ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის ნებისმიერ დავალების შესასრულებლად მზად ვარ“

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თავისი თამაშის შესახებ ისაუბრა.

„მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, თუ გოლების გატანა ან თანაგუნდელებისთვის მომენტის შექმნა გამომდის.

მართალია, რომ მეტოქის კართან კარგი ვარ, თუმცა ანჩელოტის ყველა იდეისთვის მზად ვარ.

„გრანადას“ კარში გატანილი გოლი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ურუგვაის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე არანაკლებად კარგი ბურთი გავიტანე. ეს გოლები ჩემი გოლების ტოპ სამეულში შედიან“, – განაცხადა როდრიგესმა.

პრიმერა დივიზიონის ათ მატჩში 23 წლის კოლუმბიელმა 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

რეალი ანჩელოტის გაუხანგრძლივებს

ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავრ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

“რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მადრიდულ გრანდში უკვე ახალი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით ანჩელოტის კონტრაქტს 2017 ან 2018 წლამდე გაუხანგრძივებენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულების 2016 წლამდეა გათვლილი. თავად ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას სწორედ “სამეფო კლუბში” სურს.

ანჩელოტი: “ისკო ძალიან კარგ ფორმაშია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასზე “კორნელიასთან” მოგებული (1:4) შეხვედრა შეაფასა.

“მეტოქე შეხვედრას სერიოზულად მოეკიდა და საკმაოდ კარგადაც ითამაშა. ასეთი ოპონენტით კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ “კორნელიამ” თავისი გოლი დაიმსახურა. ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილები არიან.

“რეალის” შემადგენლობაში ისკოს გამოვარჩევდი, რომელიც ბოლო დროს გუნდზე საკმაოდ კარგად მუსაობს. ახლა ის მშვენიერ ფორმაშია. იმედი მაქვს პროგრესი გაგრძელდება.

საერთო ჯამში, გუნდმა კარგად იასპარეზა. ასევე გამოვარჩევდი ბენზემას, ილიარამენდის და ხედირას თამაშს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი ბლატერს აკრიტიკებს: „მისი სიტყვები შეუსაბამოა“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფიფა-ს პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის სიტყვებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბლატერმა 2014 წლის „ოქროს ბურთის“ ყველაზე დამსახურებულ კანდიდატად მეკარე მანუელ ნოიერი მოიხსენია.

„ბლატერის კომენტარები ძალიან მაკვირვებენ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიფა-ს პრეზიდენტის პირი უბრალოდ არ იხურება. „ოქროს ბურთის“ თემაზე რეგულარულად საუბრობენ. თუ შარშან კრიშტიანუ რონალდუს კონკურენტები მესის დონის მოთამაშეები იყვნენ, ამჯერად, ყველაფერი უფრო ნათელია.

ეს წელი კრიშტიანუსი იყო: იგი ბევრ გოლს იტანდა და ტიტულებიც მოიგო. „ოქროს ბურთი“ მას უნდა გადაეცეს. ბლატერის სიტყვებში აზრს ვერ ვხედავ.

იმოქმედებს თუ არა ჩემი ეს კომენტარი წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციის შედეგებზე? რა თქმა უნდა, ამ პრიზის მიღებაზე უარს არ ვიტყოდი, თუმცა მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ტიტული – ჩემპიონთა ლიგა მოვიპოვე. თუ კიდევ ერთ პრიზს მივიღებ, ოთახის გაფართოვება მომიწევს“, – განაცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.

 

ანჩელოტი: “რონალდუ კარიერას “რეალში” დაასრულებს”

“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდული ინჩადა დაარწმუნა იმაში, რომ კლუბის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას არ აპირებს.

“ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება, თუმცა დღესდღეობით რონალდუ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოთამაშეა და მისი წასვლით ნომერ პირველ ფეხბურთელს დავკარგავთ, რაც სეროზული დანაკლისი იქნება.

თუმცა, ეს არ მოხდება, რადგან რონალდუ კარიერის ბოლომდე “რეალში” დარჩენას აპირებს. ასი პროცენტით დარწმუენებული ვარ, რომ რონალდუ მომდევნო სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა.

აქ მისით ყველა კმაყოფილია, აქ ის ყველას უყვარს. მას კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და არა მგონია, ამ მხრივ რაიმე შეიცვალოს. რონალდუ კარიერას აქ დაასრულებს”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “სანი”.

 

ანჩელოტი ჯერარდს “მილანში” უხმობდა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე მერსისაიდული გუნდის ლიდერ სტივენ ჯერარდთან დაკავშირებული ერთი ისტორია გაიხსენა. თურმე, იტალიელი სპეციალისტი “მილანის” თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში ჯერარდის გადაბირებას ცდილობდა.

Gerrard

“ჯერარდი ლიდერია. ის დიდებულ ფეხბურთელია, “ლივერპულის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჯერარდი მერსისაიდელი პაოლო მალდინია.

ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვის ყოლასაც ვისურვებდი ჩემს გუნდში. “მილანში” მუშაობის პერიოდში მის მოწვევაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან ჯერარდი “ლივერპულთან” მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაშინ ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა მისი დარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

არ მახსოვს, ეს რომელ წელს იყო, თუმცა მის გადმობირებას ნამდვილად ვცდლობდით. მინდოდა, რომ მოედნის ცენტრში სტივენ ჯერარდი და ანდრეა პირლო შემეწყვილებინა. ეს ფანტასტიური დუეტი იქნებოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ცნობისათვის, “ლივერპულსა” და “რეალს” შორის მატჩი 22 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ანჩელოტი: “ბარსელონას კარგ ფორმაში ვხვდებით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, “ლევანტესთან” მოპოვებული გამარჯვება შეაფასა და “ბარსელონასთან” მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს. ფიზიკურად მოთამაშეები კარგად არიან მომზადებულები. “ლევანტესთან” თავი ყველამ ღირსეულად წარმოაჩინა.

ვფიქრობ, “ბარსელონასთან” გაასამართ შეხვედრას კარგ ფორმაში ვხვდებით, თუმცა აღსადგენად დიდი დრო არ გვექნება. ოთხშაბათს ლივერპლუში გველის მძიმე შეხვედრა” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი ხედირას „მილანში“ გადასვლას ურჩევს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ნახევარმცველ სამი ხედირას მის ყოფილ კლუბში გადასვლას ურჩევს, რის შესახებაც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი წერს.

„როსონერის“ ხელმძღვანელობა გერმანიის ნაკრების მოთამაშის შეძენას 2015 წლის ზაფხულს თავისუფლი აგენტის სტატუშით შეეცდება, თუმცა ინგლისურ კლუბებთან შედარებით, იტალიურ გრანდს სამისთვის ხელფასის სახით ხუთი მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია.

55 წლის იტალიელმა სპეციალისტის აზრით, „მილანი“ სწორედ ის კლუბია, რომელიც ხედირას გამოადგება.

ანჩელოტი: “პერესი მწვრთნელის საქმიანობაში არ ერევა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განაცახადა, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს მას სრული დამოუკიდებლობა აქვს. იტალიელმა აღნიშნა, რომ გუნდის შემადგენლობის ფორმირებაში ფლორენტინო პერესი არ ერევა.

“კასილიასი მოედანზე მხოლოდ სახელის გამო არ გადის. მისი თამაში მომწონს. ბევრი გოლი გავუშვით, თუმცა ეს იკერის ბრალი არ ყოფილა. მე მას ვენდეობი და თამაშის საშუალებას მომავალშიც მივცემ. მგონია, რომ ამ თემაზე კამათიც არ ღირს.

ჩემთვის არავის არ უბრძანებია, რომ კასილიასზე უარი მეთქვა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. სადაც მიმუშავია, ყველგან დამოუკიდებელი ვიყავი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბის პრეზიდენტი ჩემს საქმიანობაში ჩაერევა, დიდი ალბათობით, გუნდს დავტოვებ” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტიმ სკუდეტოს მთავარი ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის სერია A-ს VI ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გაიმართება. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტიც დაასახელა.

“რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდება მატჩი, თუმცა ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა და საზღვრებს გარეთ იტალური ფეხბურთის იმიჯს გამოასწორებს. რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს? თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩემპიონი “რომა” გახდება”, – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელსაც როგორც “იუვენტუსში”, ასევე “რომაშ” უმუშავია.

მატჩი “იუვენტუსსა” და “რომას” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

ანჩელოტიმ შესაძლოა ნავასი ათამაშოს

როგორც გახსოვთ, გასულ სეზონში, ”რეალის” კარს, ესპანეთის ჩემპიონატში დიეგო ლოპესი იცავდა, ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე კი კარის დარაჯად იკერ კასილასი გვევლინებოდა. იგივე სცენარის განმეორება, მიმდინარე სეზონშიც შესაძლებელია, ოღონდ რამდენიმე მატჩში. ამჯერად როლები გაცვლილია: სულ ცოტა ხნის წინ, ”პაპა კარლომ” იკერს სრული ნდობა გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კასილასი, კვლავ ”სამეფო კლუბის” ნომერ პირველი გოლკიპერი გახდა, კეილორ ნავასს კი დრო და დრო სათამაშო დროს მისცემს, რათა ფორმა არ დაკარგოს.

თუ ესპანურ СМИ -ის დავუჯერებთ, ”ლუდოგორეცთან”, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში, ”რეალის” კარს კეილორ ნავასი დაიცავს. კეილორიმა ერთხელ უკვე ითამაშა ”თეთრების” შემადგენლობაში. იგი მოედანზე მე-5 ტურში, ”ელჩეს” წინააღმდეგ მოგვევლინა და ერთი გოლი, საპენალო დარტყმიდან გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ”ლუგორეცისა და ”რეალის” დაპირისპირება, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.