რონალდუ: “ახლა დასვენება არ მჭირდება”

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე დასვენების აუცილებლობას ვერ ხედავს.

“სეზონი ახალი დაწყებულია და თამაში მსურს, რათა საჭირო რითმზე გავიდე. ამჟმად ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ. მოსამზადებელი ეტაპი გამიცდა და ამიტომ გაორმაგებულად უნდა ვივარჯიშო.

თავს კარგად ვგრძნობ და არაფერი არ მაწუხებს. რა თქმა უნდა როტაციის და დასვენების დროც მოვა, როცა ამის აუცილებლოდა დადგება” – განაცხადა რონალდუმ.

კარლო ანჩელოტი: “რეალი რონალდუს გარეშე ვერ წარმომიდგენია”

ინგილისური პრესა უკვე საკმაო ხანია რონალდუს “მანჩსტერ იუნაიტედში” დაბრუნებაზე საუბროს. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ გამოცემებში ტრანსფერის სავარაუდო ფასზეც კი დაიწერა.

პარასკევს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხს “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა და რონალდუზე საკმაოდ ემოციურად ისაუბრა.

“რეალი რონალდუს გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. პრესაში რაც იწერება უაზრობაა. ის მადრიდში ყოფნით ბედნიერია და რაც მთავარია რონალდუს გულშემატკივრები ძალიან აფასებენ.

ამჟამად რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშია. მისი შეჩერება ძალიან რთულია და გუნდისთვის მოედანზე მისი ყოფნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რონალდუ ნამდვილი ლიდერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიშტიანუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ყოველთვის მზადყოფნაში იყოს. რონალდუ ის ფეხბურთელია, რომელსაც ტიტულები მოაქვს.”

რონალდუს სატრანფერო ფასი ცნობილია

იმ შემთხვევაში თუ “მანჩსტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას გადაწყვეტს, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას “რეალისთვის” 180 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” ტრანსფერზე მხოლოდ აღნიშნულ ფასად დათანხმდება. თავად ფეხბურთელი კი ხელფასის სახით “იუნაიტედში” კვირაში 500 000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რონალდუმ განაცხადა, რომ ამ ეტპაზე “მანჩესტერში” დაბრუნებას არ აპირებს და საკუთარ მომავალს “რეალს” უკავშირებს.

 

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

რონალდუ პირველი სპორტსმენია, რომელსაც „ტვიტერზე“ 30 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს სიახლეებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი კითხულობს. სპორტსმენებს შორის აღნიშნული მაჩვენებელი ამ დროისთივს რეკორდულია.

ჯამში კი, სოციალური ქსელის ყველა პოპალარულ მომხმარებლებს შორის რონი მე-13 ადგილს იკავებს. მათ შორის, ვინც პორტუგალიელზე უფრო პოპულარულია, ბარაკ ობამა, კეტი პერი და ჯასტინ ბიბერიც არიან.

სპორტსმენებს შორის მკითხველთა რაოდენობა შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“) – 30 მილიონი

2. კაკა („სან-პაულუ“) – 20,9

3. ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდ კავალიერსი“) – 14,9

4. ნეიმარი („ბარსელონა“) – 14,5

5. რონალდინიო („კერეტარო“) – 10,8

6. უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 9,97

7. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“) – 9,61

8. ხერარდ პიკე („ბარსელონა“) – 9,47

9. ხაბი ალონსო („ბაიერნი“) – 8,19

10. კევინ დურანტი („ოკლაჰომა-სიტი“) – 8,17

კარლო ანჩელოტი: “რონალდუ უნიკალურია”

მადრდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩლოტიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. “ელჩესთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში პორტუგალიელმა 4 გოლის გატანა შესძლო.

“მას კარიესკენ ზურგით თამაშ არ უყვარს. ის ყოველთვის მოძრაობაში და თავისუფალი ზონების ძიებაშია. რონალდუს საკმაოდ სწრაფი მოძრაობები ახასიათებს, რაც მცველებისთვის დიდი მოულოდნელობაა. ის ყოველთვის იდეალურ პოზიციაშია, იმიტომ რომ მას მოედნის ხედვის და დარტყმის უნიკალური ნიჭი აქვს.

მცირე პაუზის შემდეგ კრიშტიანუმ დავალება პროფესიონალურად შეასრულა და ახლა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მრავალი გოლის გასატანად მზად არის” – განაცხადა ანჩელოტიმ.

რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნებაზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემს დაბრუნებაზე საუბარი არ არის. ჩემი მომავალი “რეალს” უკავშირდება, აქ ბედნიერი ვარ. სეზონი საკმაოდ ნორმალურად დაიწყო და ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი ახალ საჭირო არ არის. რაც კლუბის გარეთ ხდება ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა” – განაცხადა რონალდუმ.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ “რეალის” შემადგენლობაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

რონალდუმ პუშკაშს გადაასწრო და დი სტეფანოს მიუახლოვდა

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გოლების გატანას აგრძელებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “დეპორტივოსთან” შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 8:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჰეთ-თრიქით რონალდუმ “სამეფო კლუბის” ერთ-ერთი ლეგენდის, ფერენც პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც მადრიდული კარიერის განმავლობაში 23-ჯერ აქვს ერთ შეხვედრაში 3 გოლი გატანილი.
ესპანური გრანდის კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშის ალფრედო დი სტეფანოს ანგარიშზე კი 28 ჰეთ-თრიქია.

ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ რონალდუს დაბრუნებაში დაეხმარება

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, უცხოურ პრესაში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება.

აქედან გამომდინარე, „იუნაიტედის“ მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ გუნდის ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც ამჟამად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია, „წითელ ეშმაკებს“ კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებაში დაეხმარება.

ამავდროულად, როგორც „Daily Express“-ი წერს, მანკუნიალელებს საამისოდ საჭირო რაოდენობის თანხა გააჩნიათ და უახლოეს მომავალში ისინი ამ ტრანსფერის განხორციელებაზეც იფიქრებენ.

მოურინიო: “რონალდუს ერთხელ უკვე ვენდე, თუმცა…”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ახლა “ჩელსის” უდგას სათავეში, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა, რომელშიც “სამეფო კლუბი” “ბაიერნს” ხვდებოდა. აღნიშნული დაპირისპირების ბედი პენატლების სერიაში გადაწყდა. რონალდუ კი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 11-მეტრიანი ვერ გაიტანა და მიუნხენურ კლუბს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

“ნახევარფინალში მარცხი ძალიან მტკივნეულია. მითუმეტეს, როცა შენი საუკეთესო ფეხბურთელი გადამწყვეტ მომენტში ააცილებს. ფეხბურთელს ენდობი, პირველი დარტყმის შესრულების უფლებას აძლევ, თუმცა მას ვერ გააქვს. ასეთი იმედგაცრუების დავიწყება რთულია” – განაცხადა მოურინიომ.

კალდერონმა რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი თვლის, რომ “სამეფო კლუბის” ფორვარდი კრშტიანუ რონალდუ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის გამო იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი ჩაბი ალონსომ და ანხელ დი მარიამ დატოვეს.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რონალდუს პერესის ტრანსფერები ყელში ამოუვიდა. “რეალში” მოსვლის დროს მას ეგონა, რომ მისი პარტნიორი რობენი გახდებოა. მალევე ჰოლანდიელი გაყიდეს. ორი წლის შემდეგ ანალოგიური რამ მოხდა იგუაინის შემთხვევაშიც. გასულ სეზონში “რეალმა” ოზილი გაყიდა, წელს კი ანხელ დი მარია. რონალდუ “მანჩესტერს” ყოველთვის თბილად იხსენებდა” – განაცხადა კალდერონმა.

რა შემთხვევაში გადავა რონალდუ ინგლისში

“რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ინგლისში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მისი ხელფასი კვირაში 500 ათასი გირვანა იქნება, რაც პრემიერლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. წყარო ასევე იუწყება, რომ ამჟამად პორტუგალიელის ხელფასი დაახლოებით 350 ათასი გირვანქაა.

გავრცელებული ინფორმაციით როონალდუს გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედს”, “სიტის” და “ჩელსის” სურდათ. თუმცა, ჟოზე მოურინიომ კრიშტიანუს ტრანსფერი გამორიცხა.