ვან გალის სატრანსფერო მიზნები: რობენი, მიულერი, კროოსი

ლუი ვან გალმა, რომელიც მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა ხელში ჩასაგდებადაც „წითელმა ეშმაკებმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდა იბრძოლონ.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს „ოლდ ტრაფორდზე“ არიენ რობენის, ტომას მიულერისა და ტონი კროოსის ხილვა სურს. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანამშრომლობის შესახებ ვან გალის საბოლოო
გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა იმან იმოქმედოს, თუ როგორ შეხვდება ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ჰოლანდიელი სპეციალისტის ამ სატრანსფერო სურვილებს.

 

პუიოლი: „ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია“

„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს, განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი თავკაცობდა, როდესაც პუიოლი პირველად მოხვდა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

„ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მან მე პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაც შეუფასებელი რამ გახლავთ. ის მომთხოვნი მწვრთნელია. მთავარი კი ისაა, რომ ვან გალი ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია. მე ამას ვაფასებ. მას მშვიდად შეუძლია თქვას ის, რაც ფეხბურთელში არ მოსწონს, თუმცა მან შრომის დაფასებაც იცის. ამიტომ, ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოერგება“, – პუიოლის სიტყვებს „ასი“ ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუი ვან გალი თავკაცის პოსტზე მომდევნო კვირაში უნდა წარადგინოს. ჰოლანდიელმა სპეციალიტმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაიწყოს.

 

სტროტმანი მანჩესტერში?

იტალიურა გამოცემა Il Tempo ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მანჩესტერი იუნაიტედი” მზად არის 40 მილიონად შეიძინოს ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმან.

ამ ტრანსფერის ინიციატორად კი, ლუი ვან გაალს ასახელებენ. თუმცა აღნიშნულ ამბავს, შესაძლოა იმან შეუშალოს ხელი,რომ სტროტმანს მძიმე ტრამვა აწუხებს და იგი შესაძლოა შემოდგომამდე ვერ დაუბრუნდეს მოედანს.

დღეს ვან გაალი მანჩესტერის მწვრთნელი გახდება

CNN ის ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერმა განაცხადა,რომ ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი ლუი ვან გაალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და წითელ ეშმაკებს ჩაუდგება სათავეში.

“ორშაბათს,11 საათზე ვან გაალი “იუნაიტედის” ხელმძღვანელებს შეხვდება და კონტრაქტს ხელს მოაწერს”-წერს პალმერი საკუთარ Twitter_ზე

ასევე უნდა ითქვას,რომ ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში მოხვედრის შანსი აქ რაიან გიგზსაც/

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავკაცის პოსტზე ვან გალის დანიშვნის გამოცხადება გადადო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნის ოფიციალური გამოცხადება გადაიდო და „სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს არც მოხდება. არადა, გასულ კვირაში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე ვან გალს წარადგენდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელ სპეციალისტსა და „წითელ ეშმაკებს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხოლოდ დანიშვნის თარიღია გასარკვევი. შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირაში გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვან გალი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“

ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.

მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:

„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.

ბექა დოგრაშვილი

მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასასვლელად ემზადება

გერმანული „კიკერის“ ცნობით, ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნში“ უკმაყოფილოა და მზად არის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშუროს.

გერმანელ თავდამსხმელს სურს, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

როგორც მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქტიურად განიხილება ლუი ვან გალის კანდიდატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის „ოლდ ტრაოფრდზე“ მიწვევა თავად ჰოლანდიელ სპეციალისტს სურს. ვან გალმა კარგად იცის მიულერის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტის თავკაცობის დროს დაიმკვიდრა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.

გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.

ბექა დოგრაშვილი

ვან გალი მუნდიალის ფავორიტად გერმანიის ნაკრებს თვლის

ჰოლანდიის ერვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელ ალუი ვან გალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად გერმანიის ნაკრები დაასახელა.

„ვეცდებით, რომ რთული ჯგუფიდან გავიდეთ მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზლიის ნაკრებთან მატჩი ავიცილოთ. ტურნირის ფავორიტად გერმანიას ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ევროპელებს ჯერ არ მოუგიათ“, – ვან გალის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 44 დღე დარჩა.

 

ვან გალი: „ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

„ფიფას სარეიტინგო სიაში მერვე თუ მეათე პოზიციაზე ვიყავით. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები. ფავორიტებად ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ვთვლი.

ევროპიდან ტიტულისთვის იბრძოლებენ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები. ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია, თუმცა გუნდი უპერსპექტივოდ არ გამოიყურება. ანალოგიურს ვიტყოდი საფრანგეთის ნაკრებზე“, – ვან გალის სიტყვები „დე ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდია ესპანეთის, ავსტრალიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

ვან გაალი: „ჰოლანდიელთა სამუნდიალო განაცხადში ადგილი მხოლოდ 3 მოთამაშეს აქვს გარანტირებული“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში ადგილი მისი გუნდის მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს გარანტირებული. ჰოლანდიის ნაკრებმა უკვე მოიპოვა ბრაზილიის მუნდიალის საგზური. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებს ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 11 ოქტომბერს უნგრელებს უმასპინძლებენ, 15 ოქტომბერს კი თურქეთს ეწევევიან.

„მხოლოდ რობენს, სტროტმანსა და ვან პერსის აქვთ სამუნდიალო განაცხადში ადგილი გარანტირებული. დანარჩენებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ ბრაზილიაში წამოსვლის ღირსნი არიან. რაც შეეხება ვან დერ ვარტს, „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერტ ვან მარვეიკის დანიშვნით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ნახოთ“, – ვან გაალის სიტყვები „ბილდმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი