“ბარსელონას” ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გასულ სეზონში “ლივერპულის” შემადგენლობაში თამაშის დროს მოპოვებული ჯილდო მიიღო.
შეგახსენებთ, ურუგვაელმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 31 გოლის გატანა შესძლო და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ოქროს ბუცი სუარეს მერსისაიდული კლუბის ლეგენდამ, კენი დალგლიშმა გადასცა.
“ეს ინდივიდუალური ჯილდოა, თუმცა ჩემი თანაგუნდელების გარეშე მის მოპოვებას ვერ შევძლებდი” – განაცხადა სუარესმა და მადრიდის “რეალთან” მოახლოებულ მატჩზეც ისაუბრა.
“რეალთან სათამაშოდ ასი პროცენტით მზად ვარ. ამას ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ მივხვდი” – აღნიშნა სუარესმა.
: