უკმაყოფილო იბრაჰიმოვიჩის გამო პსჟ-მ მზარეულები გაათავისუფლა

რამდენიმე დღის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბის ბაზაზე კვების მიმართ უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგად კლუბის ხელმძღვანელებმა საკვებზე მეტი თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.

გარდა ამისა, პარიზულმა კლუბმა ორი მზარეული გაათავისუფლა და ახალი სპეციალისტები დაიქირავა.

ყველაფერთან ერთად, პარიზელებმა პროდუქტების სიაც განაახლეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი: „გამოცემა „მირორში“ ნამდვილი კლოუნები მუშაობენ“

გუშინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „მირორმა“ „პარი სენ-ჯერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც შვედი „არსენალში“ ჩაშლილ ტრანსფერსა და ინგლისის პრემიერლიგის პერსპექტივებზე ისაუბრა.

აღნიშნულ ინტერვიუს იბრა სწრაფად გამოეხმაურა. პსჟ-ს ლიდერის თქმით, „მირორისთვის“ მას მსგავსი ინტერვიუ არ მიუცია. მეტიც,  ბოლო დროს მას არც ერთ ბრიტანელ ჟურნალისტთან არ უსაბრია.

„მირორის“ წარმომადგენლებთან და სხვა ინგლისელ ჟურნალისტებთან არ მისაუბრია. მსგავსი რამ პირველად არ ხდება.

„მირორი“ კლოუნების გამოცემაა“, – განაცხადა ზლატანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი: „კლოპი მაგარი კაცია“

ალბათ, გახსოვთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და იურგენ კლოპს შორის საჯარო დიალოგი რომ შედგა. მაშინ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა გერმანელ სპეციალისტს ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდა დორტმუნდის „ბორუსიაში“. კლოპმა კი უპასუხა, რომ ზლატანის ხელში ჩასაგდებად მთელი გუნდის გაყიდვა მოუწევდა. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და დაიწყო სპეკულირება იმის შესახებ, რომ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იბრაჰიმოვიჩს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წაიყვანდა, თუმცა ამ ჭორებს თავად ზლატანმა დაუსვა წერტილი.

„იურგენ კლოპი მაგარი კაცია! მომწონს, როგორ თამაშობს დორტმუნდის „ბორუსია“ გიჟი კლოპის თავკაცობით. თუმცა, მე მათთან ერთად თამაში არ შემიძლია. ბუნდესლიგაში ვერ გადავალ, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მინდა თამაში“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.

შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ დამაჯერებლად ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც თითქმის გაინაღდა.

ბექა დოგრაშვილი

ბლანი: „მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა.

„პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ სტუმრად მოპოვებული ეს მშვენიერი გამარჯვება ღირსეულად აღვნიშნოთ. „ვალენსიენთან“ გამართული შეხვედრის (3:0) შემდეგ დავინახე, თუ რაოდენ მონდომებული იყო ჩემი გუნდი. დიდი ხნის განმავლობაში ველოდით ამ მატჩს. გოლი მესამე წუთზე გავიტანეთ, რამაც საქმე მნიშვნელოვნად გააიოლა. კი ბატონო, ლევერკუზენელთა სისუსტეები დაინახეთ, მაგრამ ჩვენც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ.

გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩემს ბიჭებს ამ გამარჯვებას ვულოცავ.  მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ. გერმანიაში იმისთვის ჩამოვედით, რომ კარგი თამაში გვეჩვენებინა. ყველაფერი მომეწონა – გუნდური თამაშიც და ინდივიდუალური მოქმედებებიც“, – ციტირებს ბლანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ჰიიპია: „მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე ლევერკუზენის „ბაიერი“ შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ უცნაური რამ თქვა. ფინელი სპეციალისტის თქმით, „ბაიერი“ რიცხობრივ უმცირესობაში უკეთ თამაშობდა.

„ვერ იტყვით, რომ რაღაც არ გამოგვივიდა. უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდი გვყავდა მეტოქედ. „პსჟ“ უმაღლესი კლასის გუნდია, რომელმაც შთამბეჭდავად ითამაშა. როდესაც გოლს მესამე წუთზე უშვებ, ანგარიშის გათანაბრება უფრო რთული ხდება. ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. პირველ ტაიმში ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. პირველი გაშვებული გოლიდან 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ თამაშში ჩავრთულიყავით. მეორე ტაიმში ემირ სპაჰიჩი გააძევეს და მოედანზე ათი კაცით დავრჩით. მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“, – ჰიიპიას სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი

პსჟ აზარის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის

ცნობილი ფრანგული ჟურნალის „France Football“-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ლონდონის „ჩელსის“ ნახევარველის ედენ აზარის შეძენას შეეცდებიან. გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბი ბელგიელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

თავად ფეხბურთელის თქმით კი, იგი სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩემი შესაძლო ტრანსფერების შესახებ საუბრობენ. პსჟ დიდებული კლუბია და მას შესანიშნავი ფინანსური შესაძებლობები აქვს. თუმცა მე „ჩელსის“ მოთამაშე ვარ და სხვაგან გადასვლა არ მსურს. სამუშაო ადგილის შეცვლას არც მიმდინარე და არც შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვაპირებ“ – განაცხადა აზარმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კუთხურის ალამი არ დაინდო

19 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ნანტი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა, რომელიც მან ასე აღნიშნა:

ტიაგო სილვა: “პარი სენ-ჟერმენში” ვრჩები”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა აცხადებს, რომ ის კლუბის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს 2018 წლამდე გაახანგძლივა.

“დიახ, კლუბში ვრჩები, სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენში” იქამდე დავრჩები, სანამ კონტრაქტი ამომეწურება. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ზლატანი ნამდვილად დიდებული თავდამსხმელია”, – ამბობს სილვა.

მინო რაიოლა: „ოქროს ბურთი“ იბრაჰიმოვიჩს უნდა მოეგო“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტის მინო რაიოლას აზრით, „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად მისი კლიენტი იმსახურებდა.

„ჩემი აზრით, ზლატანი – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ჩემთვის იგი „ოქროს ბურთს“ მფლობელი ყოველდღე და ყოველ წამს არის. არ მაღელვებს, რომ მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ვიმეორებ, ჩემთვის იგი საუკეთესოა. ზლატანზე ძლიერი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ მინახავს, არ მინახავს მოთამაშე, რომელმაც თავის გამოჩენა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანისა“ და პსჟ-ს მაისურით მოახერხა.

იბრამ ეს ტიტული დაიმსახურა. ვფიქრობ, პირველი ადგილი მას უნდა დაეკავა.

მსურს, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ გულშემატკივრებმა მიიღონ, საუკეთესო ფეხბურთელს დამოუკიდებელი ორგანიზაცია ირჩევდეს და შედეგიც სამართლიანი იყოს“, – განაცხადა რაიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი: „ოქროს ბურთი“ სანტამ უნდა მოიგოს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ოქროს ბურთს“ პრეტენდენტებზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

„ოქროს ბურთი“? ვთვლი, რომ მას სამი ადამიანი იმახურებს, თუმცა, ეს პრიზი მაინც სანტა კლაუსს უნდა გადაეცეს“.

გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების ფორვარდი ფრანგულ კლუბში კარიერის შესაძლო დასრულებასაც შეეხო.

„ამ ვარიანტს განვიხლავ, თუმცა, მომავალზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. მიღწეულით კმაყოფილი არასდროს ვარ ხოლმე. გუნდი პროგრესირებს, მცირე პერიოდში ბევრს მივაღწიეთ და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პსჟ-ს ჩინებული შემადგენლობა ჰყავს და სამომავლოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა იბრამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პასტორე “პარი სენ-ჟერმენიდან” წასვლას არ აპირებს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე აცხადებს, რომ ის კლუბის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არგენტინელი მოთამაშის შეძენა იტალიურ “რომას” სურდა.

“ამჟამად, “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებას არ ვაპირებ. კლუბის ახალ ეპოქაში პირველი შენაძენი მე ვიყავი და ახლა, მინდა, რომ ბოლოს მე გამიშვან”, – ამბობს პასტორე.