წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „ბარსელონა“ ლიდერის ლიონელ მესის ათი საუკეთესო გოლია შესული.
ჭდე: Lionel Messi
კომერციულად ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები
მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის სამყაროში კომერციულად ყველაზე მიმზიდველ მოთამაშედ დასახელდა.
აღნიშნულ რეიტინგში შარშან პირველი ადგილი „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის ეკავა.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ – 79,49 ქულა/ 83,87%* / 82 მლნ** / 26 მლნ***
2. ლიონელ მესი – 75,87 / 76,07% / 57 მლნ/ 2 მლნ
3. ხერარ პიკე – 62,90 / 58,08% / 12 მლნ/ 8 მლნ
4. ფერნანდო ტორესი – 62,69 / 59,64% / 3 მლნ/ 2 მლნ
5. უეინ რუნი – 59,47 / 55,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
6. ანდრეს ინიესტა – 59,47 / 52,82% / 20 მლნ/ 9 მლნ
7. ნეიმარი – 59,36 / 53,33% / 22 მლნ/ 11 მლნ
8. იკერ კასილასი – 59,09 / 49,43% / 18 მლნ/ 1 მლნ
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 59,07 / 55,81% / 15 მლნ/ 1 მლნ
10. ტიერი ანრი – 57,56 / 51,62% / 16 მლნ/ 300 ათასი.
* – ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით
** – Facebook-ის გვერდზე მოწონებების რაოდენობა
*** – Twitter-ის მიკრობლოგზე მიმდევრების რაოდენობა
ბექა დოგრაშვილი
მესიმ ტოტი უკან ჩამოიტოვა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
ლეო მესის აქტივში „ბარსას“ მაისურით ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში ერთად 371 გატანილი გოლია. პრიმერადივიზიონში მესის ანგარიშზე 233 გოლი გახლავთ, რაც ერთით მეტია იტალიის სერია A-ში ფრანჩესკო ტოტის მონაგარზე. ევროპის წამყვანი ხუთი ეროვნული ჩემპიონატის შედეგებიდან მესის მაჩვენებელი სარეკორდოა.
გარდა ამისა, კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მექსიკელ უგო სანჩესს, რომელიც თავის დროზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა. ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად ტელმო სარა („ატლეტიკი“) ითვლება, რომელსაც 252 გოლი აქვს.
ბექა დოგრაშვილი
მარტი — მესის საკლუბო კარიერის ყველაზე ნაყოფიერი თვე
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
როგორც აღმოჩნდა, მარტი მესის კატალონიური კარიერის ყველაზე ნაყოფიერი თვეა. „ბარსელონას“ რიგებში სხვადასხვა წლების მარტის თვეში ჩატარებულ 42 ოფიციალურ მატჩში არგენტინელ თავდამსხმელს 48 გატანილი გოლი აქვს.
მიმდინარე თვის დარჩენილ პერიოდში „ბარსელონა“ კიდევ სამ შეხვედრა გამართავს, აქედან კატალონიურ გუნდს უახლოესი მატჩი 24 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ელის.
ბექა დოგრაშვილი
მესი და „ბარსელონა“ ვერ თანხმდებიან
„ბარსელონასა“ და ლიონელ მესის შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების ალბათობა სულ უფრო მცირდება.
არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიური კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს. მესიმ აგენტის მეშვეობით „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან ითხოვა, რომ წლიური ხელფასი 9 მილიონი ევროთი გაეზარდოს და კონტრაქტში დამატებითი პუნქტებიც ჩაიწეროს.
წამყვანი ესპანური მედია საშუალებების თანახმად, ლეო მესი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მისდამი დამოკიდებულებით იმდენად იმედგაცრუებულია, რომ შესაძლოა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარიც კი განაცხადოს.
მესისა და „ბარსელონას“ შორის გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2018 წლის ზაფხულში იწურება.
ბექა დოგრაშვილი
მესი: „ასეთი რამ ხან მატჩის მიმდინარეობისას, ხან ვარჯიშზე, ხანაც სახლში მემართება“
„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რუმინეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედაში (0:0) მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
მატჩის მე-8 წუთზე 26 წლის ფეხბურთელს გული აერია, თუმცა შეხვერა ბოლომდე ჩაამთავრა.
„ასეთი რამ ხან მატჩის მიმდინარეობისას, ხან ვარჯიშზე, ხანაც სახლშიც მემართება. არ ვიცი, რა ხდება. ათას შემოწმებას გავდივარ.
ხანდახან გული მატჩამდე მერევა, ხანაც შეხვედრის მიმდინარეობისას“, – ციტირებს მესის სიტყვებს insidespanishfootball-ი.
El Confidencial: „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, მესის სანაცვლოდ 200 მილიონი გაიღოს
ესპანური El Confidencial-ის თანახმად, „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გაიღოს.
ამასთან ერთად, „მანჩესტერ სიტი“ იმისთვისაც მზადაა, რომ მესის წელიწადში 25 მილიონი ევრო გადაუხადოს და ის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.
მესის გადაბირებაზე „პარი სენ-ჟერმენიც“ ფიქრობს, თუმცა ფრანგულ კლუბს საფრანგეთში არსებული საგადასახადო კანონის გამო ტრანსფერის გაჩარხვა უფრო გაუჭირდება.
წყაროს თანახმად, „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები „ბარსელონას“ თავდამსხმელის მამასთან, ხორხე მესისთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეო მესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
ბექა დოგრაშვილი
ესპანეთის თასის ფინალში „ელ კლასიკო“ შედგება
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „სოსიედადსა“ და „ბარსელონას“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.
სან-სებასტიანში გამართულ მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე „ბარსელონამ“ გახსნა: სწრაფი კონტრშეტევა ლიონელ მესიმ 18 მეტრის მანძილიდან დარტყმით დააგვირგვინა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოახერხეს. გოლი ანტონი გრიზმანის ანგარიშზეა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და „ბარსელონამ“ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 19 აპრილს შედგება.
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„სოსიედადი“ — „ბარსელონა“ 1:1 (0:1)
გოლები: გრიზმანი 87′ — მესი 27′.
გაფრთხილებები: ველა 31′, გასტანიაგა 52′, ზურუტუზა 56′ — ბუსკეტსი 26′, ფაბრეგასი 89′.
რონალდუ 8-0 მესი
ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს. ეს პორტუგალიელის საკლუბო კარიერაში რიგით მერვე გაძევებაა, როცა მისი უშუალო კონკურენტი ლიონელ მესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. რონალდუს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში.
მას ბილბაომდე წითელი ბარათი ესპანეთის სამეფო თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი უჩვენეს. მაშინ პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბიმ „მოცელა“ უკნიდან, რონალდუმ კი ვერ მოითმინდა და სამაგიერო ოპონენტს ფეხის სახეში გარტყმით გადაუხადა.
დავუბრუნდეთ „ატლეტიკთან“ რონალდუს გაძევებას. როგორც გუშინ გაუწყეთ, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ გზად შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თუმცა არც მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასე მშვიდად შეეგუოს თავისი ლიდერის გასამართლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და სამი არგუმენტიც მოიყვანა:
1. „რეალი“ ამტკიცებს, რომ ბურთი თამაშში იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა აისა გამესმა რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა;
2. რონალდუსა და იტურასპეს შორის კონტაქტს არ შეიძლება, რომ „დარტყმა“ დაერქვას, როგორც ეს მატჩის არბიტრმა აღნიშნა თავის მოხსენებაში;
3. „რეალი“ თვლის, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს შეურაცხმყოფელი ჟესტი დამხმარე არბიტრის მისამართით არ უჩვენებია, მაგრამ მსაჯის მოხსენებაში ეს პირიქით არის აღნიშნული.
საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეომასალას.
ბექა დოგრაშვილი
ჟოლოსფერი მესი
გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „ჟოლოსფერი მესი“.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე არანაკლები ინტერესი მიიქცია ლეო მესის კოსტიუმმა. ნათქვამია, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა მესის გარდა ყველა თანხმდება, რომ არგენტინელს უგემოვნოდ ეცვა. რამდენადაც გამორჩეულია ლეო საფეხბურთო მოედანზე, იმდენადვე გამორჩეული გახლდათ „ოქროს ბურთის“ დაჯილოდების ცერემონიალზე, თუმცა ამჯერად უარყოფითი კუთხით. მესისგან ეს უკვე აღარ გვიკვირს. მისმა ჩაცმულობამ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შარშანდელ ცერემონიალზეც გაგვაოცა: თეთრი წერტილებით მოწინწკლული შავი კოსტიუმი და პეპელა. მაშინ ბევრმა ის თავისივე კერპს – დიეგო მარადონას შეადარა, რომელსაც ერთხანს დაახლოებით ასეთივე კოსტიუმი ეცვა.
მესის წერტილებიან პიჯაკზე შარშან ჯო ჰარტმაც ისაუბრა: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი გამოვტოვე, რადგან ინგლისის პრემიერლიგაზე ცოტას ლაპარაკობენ. მესის პიჯაკის შესახებ უკვე გავიგე, მაგრამ მას ყველაფრის უფლება აქვს, რასაც მოისურვებს. თუნდაც სულ შიშველი გასულა“.
იმ წერტილებიანმა პიჯაკმა ზოგს ცნობილი კომპიუტერული თამაში Pac-Man-იც კი გაახსენა.
მესიმ კიდევ ერთხელ 2013 წლის „ოქროს ბუცის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გაგვაოცა. ამ ღონისძიებაზე არგენტინელი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მივიდა და, როგორც გამოჩნდა, მათაც კარგად იხალისეს მესის ორნამენტებით მორთულ პიჯაკზე.
ლეომ სამოსის მუქი ფერების გაღიავება გადაწყვიტა და წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე ჟოლოსფერი ხავერდის კოსტიუმით წარსდგა საზოგადოების წინაშე. მესისა და მისი მეწვილის, ანტონელა როკაზოს ჩაცმულობის ფერთა გამა ერთიანობაში „ბარსელონას“ მაისურის პალიტრას ქმნიდა. საქართველოში ასეთ ფორმაში გამოწყობილი მესი ცნობილ კომედიურ პერსონაჟ ჟიმნი მებონიას შეადარეს. ცნობილი ინტერნეტ-ენციკლოპედია შემდეგნაირად ახასიათებს ამ ჩაცმულობას: „1990-იანი წლების დასაწყისში ეს სამოსი და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვი ახალი რუსების შეუცვლელი ატრიბუტი გახდა. ისინი ასეთ ფორმაში ამ ეპოქის რამდენიმე რომანსა და ფილმში გვხდებიან. მიზეზი, რატომ გახდა ეს კოსტიუმი მამაკაცებისთვის შეუცვლელი, უცნობია. შესაძლოა, ასეთი მოდა საბჭოთა კავშირში არსებული სამომხმარებლო საქონლის დეფიციტით იყო გამოწვეული. ჟოლოსფერი პიჯაკის მქონე ტიპები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ“.
სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი ვახსენეთ და მესის ჩაცმულობას ცნობილი ქართველი იუმორისტი გიორგი ჯანელიძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ლეო მესის რომ ეცვა დღეს, თითქმის ისეთივე ალუბლისფერი პიჯაკი მეცვა სკოლის დამთავრების ბანკეტზე, ოღონდ ჩემსას ოქროსფერი ღილები ჰქონდა. 1994 წელს ქუთაისის ბაზრობაზე, სხვანაირი არც იყიდებოდა“.
ასეა თუ ისე, თავმდაბალი მესი დაჯილდოების ცერემონიებზე ხალხს სხვებისგან გამორჩეული სამოსით ამახსოვრებს თავს. ვინ იცის, ეგებ აქაც რაიმე ფარული მინიშნებაა და გემოვნება-უგემოვნობა არაფერ შუაშია.
მესი დუბლით დაბრუნდა
წუხელ ესპანეთის „სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ხეტაფე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
ანგარიში მე-9 წუთზე ფრანჩესკ ფაბრეგასმა გახსნა. იმავე ფაბრეგასმა 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი გაიფორმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ახლადგამოჯანმრთელებულმა ლეო მესიმაც, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაბრუნება დუბლით აღნიშნა: თავი ჯერ 90-ე წუთზე გამოიჩინა, 92-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:0.
განმეორებითი მატჩი 17 იანვარს შედგება.
„სამეფო თასი“
„ბარსელონა“—„ხეტაფე“ 4:0 (1:0)
გოლები: ფაბრეგასი 9′, 63′, მესი 90′, 90+2.
გაფრთხილებები: მონტონია 85′ — გავილანი 57′, ვალერა 62′, ალექსისი 62′, როდრიგესი 87′.
„სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი მატჩები:
„ვალენსია“—„ატლეტიკო“ 1:1
„ალკორონი“—„ესპანიოლი“ 1:0
„ბეტისი“—„ატლეტიკი“ 1:0
„რასინგი“—„ალმერია“ 1:1
„სოსიედადი“—„ვილიარეალი“ (9 იანვარი, 22:30 სთ)
„რაიო“—„ლევანტე“ (10 იანვარი, 00:30 სთ)
„რეალი“—„ოსასუნა“ (10 იანვარი, 00:30 სთ)
ბექა დოგრაშვილი
One World Sports: „ბარსელონა“ 2015 წელს მესის გაყიდვას აპირებს
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკული ინტერნეტ-პორტალი One World Sports-ი იუწყება, რომ „ბარსელონა“ 2015 წლის შუა პერიოდში ლიონელ მესის გაყიდვას აპირებს. წყაროს ცნობით, „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელი გუნდს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს. აღნიშნული ტრანსფერი პრეზიდენტ სანდრო როსელის გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. იგი არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვას მაშინ აპირებს, როცა მისი სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მაღალი იქნება. იმავე წყაროს მტკიცებით, კლუბში მესის ამჟამინდელი სტატუსი იმდენად მაღალია, რომ ეს მწვრთნელებსა და ცალკეულ ფეხბურთელებში შინაგან კონფლიქტს წარმოშობს.
ბოლო პერიოდში ლეო მესის წარმომადგენლებს კლუბის ხელმძღვანელებთან პრობლემები აქვთ. არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ მისი ჯამაგირი მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს ხელფასს გაუტოლდეს. გარდა ამისა, მესის აგენტები ნეიმარის ტრანსფერში გადახდილმა დიდძალმა თანხამაც აღაშფოთა.
ბექა დოგრაშვილი