახსენებთ, რომ FIFA 17-ის გარეკანზე ლეო მესის ნაცვლად მარკო როისი იქნება გამოსახული, რაც გამოწვეულია მესის ნაბიჯით, რომელმაც Pro Evolution Soccer-თან გააფორმა ხელშეკრულება. შესაძლოა, სწორედ ეს არის მესის რეიტინგის კლების მიზეზი.

რონალდუ კი, FIFA 17-ის საუკეთესო, უძლიერესი მოთამაშეა 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგების შემდეგ. FIFA 17-ში პორტუგალიელი 94 ქულით არის შეფასებული.

რიგით მესამე უძლიერესი ფეხბურთელის სტატუსს ამ თამაშში ბრაზილიელი ნეიმარი ატარებს, რომელიც 92 ქულით იქნა შეფასებული.

ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 123-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთთან ანგარიშით 1:1 ითამაშა.

რეიტინგის ზედა ათეულში ცვლილებები მრავლადაა, თუმცა უპირველესად აღსანიშნავია, რომ სიას სათავეში არგენტინა ჩაუდგა, რომელმაც ბელგია ჩამოაქვეითა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-11 ადგილზეა, უელსი 24-ე, ირლანდია 31-ე, სერბეთი 55-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა — 1532
2. ბელგია — 1352
3. ჩილე — 1348
4. კოლუმბია — 1337
5. გერმანია — 1309
6. ესპანეთი — 1277
7. ბრაზილია — 1251
8. პორტუგალია — 1184
9. ურუგვაი — 1158
10. ინგლისი — 1069
11. ავსტრია — 1067
12. ეკვადორი — 1019
13. თურქეთი — 983
14. შვეიცარია — 974
15. იტალია — 959
16. მექსიკა — 934
17. ჰოლანდია — 931
18. უნგრეთი — 925
19. რუმინეთი — 922
20. ბოსნია/ჰერცეგოვინა — 913

119. ტაილანდი — 297
120. ნიგერი — 296
121. ანგოლა — 291
122. ბურუნდი — 290
123. საქართველო — 289
123. ეთიოპია — 289
125. კუბა — 285

 

ჯანი ინფანტინო: “ფეხბურთის ბნელი დრო დამთავრდა”

ფიფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს. შვეიცარიელმა პოსტზე არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ახლა მიჭირს სიტყვებით იმის გამოხატვა, თუ რას ვგრძნობ. ჩვენ ფიფას იმიჯს განვაახლებთ. მთელი მსოფლიო იამაყებს ჩვენით. მადლობას ვუხდი ყველა ფედერაციასა და დანარჩენ კანდიდატებს.

მინდა, ფეხბურთის ახალი ერა დავიწყო, სადაც მთავარი იქნება უშუალოდ თამაში. ფეხბურთმა ბნელი დრო გამოიარა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია.

ყველას გიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს DW Sports-ი.

 

ჟერომ ვალკეს საფეხბურთო საქმიანობა 12 წლის ვადით აეკრძალა

ფიფას ეთიკის კომიტეტის დამოუკიდებელმა საარბიტრაჟო პალატამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ყოფილ გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს საფეხბურთო საქმიანობა 12 წლის ვადით აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ჩინოსანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი, თუმცა თავად ვალკე დანაშაულს არ აღიარებს.

ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სათავეში ედგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მარკეტინგისა და სატელევიზიო დეპარტამენტს.

 

ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა

ფიფამ ჟერომ ვალკე გენერალური მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა. ფრანგი ჩინოსანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი, თუმცა თავად ვალკე დანაშაულს არ აღიარებს.

სექტემბრის თვეში ჟერომ ვალკეს ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობა 90 დღის ვადით აეკრძალა. იანვარში ეს დისკვალიფიკაცია კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა, რის შემდეგაც ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ფრანგის წინააღმდეგ საქმე გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ვალკე ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი სათავეში ედგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მარკეტინგისა და სატელევიზიო დეპარტამენტს. ახლა ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას მარკუს კატნერი შეასრულებს.

 

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

“ოქროს ბურთის” ცერემონიის წამყვანთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ფიფას “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გაუძღვებიან. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი ჩრდილოირლანდიელი მსახიობი ჯეიმს ნესბიტი იქნება, რომელმაც ტრილოგია “ჰობიტში” გნომ ბოფურის როლი შეასრულა.

Bofur

 

მას მეწყვილეობას ინგლისელი ჟურნალისტი კეიტ აბდო გაუწევს, რომელიც “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას შარშანაც უძღვებოდა.

Kate Abdo

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილნი არიან “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი, აგრეთვე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ერთი პიროვნებისთვის ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა შეიზღუდა

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტობის ვადის შემცირების შესახებ.

ამიერიდან ერთი პიროვნებისთვის ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 12 წელი იქნება. პრეზიდენტობის ერთი ვადა არის 4 წელი. შესაბამისად, ერთი პიროვნების პრეზიდენტად არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამჯერ.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე 1998 წლიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.

 

ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს თავისივე პრესკონფერენციაზე ჩასთვლიმა

დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ისა ჰაიატუს ჩასთვლიმა, რაც ვიდეოკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

The moment when the stand-in FIFA president Issa Hayatou falls asleep in his own press conference… The organisation is an absolute shambles!

Posted by 101 Great Goals.com on 2015 წლის 3 დეკემბერი, ხუთშაბათი

რომელ საათზე დაიწყება 2018 წლის მუნდიალის მატჩები

ფიფამ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დაწყების დროები დაადგინა.

ტურნირის გახსნისა და ფინალური მატჩები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

16 ივნისს დაგეგმილი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13:00, 16:00 19:00 და 22:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური რაუნდის დანარჩენი მატჩები კი 15:00, 18:00 და 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

გამონაკლის წარმოადგენს დასკვნითი ტურის შეხვედრები. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ტურის, მერვედფინალური და მეოთხედფინალური რაუნდის მატჩები 17:00 და 20:00 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალური შეხვედრები 21:00 საათზე აიღებს სტარტს, ბრძოლა მესამე ადგილისთვის კი 17:00 საათზე.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი და ბოლო შეხვედრები მოსკოვში მდებარე “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდება. ტურნირი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპულ გუნდთა რაოდენობა შესაძლოა 14-მდე გაზარდონ

ფიფას პრესსამსახურის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაძლო მატებასთან (40 გუნდამდე) დაკავშირებით შესაძლოა, მუნდიალზე უეფას წარმომადგენელთა რიცხვი 14 ნაკრებამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 ევროპული გუნდი მონაწილეობდა. 2018 წელს გასამართ მუნდიალზე ევროპიდან 14 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მასპინძელ რუსეთის ეროვნულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ტურნირზე თამაშის უფლება.

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი უკვე განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული.