როგორც იცით, 11 დეკემბერს, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა მეტოქის დამარცხება მოახერეს, ისინი მაინც ჯგუფში ჩარჩნენ, რაც გონსალო იგუაინმა ძალიან განიცადა.
როგორც იცით, 11 დეკემბერს, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა მეტოქის დამარცხება მოახერეს, ისინი მაინც ჯგუფში ჩარჩნენ, რაც გონსალო იგუაინმა ძალიან განიცადა.
11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის დაწყების წინ, საკმაოდ სახალისო რამ მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს პატარა ბიჭუნა, რომელიც ტირილს არ წყვეტდა.
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მოახლოვებულ წილისყრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაუზიარა.
“სამწუხაროდ ჯგუფშ მეორე ადგილზე გავედით, რაც იმის წინაპირობაა, რომ წილისყრის შედეგად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხვდებით. თუმცა, გასული 4-5 სეზონის განმავლობაში, ადვილი მეტოქე არასოდეს არ შეგვხვედრია. იმედი მაქვს, ამჯერად ჩვენ ცოტატი მაინც გაგვიმართლებს” – განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ “მეთოფეებმა” გუშნ ნეაპოლში განცდილი მარცხის გამო (2:0) დაკარგეს პირველი საფეხური.
იტალიური “ნაპოლის” ესპანელი კარის დარაჯი, პეპე რეინა აცხადებს, რომ ის მის გუნდში კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს დიდი სიამოვნებით იხილავდა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” არგენტინელი ფეხბურთელითაა დაინტერესებული. რეინასა და მასკერანოს კი “ლივერპულში” ერთად უთამაშიათ.
“ხავიერი ძალიან კარგი ადამიანია, მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ და რა თქმა უნდა, “ნაპოლიში” დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”, – ამბობს რეინა.
„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი
იტალიური “ნაპოლის” კარის დარაჯი, პეპე რეინა აცხადებს, რომ მას კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნება გაახარებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე “ბლაგაურნას” აღრზდილია და მისთვის პირველი პროფესიონალური კლუბიც სწორედ “ბარსელონა” იყო.
“ძალიან გამიმართლა, რომ “ბარსელონას” წევრი ვიყავი. “ბლაგაურნასთან” არჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს. იქ დაბრუნება ძალიან გამახარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა “ნაპოლიდან” წასვლას ვაპირებ”, – ამბობს რეინა.
„ნაპოლის“ მეკარე პეპე რეინა თავის ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია, თუმცა მომავალში სხვაგან გადასვლას არ გამორიცხავს.
„აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარიერაში და ცხოვრებაში ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთესად ამეწყო. „ნაპოლი“ – საინტერესო პროექტია, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. გუნდს ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეები ჰყავს“.
„ვერ გეტყვით იმას, თუ როგორ განვიტარდება მოვლენები მომავალში. ზაფხულს „ლივერპულში“ დავბრუნდები, ხოლო შემდეგ ვნახავთ, თუ რა მოდება“.
„ბარსელონა? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენს შეძენაზე ასეთი დონის კლუბი ფიქრობს“, – განაცხადა ესპანელმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯის მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და რეინას დამატებაზე ფიქრობს.
ალექსანდრე მატევოსოვი
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგაზე, F ჯგუფში, დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ნაპოლის” მიიღებს.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, დარმი, კელი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი, ბენდერი, მხითარიანი, როისი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი.
“ნაპოლი”: რეინა, ალბიოლი, ფერნანდესი, ბეჰრამი, ჯემაილი, მაჯო, არმერო, პანდევი, იგუაინი, მერტენსი, კალეხონი.
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დორტმუნდის „ბორუსია“ „ნაპოლის“ მიიღებს. გერმანელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხების მიუხედავად, კრიზისში არ არის და მის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე „დორტმუნდი“ სრულ კონცენტრაციას ახდენს.
„ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამ შეხვედრებს შორის ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა სანაკრებო გამარჯვებას მიაღწია, რამაც მათ დამატებითი იმპულსი უნდა შესძინოს. მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მოსაპოვებელი ქულები დავკარგეთ. ეს ყველაფერი „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ მათ წინააღმდეგაც ცუდად ვითამაშებთ. სრულად ორიენტირებულნი ვართ ნეაპოლელებთან გასამართ მატჩზე.
„ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხდა, თუმცა არა მგონია, ვინმე მათ კრიზისზე ლაპარაკობდეს. შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა მოედანზე ამას ვერავინ დაინახავს“, – აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი შეხვედრა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ექსტრაკლასის მეტოქე გვყავს. „ბორუსიას“ ვაფასებთ. ასეთი სიტყვები ამ გუნდმა წინა სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები თამაშის გამო დაიმსახურა. დამდეგი მატჩი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ვითარდება ჩემი გუნდი.
ყველა პოზიციაზე თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ნახევარმცველებისგან ველი, რომ მცველებს დაეხმარებიან. შეტევის დროს კი, მცველები შეეშველებიან თავდამსხმელებს. ჩემი გუნდისგან ერთიან მუშაობას ველი“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი
იტალიურმა “ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” “ნაპოლის” საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს მიიღებს. F ჯგუფში, “ნაპოლი” ცხრა ქულით მეორე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფ “ბორუსიას” სამი ქულით უსწრებს.
თუმცა, ნეაპოლელებს მნიშვნელოვან შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დააკლდებათ. ჰამშიკმა 23 ნოემბერს, “პარმასთან” ჩატარებულ შეხვედრაში ფეხზე ტრავმა მიიღო.
„ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ბედნიერია ნეაპოლიტანურ კლუბში ასპარეზობით და აცხადებს, რომ იტალიის ჩემპიონობისთვის ყველაფერს გააკეთებს. არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, „ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-13 ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხოს „პარმა“. მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ საჩემპიონთალიგო მატჩზე ფიქრი.
„აქ მოსაგებად და ისტორიის შესაქმნელად ვარ მოსული. ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის სათავეში არ ვართ მოქცეული, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ვიქნებით. „ნაპოლიში“ მოვედი იმიტომ, რომ მომწონს ეს პროექტი. მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ძალიან მეხმარება და თავდაჯერებას მმატებს. მომწონს ამ კლუბში თამაში. სასიამოვნოა ადგილობრივი ქომაგების წინაშე თამაში, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ეს გუნდი. ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ვითამაშო ისევე კარგად, როგორც აქამდე ვთამაშობდი.
ახლა მხოლოდ „პარმას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა იტალიის ჩემპიონობისთვის შანსები შევინარჩუნოთ. სერია A ხანგრძლივი ტურნირია, თუმცა ამ შეხვედრის მოგება აუცილებელია იმისთვის, რომ დორტმუნდში იმედიანად ჩავიდეთ. მხოლოდ „პარმასთან“ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება „ბორუსიას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ფიქრი. ის შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Goal.com-ი.
არგენტინელი თავდამსხმელი საკმაოდ კარგ ფორმაშია. იგუაინმა „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე ერთად უკვე 14 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.
მატჩი „ნაპოლისა“ და „პარმას“ შორის შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი