ფრანჩესკო ტოტიმ საუკეთესო “რომაელი” თანაგუნდელი დაასახელა

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ანტონიო კასანო საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელა, რომელთან ერთადაც ოდესმე “რომას” მაისურით უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ასაკში მყოფმა ფრანჩესკომ თავისი სიცოცხლის 24 წელი სწორედ რომაულ გრანდს მიუძღვნა – ამასობაში მან რეკორდული რაოდენობის მატჩებში მიიღო მონაწილეობა (764) და ასეთივე რაოდენობის გოლი გაიტანა (306).

რაც შეეხება კასანოს, მსოფლიო ჩემპიონი კასანოსთან ერთად 2001-2006 წლებში თამაშობდა. 2003-04 წლების სეზონში კი ამ ორმა ფეხბურთელმა 34 გოლი შექმნა.

როდესაც საუკეთესო თანაგუნდელზე დაუსვეს კითხვა, ტოტიმ განაცხადა: “ტექნიკურად კასანო, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით, მოედანზე ერთმანეთის მოძებნა ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო.

მასთან მოედნის გარეთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, არამედ ევროპის, რადგანაც მისი ნიჭი მართლაც რომ ფენომენალური იყო.

შემდეგ კი მოდიან: გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენსო მონტელა, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთი შეცვალეს.” – განაცხადა ტოტიმ.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი, რომელიც ზამთარში განხორციელდა

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა ფეხბურთში, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.

10. ჟულიენ ფობერი – “ვესტ ჰემიდან” “რეალში” (2009 წელი)
იჯარით

les-flops-des-mercato-dhiver_2-diaporama

9. დანიელ ფონსეკა – “იუვენტუსიდან” “რივერ პლეიტში” (2000 წელი)
უფასოდ

Daniel_Fonseca_1

8. ანდრეი არშავინი – “ზენიტიდან” “არსენალში” (2009 წელი)
15 მილიონი ფუნტ სტერლინგი

ars

7. ანტონიო კასანო – “რომადან” “რეალში” (2006 წელი)
30 მილიონი ევრო

cassano_real_madrid_wallpaper

6. კოსტს მიტროღლუ – “ოლიმპიაკოსიდან” “ფულჰემში” (2014 წელი)
11 მილიონი ევრო

118FULHAM0204c

5. ბრენო – “სან პაულუდან” “ბაიერნში” (2008 წელი)
12 მილიონი ევრო

Bayern-Munich-Breno_2661379

4. კრისტოფერ სამბა – “ანჟიდან” “ქუინს პარკ რეინჯერსში” (2013)
12.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი

Queens Park Rangers' Christopher Samba in action

3. კლას-იან ჰუნტელაარი – “აიაქსიდან” “რეალში” (2009 წელი)
20 მილიონი ევრო

o_real_madrid_klaas_jan_huntelaar-82332

2. ენდი კეროლი – “ნიუკასლიდან” “ლივერპულში” (2011 წელი)
35 მილიონი ფუნტ სტერლინგი

_61946247_143906084

1. ფერნანდო ტორესი – “ლივერპულიდან” “ჩელსიში” (2011 წელი)
50 მილიონი ფუნტ სტერლინგი

torres-378041

TOP 10: მადრიდის “რეალის” შენაძენები, რომლებმაც ვერ გაამართლეს

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომლებმაც მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ ისე ვერ ითამაშეს, როგორც მათგან ელოდნენ.

ვალტერ სამუელი

08samuel

რაფაელ ვან დერ ვაარტი

Rafael+Van+Der+Vaart+Real+Madrid+v+Real+Zaragoza+cjl2qhx5aPBx

როისტონ დრენტე

63428_heroa

პედრო ლეონი

Pedro+Leon+Real+Madrid+v+Sevilla+La+Liga+njxRww_5gGQx

ალვარო ნეგრედო

negredo

ჟიულენ ფობერი

REAL_MADRID_FAUBERT_110209

ანტონიო კასანო

Real Madrid v Atletico Madrid

ტომას გრავესენი

1116540001_740215_0000000001_noticia_grande

ჯონათან ვუდგეიტი

article-2384161-030F60990000044D-220_634x484

მაიკლ ოუენი

owen_1672569a

პარმა პალეტას და კასანოს შენარჩუნებას იმედოვნებს

“პარმას” მწვრთნელი ტომაზო გირარდი იმედოვნებს, რომ მცველი გაბრიელ პალეტა და თავდამსხმელი ანტონიო კასანო სხვა გუნდში არ გადავლენ.

“კასანო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს. ამაყები ვართ, რომ ანტონიო სწორედ “პარმას” ღირსებას იცავს”.

“პალეტას საკმაოდ ბევრი წინადადება აქვს, თუმცა ჩვენი დაინტერეება ვერცერთმა ვერ შესძლო. ახალი თუ არაფერი გამოცნდა, ის ჩვენთან დარჩება” – განაცხადა გირარდიმ.

კასანო: “იუვენტუსს” უარი სამჯერ ვუთხარი”

იტალიური “პარმას” თავდამსხმელი ანტონიო კასანო აცხადებს, რომ მან ტურინის “იუვენტუსი” უარით სამჯერ გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი “პარმაში” კარგად ასპარეზობს. როგორც ირკვევა, კასანოს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.

“დიდი ევროპული კლუბები? არა, მე მხოლოდ იტალიურ გუნდებში თამაში მსურს, უცხოეთში წასვლის სურვილი კი არ გამაჩნია. “იუვენტუსი” ჩემთვის შესაფერისი კლუბი არ არის, ტურინელებს უარი სამჯერ ვუთხარი. რაც შეეხება “ნაპოლის” ვფიქრობ, იქ გადასვლა იდეალური იქნებოდა”, – ამბობს კასანო.

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

“იუვენტუსი” და “პარმა” მოთამაშეებს გაცვლიან?

იტალიური პრესის ცნობით მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის დროს ანტონიო კასანო “იუვესნტუსის” ფეხბურთელი გახდება, ხოლო ტურინიდან პარმაში ჯოვინკო გაემგზავრება. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ რვა შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. კასანომ კი, 16 შეხვედრაში 6-ჯერ შესძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.

აღსანიშნვაია, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით ჯოვინკოს ფასი 18 მილიონი ევროა, ხოლო 31 წლის კასანოს ფასი 6 მილიონია.

სერიას A-ს პრევიუ

სერიას A-ს ლიდერი წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება “ბოლონიასთან”, ანტონიო კასანო კი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.

“ბოლონია” – “იუვენტუსი”

“იუვენტუსი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც გათამაშების ყველა ტურში შესძლო გოლის გატანა. ტურინელები დამსახურებულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. გასულ ტურში “უდინეზესთან” მოგებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საფეხბურთო საზოგადოება, რომ “ბებერი სენიორა” ბრძოლისუნარიანობით და მტკიცე ხასიათით გამოირჩევა.

“იუვენტუსის” გულშემატკივართა გასახარად გოლების რეგულარულად გატანა დაიწყო ფერნანო ლიორენტემ. კონტეს სწორედ ასეთი ფორვარდი სჭირდებოა სრულყოფილი გუნდის შესაქმნელად.

“ბოლონია” ნამდვილად არ არის ის ძალა, რომელსაც “იუვეს” შეჩერება შეუძლია. ტურინელები 6 მატჩია მშრალად ინახავენ საკუთარ კარს, ბოლონიელებს კი, აშკარად აქვთ პრობელმები შეტევის ხაზში რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ ისედაც მიზერულ შანსებს.

“რომა” – “ფიორენტინა”

“რომას” “ფრეების ვირუსი” შეეყარა. ზედიზედ ათი გამარჯვების შემდეგ “მგლებმა” 4 ფრე ითამაშეს. უკასნასკნელი შეხვედრა რუდი გარსიას შეგირდებმა ლამის წაგებით დასრულდა. თუმცა, რომაელები კევინ სტროოტმანმა გაადაარჩინა. ფეხბურთის სპეციალისტები “რომას” პრობლემების მთავარ მიზეზად ფრანჩესკო ტოტის ტრავმას ასახელებენ.

იტალიაში საკმაოდ პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ სწორედ “ფიორენტინაა” ის გუნდი, რომელთანაც “რომა” მიდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდება.ცალკე აღნიშვნის ღირსია ვინჩენცო მონტელას ფაქტორიც. ახალგაზრდა სპეციალისტისთვის პრინციპის საქმეა თავისი ყოფილი გუნდის დამარცხება. თუმცა სტატისტიკა აღნიშნულ წყვილში რომაელთა მხარეს არის. ამ გუნდების უკანასკნელ 14 რომაულ შეხვედრაში “ფიორენტინამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა “რომას” დამარცხება და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.


“ინტერი” – “პარმა”

ნეაპოლში სენსაციური გამარჯვების შემდეგ, “პარმამ” საკუტარ მოედანზე “ბოლონიას” ვერ მოუგო. მაგრამ ღირსშესანიშნავი ფაქტი ამ შეხვედრაში მაინც მოხდა. ანტონიო კასანომ თავისი მეასე გოლი გაიტანა სერია A-ში. ფორვარდმა აშკარად მოუმატა და თითქმის დაეწია თავის შარშანდელ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ კასანომ გასულ სეზონში 7 გოლის გატანა მოახერხე, წელს კი უკვე ექვსჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი.

“ინტერი” კი “რომას” მსგავსად ფრეების თამაში გაერთო. ვალტერ მაცარის თქმის, ეს სათანადო კონცენტრაციის არქონის ბრალია უნდა იყოს. ჯერ-ჯერ-ჯერობით, აღნიშნული პრობლემა მილანურ კლუბში, მოუგვარებელი რჩება.

06/12/13

ბოლონია – იუვენტუსი

07/12/13

ლივორნო – მილანი

ნაპოლი – უდინეზე

08/12/13

რომა – ფიორენტინა

კალიარი – ჯენოა

ვერონა – ატალანტა

სამპდორია – კატანია

სასულო – კიევო

ტორინო – ლაციო

ინტერი – პარმა