განელი მსაჯი ფანებთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა

განელი ლაინსმემი კვამე ანდო კიეი ფანებთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა. “გოლდ სტარის” და “ნაა ჯო იუნაიტედის” დაპირისპირების დროს გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და ურთიერთობის გარკვევა მსაჯებთან დაიწყეს. კვამე ანდო 7 მარტს საკუთარ სახლში, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გარდაიცვალა.

განის ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსაჯის სიკვდილის ზუსი მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის.

მსაჯმა ფეხბურთელს თავი ჩაარტყა

ბრაზილიაში, “პალმეირასსა” და “კორინთიასს” შორის გამართულ მატჩში, მთავარმა არბიტრმა “პალმეირასის” ფეხბურთელ ვალდივიას თავი ჩაარტყა, რის გამოც მოთამაშე მინდორზე დაეცა.

უცნაური შემთხვევა: ფეხბურთელმა მსაჯი მინდორზე დააგდო

პარაგვაის ჩემპიონატში, ერთ-ერთი ტურის მატჩში საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.

მიხვდებით, მსაჯს რა ეწყინა?

გუშინ, ინგლისის თასზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სუონსი სიტის“ შორის გამართულ მატჩში (1:2) საინტერესო ეპიზოდი მოხდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა უელსელ ფეხბურთელებს სათამაშო უპირატესობა მისცა, თუმცა სტუმრებმა ბურთი მალევე დაკარგეს და მსაჯმაც ისეთი რეაქცია გააკეთა, თითქოს „სუონსის“ თავგადაკლული ქომაგი ყოფილიყო. ისე კი, დინი მერსისაიდელია.

გთავაზობთ ამ კომიკური ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ბექა დოგრაშვილი

იურგენ კლოპი მსაჯების „დატერორებას“ განაგრძობს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც მსაჯებთან აგრესიული ქმედებებით არის ცნობილი, მეოთხე არბიტრის „დატერორებას“ განაგრძობს.

გელზენკირხენის „შალეკსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გუშინ გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა: მწვრთნელის სკამზე მჯდომმა კლოპმა მისკენ წამოსულ ბურთს მიმართულება ისე შეუცვალა, რომ პირდაპირ მეოთხე მსაჯს მოხვდა თავში. მსაჯმა ეს ინციდენტი არ შეიმჩნია და ჩვეულად განაგრძო წერა თავის წიგნაკში. ალბათ, მიხვდა კიდეც, ვისგან მოხვდა ბურთი.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

მსაჯმა ორ ფეხბურთელს დაარტყა

24 ოქტომბერს, ქუვეითის პრემიერ ლიგაში, “ალ ნასარსა” და “ალ არაბის” შორის გამართულ შეხვედრას დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

“ალ ნასარის” ფეხბურთელები არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ, მსაჯმა ორ ფეხბურთელს დაარტყა.