დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)

“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია

მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.

ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს

“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.

ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.

რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?

გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

1

ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”

“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.

“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.

“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს

La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.

ბასტიან შვაინშტაიგერმა მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამხო

გერმანიის ნაკრების კაპიტანი, ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ყველაზე მეტ მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

მართალია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის მარსელში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა იოაჰიმ ლიოვმა მას სრული ნდობა გამოუცხადა – შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ბასტიანმა მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამხო.

საფრანგეთთან მატჩი ვეტერანი გერმანელისათვის რიგით 38-ე მატჩი იყო დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე). რითიც, მან მისი თანამემამულის რეკორდი დაამხო, რომლის მაჩვენებელიც 37 მატჩი იყო.

41

ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მატეუსი იმყოფება, რომელსაც პაულო მალდინი (36) და ფილიპ ლამი (34) მოსდევენ.

კლოზე MLS-ში?

თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, რომელსაც ზაფხულში „ლაციოსთან“ კონტრაქტი ეწურება, შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს, რის შესახებაც „Tuttomercatoweb“-ი წერს. წყაროს ინფორმაციით, კლოზეთი სამი ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკი სიტი“, „იკაგო ფაირი“ და „ლოს-ანჯელეს გალაქსი“ ინტერესდებიან.

სათქმელია, რომ ვეტერანის MLS-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ევროპულ პრესაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობენ.

კლოზე „ლაციოში“ 2011 წელს გადავიდა. ამ პერიოდში „არწივების“ შემადგენლობაში 147 მატჩში მან 55 გოლი გაიტანა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ჩელსი ალდერვეილდს აკვირდება

ლონდონის “ჩელსი” ტობი ალდერვეირელდის გადაბირებაზე ფიქრობს. ბელგიელმა მცვლემა გასული სეზონი “საუთჰემპტონში” გაატარა, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები “ატლეტიკოს” ეკუთვნის.

მბია ტრაბზონს ელაპარაკება

“სევილიას” კამერუნელი ნახევარმცველი სტეფან მბია, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა, თურქეთში იმყოფება. ფეხბურთელში კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს “ტრაბზონსპორთან” აწარმოებს.

კლოზე ჩემპიონთა ლიგის გამო რჩება

“ლაციოს” გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე რომაულ კლუბში დარჩენაზე დაფიქრდა. შეგახსენებთ, რომ არწივებმა იტალიის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგაში მოიპოვეს თამაშის უფლება. გამოცდილი შემტევიც სწორედ ამის გამო დაფიქრდა გუნდში დარჩენაზე.

ოჩოა მალაგას ემშვიდობება

მექსიკელი მეკარე, გილერმო ოჩოა დიდი ალბათობით “მალაგას” დატოვებს. გასული მუნდიალის ერთ-ერთმა მთავრმა გმირმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა

იუვე სტორარის უშვებს

ტურინის “იუვენტუსი” მარკო სტორატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. გამოცდილი მეკარე იტალის ჩემპიონის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ბუფონის შემცვლელი კი ფლორენციული კლუბის კარის დარაჯი, ნეტო გახდება.

 

კლოზემ „იუვენტუსთან“ ფინალზე ისაუბრა

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ ტურინის „იუვენტუსთან“ იტალიის თასის ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფორვარდის თქმით, მის გუნდს ხსენებულ შეხვედრაში მეტოქის გაკვირვება შეუძლია.

„ფინალში ყველაფერია შესაძლებელი. „იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია და ჩვენ ადვილი გასეირნება არ გველის, თუმცა საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ და ამ უპირატესობის გამოყენებას შევეცდებით“, – განაცხადა კლოზემ.

კლოზე: „ჩემი მიზანი გერმანული გუნდის გაწვრთნაა“



კლოზე: „ჩემი მიზანი გერმანული გუნდის გაწვრთნაა“

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ გერმანიის ბუნდესლიგის გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

„ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში მუშაობაა, რადგან საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვთა მწვრთნელად ვერ წარმოვიდგენ. როდესაც სამწვრთნელო ლიცენზიის მიღებას გადავწყვეტ, ამ საკითხზე სერიოზულად ვიმუშავებ. დიახ, არსებობს იმის ალბათობაც, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირში ვიმუშავებ. სპორტულ დირექტორ ჰანსი ფლიკთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ყველაფერს განვიხილავთ. გერმანიის რამდენიმე ახალგაზრდული გუნდის თამაში ვნახე და მათთან სიამოვნებით ვიმუშავებდი“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

კლოზემ იტალიის ჩემპიონატში მე-100 მატჩი ჩაატარა

დღეს რომის “ლაციოს” გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იტალიის სერია А-ში მე-100 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კლოზე რომაულ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. 36 წლის ფეხბურთელს იტალიის უმაღლეს დივიზიონში 40 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით, რომ “ლაციო” შინ “ჯენოასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კლოზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

„ვერდერი“ კლოზეს დაბრუნებაზე ფიქრობს

„ვერდერის“ გენერალური მენეჯერის ტომას აიხინის თქმით, მისი გუნდი „ლაციოს“ თავდამსხმელით მიროსლავ კლოზეთი ინტერესდება.

„თუ კლოზეს „ლაციოდან“ წასვლის ალბათობა არსებობს, ჩვენ მისი დამატების ვარიანტს დაწვრილებით განვიხილავთ. „ვერდერში“ მას ჩინებული წარსული აქვს, აქ მას დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ბრემენული კლუბის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ „ვერდერში“ კლოზე 2004 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 89 მატჩში 53 გოლი გაიტანა.

წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად კროოსი დასახელდა

2014 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს.

კროოსმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გამოკითხვაში ხმათა 40,6 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა რომის “ლაციოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ხმათა 38,7 პროცენტი ერგო.

მესამე ადგილი მიუნხენის “ბაიერნის” კიპერ მანუელ ნოიერს მიაკუთვნეს. მან ხმათა მხოლოდ 6,6 პროცენტი მიიღო.

 

კლოზემ იანვარში „ლაციოდან“ წასვლა გამორიცხა

„ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ ბოლო დროს გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვედრის მიუხედავად, ის იანვარში სხვა კლუბში არ გადავა.

„ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. „ლაციოსთან“ კონტრაქტი იმიტომ გავახანგრძლივე, რომ ვითამაშო. თუმცა, ახლა ცოტა სათამაშო დრო მაქვს, ამიტომაც კარგ ფორმაში ვერ ვარ.

შემიძლია თუ არა იანვარში წასვლა? არა, ეს გამორიცხულია. მწვრთნელ პიოლის ვესაუბრე და მან იცის, თუ რა მსურს“, – აღნიშნა კლოზემ გერმანულ პრესასთან ინტერვიუში.

GQ: მიროსლავ კლოზე წლის სპორტსმენია

მამაკაცების ჟურნალ GQ-ის ვერსიით, წლის სპორტსმენი რომის “ლაციოს” თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე გახდა.

დაჯილდოების ცერემონია პარასკევს, ბერლინში შედგა.

შეგახსენებთ, რომ კლოზემ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე რიგით მე-16 გოლი გაიტანა და მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.