ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს გაუზიარა საკუთარი მოსაზრება ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების შესახებ.

“ჩემი აზრით, ლიგის ფავორიტები არიან – “ჩელსი” და “ბაიერნი”, მათ შემდეგ კი “რეალი” და “ბარსელონა.” – განაცხადა იტალიელმა

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

კაპელოს ხელფასს არ უხდიან?

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დაადასტურა, რომ რამდენიმე თვე ხელფასს არ იღებს. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა კაპელოს შტაბის წევრებსაც არ აუღიათ. საქმე იმაშია, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირი სპონსორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რამაც გარკვეული შეფერხებები გამოიწვია.

“ფაბიოს ვესაუბრე და მან დამიდასტურა რომ მას და მისი გუნდის წევრებს ხელფასი ორ თვეზე მეტია არ აუღიათ. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. კაპელომ მხოლოდ ამის დადასტურება მთხოვა” – განაცხადა იტალიელი სპეციალისტის აგენტმა.

კაპელო: “რეალი” ჩემპიონთა ლიგის და პრიმერას ფავორიტია

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ჩემპიონთა ლიგის და ესპანური პრიმერას მთავარ ფავორიტად მადრიდის “რეალს” მიიჩნევს.

“ფეხბურთით ვცხოვრობ და დილიდამ საღამომდე მატჩების ყურებაში გამყავს დრო. შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდისტა ვარ და პირადად ჩემთვის “რეალი” პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. კარლო ანჩელოტი ძალიან ძლიერი სპეციალისტია, რომელმაც გამარჯვების მოპოვება იცის” – განაცხადა კაპელომ.

 

კაპელო: „კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ახლანდელი „იუვენტუსი“ იმ „იუვენტუსს“ შეადარა, რომელსაც 2004-2006 წლებში თავად წვრთნიდა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ტურინელთა ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე თავის დროზე მას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მწვრთნელის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო.

„კონტე იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს გუნდის მიერ უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები შედეგებით დაამტკიცა. კონტე თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ „იუვენტუსს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს. თქმა არ უნდა იმას, რომ ევროპაში უფრო სერიოზული კონკურენციაა, ვიდრე იტალიაში, თუმცა ანტონიოს ევროპულ დონეზეც შეუძლია მაღალი დონის ჩვენება. „იუვეს“ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ციფრები არ იტყუებიან – კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“, – კაპელოს სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.

მოგეხსენებათ, 5 იანვარს იტალიის სერია A მე-18 ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩიც „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შედგება. როგორც მოგეხსენებათ, კაპელოს ორივე გუნდში აქვს ნამუშევარი. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„თუ ტურინელები „რომას“ დაამარცხებენ, მაშინ მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება და ამის აღმოფხვრა რთული იქნება. ჩემი გული ნახევრად არის გაყოფილი – დაუვიწყარი დრო გავატარე რომშიც და ტურინშიც“, – განაცხადა კაპელომ.

ბექა დოგრაშვილი

კაპელო: „კონტე – საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია“

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ამჟამად რუსეთს ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს აზრით, ამჟამად იტალიის საუკეთესო მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელი ანტონიო კონტეა.

„კონტე გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტით მაშინ მივიდა, როდესაც „იუვენტუსს“ არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. ამ მომენტისთვის, კონტე – იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მე ამას მისი შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ. საუკეთესოა თუ არა იგი ევროპაში? ამ პასუხზე კითხვის გასაცემად კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება. დღეს ამ წოდებისთვის დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა კაპელომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპელო: „იოზილის გაშვება – „რეალის“ შეცდომაა“

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის წასვლა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არ ვიცი, თუ როგორ განხორციელდა ეს ტრანსფერო. მესუთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მადრიდული კლუბისთვის იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა. იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. „რეალის“ ხელმძღვანელდბმა დიდი შეცდომა დაუშვეს“, – თვლის კაპელო.

გარდა ამისა, ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზეც ისაუბრა:

„ოქროს ბურთი“, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მოიგოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ბწრყინვალე სეზონი ჰქონდა. გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების კარში მან უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა“.

კაპელო: „სამწვრთვნელო კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, რომელიც ამჟამად რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთვნელად მუშაობს, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მან, შესაძლოა, სამწვრთვნელო კარიერა დაასრულოს.

„მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგება რთული იყო, რადგან ჯგუფში პორტუგალიის სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა. რუსეთის დონის გუნდისგან წინადადების მიღება ჩემთვის ყოველთვის სასოამოვნოა. ასეა თუ ისე, სამწვრთვნელო კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ“, – განაცხადა კაპელომ ერთ-ერთი იტალიური რადიოს ეთერში.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპელომ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მას იტალიის ნაკრების მწვრთვნელობას სთავაზობდნენ, რაზეც მან უარი თქვა.

„მქონდა თუ არა იტალიის ეროვნული ნაკრების სათავეში მოსვლის შანსი? დიახ, ამ საკითხს ჩვენ განვიხილავდით კიდეც, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იტალიის ფეხბურთს ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ვთქვი. ამჟამად მხოლოდ რუსეთში მუშაობაზე ვფიქრობ. მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებთან შეთანხმება 2018 წლამდე მაკავშირებს“, – განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, პრესა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ კაპელოს იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ხშირად წერდა.

ალექსანდრე მატევოსოვი