რევეიერი “ნაპოლიში” დებიუტისათვის მზადაა

იტალიური “ნაპოლის” მარჯვენა მცველი, ანტონი რევეიერი აცხადებს, რომ ის ნეაპოლურ გუნდში დებიუტისათვის მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მარჯვენა მცველი “ნაპოლის” 8 ნოემბერს, თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ “ნაპოლიში” მოვხვდი. “ლიონთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, არაერთი კლუბი მეპატიჟებოდა, თუმცა საბოლოოდ, აქ გადმოსვლა ვარჩიე. დებიუტისთვის მზად ვარ, თუმცა ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს”, – ამბობს რევეიერი.

სუნიგა: “ბარსელონასა” და “რეალში” თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს”

იტალიური “ნაპოლის” კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხუან კამილო სუნიგა აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალში” თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

შეგახსენებთ, რომ სუნიგამ ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგძლივა.

“მართალია, პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გავახანგძლივე, რაც ყველაფერზე მეტყველებს. “ბარსელონა”? ჩემი აზრით, “რეალსა” და “ბარსელონაში” თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, მაგრამ მე მხოლოდ “ნაპოლიზე” ვფიქრობ”, – ამბობს სუნიგა.

ბენიტესი: “ნაპოლის” სკუდეტოს მოგება “ინტერზე” მეტად სურს”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ნეაპოლურ კლუბს სერია A-ს მოგება “ინტერზე” მეტად სურს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში, “ნაპოლი” 28 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “ინტერს” სამი ქულით უსწრებს.

“ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და შეგვწევს იმის ძალა, რომ იტალიის ჩემპიონები გავხდეთ. “ინტერი”? სკუდეტოს მოგება მათზე მეტად გვსურს”, – ამბობს ბენიტესი.

ედინსონ კავანის ულამაზესი საჯარიმო იორდანიის ნაკრების კარში

13 ნოემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, იორდანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ურგვაის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 1:5 მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში, ურუგვაელთა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა.

ბენიტესი: „იგუაინი – „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშეა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა თავისი გუნდის თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შეაქო.

„თავის დროზე მარადონა გუნდის ყველა მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა იდგა“, – აღნიშნა ბენიტესმა.

„ჩვენი გუნდის იარაღი  – კოლექტიური მუშაობაა, მიუხედავად იმისა, რომ გონსალო იგუაინი დღევანდელი „ნაპოლის“ ყველაზე ეფექტურ ფეხბურთელად ითვლება. იგი არამხოლოდ გოლებს იტანს, არამედ გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაშიც შეაქვს წვლილი“, – დაასრულა ესპანელმა სპეციალიტმა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლიტანური გუნდის მაისურით 14 ჩატარებულ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელმა 8 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ “ბიანკონერიმ” “ნაპოლი” დამსახურებულად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “იუვენტუსმა” “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

“შემიძლია, ვთქვა, რომ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, “ნაპოლი” ძლიერი გუნდია, ამიტომ მისი დამარცხება ადვილი სულაც არ არის”, – თქვა კონტემ.

პირლო: “ჩვენი უნდა ეშინოდეთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ში, სხვა გუნდებს “ბიანკონერის” უნდა ეშინოდეთ.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირლომ კი, 74-ე წუთზე, სტუმართა კარი აიღო.

“მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი, თუმცა უფრო მეტად გამარჯვება მახარებს. სხვა გუნდებს დავანახეთ, რომ ჩვენ ისევ ძლიერები ვართ, მათ კი ჩვენი უნდა ეშინოდეთ”, – ამბობს პირლო.

„იუვენტუსი“-„ნაპოლი“ 3:0 – ერთი თაღლითობა, ორი შედევრი

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნაპოლი“ მიიღო. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გახსნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ მსაჯები შეცდნენ – ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, „ბიანკონერი“ დებიუტშივე დაწინაურდა. მაყურებლებს მეორე გოლის სანახავდ საკმაო ლოდინი მოუხდათ, თუმცა ამ დროის გახარჯვა დანარჩენ ორ გოლად ღირდა. 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო შედეგი პოლ პოგბამ დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მე-80 წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა – 3:0. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პეპე რეინას კარის მიმართულებით ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები 83-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან სწრაფი კონტშეტევის ჩაშლისთვის მთავარმა არბიტრმა ტურინელთა მცველ ანჯელო ოგბონას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა და ლიდერ „რომასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ნაპოლის“, რაფაელ ბენიტესის გუნდი 28 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

იტალიის სერია A
XII ტური
„იუვენტუსი“–„ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: ლორენტე 2′, პირლო 74′, პოგბა 80′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 51′, ოგბონა 57′, ვიდალი 72′ – ჰამშიკი 61′.
გაძევება: ოგბონა 83′.

ბექა დოგრაშვილი

მასკერანო „ნაპოლიში“ გადასვლას არ აპირებს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადად, იგი უახლოეს მომავალში „ნაპოლიში“ გადავა, სადაც მისი ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი მუშაობს.
„ბენიტესთან კავშირი ყოველთვის მქონდა. ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ გადასვლამდე, „ინტერთან“ კონტრაქტის გაფორმასთან ახლოს ვიყავი. მაშინ, მილანურ კლუბში სწორედ ბენიტესი მუშაობდა. გადავიდოდი თუ არა ნეაპოლში? კატალონიაში ყველაფერი მაწყობს და ბენიტესმა ამის შესახებ კარგად იცის“, – განაცხადა არგენტინელმა მოთამაშემ.
ალექსანდრე მატევოსოვი

ალბიოლი ნეაპოლს შეეჩვია

იტალიური “ნაპოლის” მცველი, რაულ ალბიოლი აცხადებს, რომ ის ნეაპოლს შეეჩვია და “ნაპოლიში” თავს ძალიან კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ესპანელი ოთხი სეზონის განმავლობაში, მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, გასულ ზაფხულს კი, “ნაპოლის” შეუერთდა.

“მიხარია, რომ სერია A-ში თამაშის საშუალება მომეცა. ძალიან კარგ კლუბში გადმოვედი, რაც მაკმაყოფილებს. პრიმერა დივიზიონში ბევრი სეზონი გავატარე. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, კალეხონი და იგუაინი კი ახლაც ჩემს გვერდით არიან. რაც შეეხება პეპე რეინას, ის გამოცდილი და საიმედო მეკარეა. მინდა, რომ “ნაპოლისთან” ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიო და ასევე, ესპანეთის ნაკრებში ხშირად ვიყო”, – ამბობს ალბიოლი.

დიტო ჭიჭინაძე

კალეხონი: „პლეი-ოფზე საუბარი ადრეა“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხოსე მარია კალეხონმა „მარსელთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირადად მე კარგი მატჩი ჩავატარე. „მარსელმა“ გოლის გატანა მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხა, რის გამოც ცოტა ვინერვიულეთ კიდეც“, – აღნიშნა კალეხონმა.

„იგუაინი? მიხარია, რომ იგი გუნდს გამოადგა. შესაძლოა, გონსალო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მას სულ ცოტა ხნის წინ ტრავმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგუაინი ათამაშდება“.

„პლეი-ოფში გასვლის შანსები? ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ „მარსელთან“ საპასუხო შეხვედრა გველის, რის შემდეგაც სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი თამაშების ჩატერება მოგვიწევს“, – დაასრულა ესპანელმა.

ამჟამად F ჯგუფში ერთდროულად სამ გუნდს „არსენალს“, „ნაპოლისა“ და „ბორუსიას“ ქულების ერთნაირი რაოდენობა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენიტესი: „თამაშით „რომას“ ვაჯობეთ“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა „რომასთან“ წაგებული შეხვედრის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

„პირველი 20 წუთი ჩვენთვის რთული გამოდგა. დარჩენილ დროში კი ყველაფერი გამოვასწორეთ. ვფიქრობ, „რომაზე“ უკეთესადაც კი ვითამაშეთ“, – აცხადებს ბენიტესი.

„მეორე ნახევარში ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა ჩვენ კარში დანიშნულმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა. რთულია სახიფატო მომენტების შექმნა, როდესაც მეტოქე თავს მთელი გუნდით იცავს. ბევრმა უკვე აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანი მსაჯს არ უნდა დაენიშნა, რადგან ყოველ მატჩში მინიმუმ 50 მსგავსი მომენტი იქმნება“, – დაასრულა ესპანელმა სპეცილისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი