ოფიციალურად: „ლივერპულმა“ ემრე ჯანი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი ინგლისურ „ლივერპულში“ გადავიდა.

თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

„ვამაყობ, რომ „ლივერპულის“ ოჯახის წევრი გავხდი. დიდებული კლუბია, ქომაგების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო. მოუთმენლად ველი პირველ შეხვედრასა და პირველ თამაშს „ენფილდის“ მინდორზე“, – ციტირებს ემრე ჯანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ცნობისთვის, 20 წლის ნახევარმცველმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ემრე ჯანი „ლივერპულის“ მესამე შენაძენია. „ენფილდროუდელებმა“ მანამდე „საუთჰემპტონიდან“ რიკი ლამბერტი და ადამ ლალანა დაიმატეს.

 

ბუნდესლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი კისლინგმა გაიტანა

13 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გავიდა. “ბაიერის” თავდამსხმელმა სტეფან კისლინგმა ლევან კობიაშვილის გუნდის კარის დალაშქვრა მე-40 წამზე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გამოდგა.

“ჰოფენჰაიმის” ფეხბურთელმა “ლევერკუზენს” პანენკას სტილში გაუტანა

23 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ლევერკუზენსა” და “ჰოფენჰაიმს” შორის გამართულ მატჩში (2:3), სიად სალიჰოვიჩმა მეტოქეს პანენკას სტილში გაუტანა.

შვაინშტაიგერის ლამაზი საჯარიმო ლევერკუზენის “ბაიერის” კარში

15 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.



მენეზი “ლევერკუზენში”?

“პარი სენ-ჯერმენის” ფეხბურთელი ჟერემი მენეზი ლევერკუზენის “ბაიერის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

26 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი პარიზელებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება კი, არ იგეგმება.

მენეზს არც ლორან ბლანი ენდობა. საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 11 მატჩში გამოჩნდა.

Lequipe-ის ცნობით, მენეზის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი სწორედ “ბაიერია”. “ფარმაცეფტები” მენეზი სიდნი სემის შემცვლელად ეგულებათ, რომელიც კარიერას “შალკეში” გააგრძელებს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი პარიზელებს ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მეორე შეხვედრა ოდნავ მოულოდნელად დაიწყო — გერმანელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი სიდნეი სემმა გამოიჩინა. მე-13 წუთზე მარკინოსმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე  სიმონ როლფესს გერმანელთა კვლავ დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა „ბაიერის“ კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. 53-ე წუთზე კი ესეკიელ ლავესიმ ლევერკუზენელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1. სათქმელია, რომ 68-ე წუთზე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ემრე ჯანი გააძევეს.

ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ბაიერს“ კი შეუძლია, მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთოს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
პარი სენ-ჟერმენი“ — „ბაიერი“ 2:1 (1:1)

პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ჟალე, ტიაგო სილვა, დინი, მარკინოსი, კაბაი, პასტორე, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72′), კავანი (კამარა 85′), ლავესი (ლუკასი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
„ბაიერი“: „ლენო, გუარდადო, ტოპრაკი, ვოლშაიდი, დონატი, როლფესი, სემი (ბრანდტი 67′), რაინარტცი (ვაგენერი 78′), კასტრო (სონ ჰინ-მინი 67′), ჯანი, დერდიოკი.
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
გოლები: მარკინოსი 13′, ლავესი 53′ — სემი 6′.
გამოუყენებელი პენალტი: როლფესი 28′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ჟალე 28′, რაბიო 79′ — დერდიოკი 49′, ჯანი 52′, ვაგენერი 90+3′.
გაძევება: ჯანი 68′.
მთავარი მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბექა დოგრაშვილი

ჰიიპია: „მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე ლევერკუზენის „ბაიერი“ შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ უცნაური რამ თქვა. ფინელი სპეციალისტის თქმით, „ბაიერი“ რიცხობრივ უმცირესობაში უკეთ თამაშობდა.

„ვერ იტყვით, რომ რაღაც არ გამოგვივიდა. უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდი გვყავდა მეტოქედ. „პსჟ“ უმაღლესი კლასის გუნდია, რომელმაც შთამბეჭდავად ითამაშა. როდესაც გოლს მესამე წუთზე უშვებ, ანგარიშის გათანაბრება უფრო რთული ხდება. ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. პირველ ტაიმში ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. პირველი გაშვებული გოლიდან 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ თამაშში ჩავრთულიყავით. მეორე ტაიმში ემირ სპაჰიჩი გააძევეს და მოედანზე ათი კაცით დავრჩით. მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“, – ჰიიპიას სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ულამაზესი გოლი “ლევერკუზენის” კარში

18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ლევერკუზენსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი

პორტალმა FTBPRO-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საფინალო მატჩებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.

5. 2011 წელი: დავიდ ვილა (“ბარსელონა”) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

4. 1994 წელი: დეიან სავიჩევიჩი (“მილანი”) – “ბარსელონა”

3. 1997 წელი: ლარს რიკენი (“დორტმუნდი”) – “იუვენტუსი”

2. 2005 წელი: ერნან კრესპო (“მილანი”) – “ლივერპული”

1. 2002 წელი: ზინედინ ზიდანი (“რეალი”) – “ლევერკუზენი”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

“ლევერკუზენმა” კორეელი ტალანტი შეიძინა

გერმანული “ლევერკუზენი” სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ნაკრების ვინგერით გაძიერდა. 19 წლის რიუ სინ ვუ გერმანიაში კორეული “ჩეჯუ იუნაიტედიდან” გადავიდა ერთწლიანი იჯარით შემდეგი გამოსყიდვის უფლებით.

171 სანტიმეტრის სიმაღლის რიუ სინ ვუ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ზაფხულში ფეხბურთელი “ბორუსიაში” გადასვლატან იყო ახლოს, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა.