ესპანეთის თასის გათამაშებაზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის მიმდინარე მატჩში „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მასპინძელი გუნდის ქომაგებმა თავში სანთებელა გაარტყეს.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.
ესპანეთის თასის გათამაშებაზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის მიმდინარე მატჩში „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მასპინძელი გუნდის ქომაგებმა თავში სანთებელა გაარტყეს.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.
მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი 29-ე იუბილე გუშინ აღნიშნა. მართალია, პორტუგალიელ ფეხბურთელს დაბადების დღე 5 თებერვალს აქვს, თუმცა ამ თარიღს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართული ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩი დაემთხვა და რონალდუსაც დღესასწაულის 9 რიცხვში გადადება მოუწია.
„ზღაპრული დაბადების დღე მქონდა, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნე. ძალიან კარგი დრო გავატარე. მადლობა ყველას“, – რონალდუმ სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო საზოგადოებას.
ბექა დოგრაშვილი
მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.
„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.
ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ბექა დოგრაშვილი
ესპანეთის სამსაჯო კომიტეტმა არბიტრ აისა გამესს, რომელიც ესპანეთის 22-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართულ მატჩს ემსახურებოდა, ერთი თვით მუშაობა აუკრძალა.
ამ ინფორმაციას ესპანურენოვანი რადიოსადგური Cadena COPE ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გამესი მიმდინარე სეზონში „რეალის“ მატჩებს აღარ მოემსახურება და შესაძლოა, მთელი ის სამსაჯო ბრიგადა დაბალ დივიზიონშიც დააქვეითონ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას გამესმა „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, თუმცა მსაჯმა მატჩის პროტოკოლში აღნიშნა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი ნახევარმცველ ანდერ იტურასპესთან მომხდარი კონფლიქტის გამო უჩვენა.
ამის გამო, შესაძლოა, რონალდუს დისკვალიფიკაცია შეუმცირონ. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბის“ პორტუგალიელ ლიდერს ესპანეთის ჩემპიონატში სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ შეხვედრაში მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
ბექა დოგრაშვილი
დღეს მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღეა. პორტუგალიელ ფეხბურთელს 29 წელი შეუსრულდა.
გთავაზობთ რონალდუს მიერ 2013/2014 წლების სეზონში გატანილი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.
ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს. ეს პორტუგალიელის საკლუბო კარიერაში რიგით მერვე გაძევებაა, როცა მისი უშუალო კონკურენტი ლიონელ მესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. რონალდუს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში.
მას ბილბაომდე წითელი ბარათი ესპანეთის სამეფო თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი უჩვენეს. მაშინ პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბიმ „მოცელა“ უკნიდან, რონალდუმ კი ვერ მოითმინდა და სამაგიერო ოპონენტს ფეხის სახეში გარტყმით გადაუხადა.
დავუბრუნდეთ „ატლეტიკთან“ რონალდუს გაძევებას. როგორც გუშინ გაუწყეთ, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ გზად შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თუმცა არც მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასე მშვიდად შეეგუოს თავისი ლიდერის გასამართლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და სამი არგუმენტიც მოიყვანა:
1. „რეალი“ ამტკიცებს, რომ ბურთი თამაშში იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა აისა გამესმა რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა;
2. რონალდუსა და იტურასპეს შორის კონტაქტს არ შეიძლება, რომ „დარტყმა“ დაერქვას, როგორც ეს მატჩის არბიტრმა აღნიშნა თავის მოხსენებაში;
3. „რეალი“ თვლის, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს შეურაცხმყოფელი ჟესტი დამხმარე არბიტრის მისამართით არ უჩვენებია, მაგრამ მსაჯის მოხსენებაში ეს პირიქით არის აღნიშნული.
საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეომასალას.
ბექა დოგრაშვილი
ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.
გასახდელისკენ მიმავალმა რონალდუმ გზად დამხმარე არბიტრს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.
„მატჩის 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის გაძევებულ იქნა. მოედნის დატოვებამდე რონალდუმ ლოყაზე რამდენჯერმე ხელი გაირტყა, ეს ჟესტი მან დამხმარე მსაჯს უჩვენა“, – ნათქვამია მთავარი არბიტრის მოხსენებაში.
დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ ლიდერი გამოტოვებს „ვილიარეალთან“, „ელჩესთან“ და „ხეტაფესთან“ გასამართ მატჩებს.
ბექა დოგრაშვილი
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით კარგად მეორე ნახევარში ვითამაშეთ. პირველი გოლი სწორედ ჩვენ გავიტანეთ და თამაშსაც ვაკონტროლებდით. „ატლეტიკმა“ კარგი გოლი გაიტანა, თუმცა „რეალის“ თამაშით მაინც კმაყოფილი დავრჩი.
კრიშტიანუ რონალდუს გაძევებაზე საუბარი ცოტა რთულია. თუმცა, ვიდეო გვიჩვენებს, რომ მსაჯს წითელი ბარათი მისთვის არ უნდა ეჩვენებინა.
ცვლილებები? ათი კაცით მოგება რთული იყო. მატჩის ბოლოს დასვენებული მოთამაშეების გამოყვანა გადავწყვიტე“, – განაცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩის 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ცნობისთვის, რონალდუმ დღეს საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ასეთი რამ არ მომხდარა.
დავამატებთ, რომ რონალდუ „ვილიარეალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივონ.
ბექა დოგრაშვილი
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ არ გამორიცხავს, რომ მომავალში ძალები საფრანგეთის ჩემპიონატში მოსინჯოს.
„შესაძლოა, ოდესღაც საფრანგეთში ვიცხოვრო და ვითამაშო. შესაძლოა, ასე არც მოხდეს. პორტუგალიელებს საფრანგეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ერთხანს ამ ქვეყანაში დედაჩემიც მუშაობა. მიყვარს საფრანგეთი, თუმცა ახლა „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ თამაშს 33 წლამდე ვაპირებ. „რეალში“ ბედნიერი ვარ“, – რონალდუს სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-პორტალი Goal.com-ი ციტირებს.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ასეთი რამ თქვა:
„პსჟ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის თასისთვის იბრძოლებს. ძლიერი გუნდია და მისი დამარცხება რთული იქნება. „პსჟ“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია“.
ბექა დოგრაშვილი
მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პოპულარობასა და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ერთხელ ვთქვი, რომ ხალხს ჩემი სილამაზისა და ფულის გამო შურს. ეს შეცდომა იყო. აღნიშნული სიტყვები იმ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოვახერხე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარ თავს იდეალურს ვერ ვუწოდებ, რადგან ადამიანი ვარ. მე ვტირი, ვიცინი, პრობლემებიც მაქვს. როდესაც ვამბობ, რომ შეცდომა დავუშვი, ამით ბოდიშს ვიხდი. ადამიანი წლების განმავლობაში ბევრს თავისი შეცდომებით სწავლობს.
დიახ, გასვლით მატჩებში ვხედავ, რომ გულშემატკივრებს არც ისე ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, ეს არც ისე სასიამოვნოა, ხალხი შურაცხყოფას მაყენებს, ამბობს, იმას, რაც არ მომწონს. მაგრამ ამას შევეჩვიე. ბოლო დროს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ადრე ფანები შეურაცხყოფას ჩემს ნათესავებსაც აყენებდნენ, ახლა კი ისინი მხოლოდ „პასტიკურ ბურთს“ მიწოდებენ.
ამჟამად ყოველდღიურად ჩვეულებრივი ცხოვრება არ შემიძლია. იმედია, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს გარშემო სიტუაცია უფრო წყნარი იქნება. მსურს, რომ სახლიდან მშვიდად გასვლა შემეძლოს.
დღეს კი, როდესაც, მაგალითად, ჩემს მეგობარ გოგოსთან ან შვილთან ერთად მაღაზიას ვსტუმრობ, უამრავი ადამიანი ავტოგრაფს მთხოვს. ამიტომაც, საჯარო ადგილებში იშვიათად ვჩნდები. დავდივარ მშვიდ რესტორნებში, რომლებშიც ინდივდუალური მაგიდებია. ასევე ვრჩები მრავალნომრიან სასტუმროშიც“ – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
უცხოურ პრესაში ყატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხმაურიანი განცხადება გავრცელდა. ფაჰად აბდულა ალ-ზარას თქმით, ყატარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მას უბრძანა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოკითხვაში ხმა კრიშტიანუ რონალდუსთვის მიეცა.
„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ხმა რონალდუსთვის უნდა მიმეცა, რათა ამით იოზეფ ბლატერის იმიჯი არ შელახულიყო. ამით ფიფა-ს ჩვენთვის 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიღებისთვის მადლობა გადავუხადეთ“, – ალ-ზარას ეს სიტყვები ESPN-ზე დაყრდნობით Lancenet-ს მოჰყავს.
ცნობისთვის, ყატარის ყველა წარმომადგენელმა გამოკითხვაში ხმა სწორედ პორტუგალიელ ვარსკვლავს მისცა.
ალექსანდრე მატევოსოვი