კასილიასი: „მოურინიოსთან კონფლიქტი ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა, რომელიც ამჟამად „პორტუში“ თამაშობს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლლიქტის შესახებ ისაუბრა.

„იყო მომენტი, როდესაც არ მესმოდა, თუ რა ხდება. ყველამ ყურადღება ჩემზე გადაიტანა და მხოლოდ კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებდი.

ყველამ იცოდა, რომ მოურნიოსთან ბევრ ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ეს მე მეხებოდა. კლუბის ხელმძღვანელობას არ მივუთითე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა კასილიასმა დოკუმენტურ ფილმ „იკერის მემუარებში“.

ხამესს ბენიტესთან კონფლიქტი აქვს

როგორც ესპანური „El Confidencial“-ი წერს, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს გუნდის მთავარ მწვრთნელთან რაფაელ ბენიტესთან კონფლიქტი მოუვიდა.

„სევილიასთან“ წინა ტურის მატჩში ბენიტესმა პირველი წუთებიდან მეოდაბნზე გარეთ ბეილი გამოიყვანა, რომელმაც გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად ითამაშა. ხამესი კი, შესაბამისად, სათადარიგოთა სკამზე დარჩა. შეხვედრის შემდეგ ბენიტესმა განაცხადა: „ხამესი ჩიებეული ფეხბურთელია, მაგრამ მას ბევრი სამუშაო აქვს, რათა ძველ დონეზე დაბრუნდეს“.

დღეს ღამით კოლუმბიის ნაკრებმა ჩილესთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაიო ეტაპის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფაბრეგასი: „ვითამაშებდი თუ არა „რეალში?“

„ბარსელონასა“ და „არსენალის“ ყოფილმა და ამჟამინდელმა „ჩელსის“ ნახევარმველმა სესკ ფაბრეგასმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მადრიდის „რეალში“ თამაშის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„მოვუხდებოდი თუ არა „რეალს“? არ ვიცი, თუმცა ჩემს თამაშს კროოსის, მოდრიჩის და ხამესის სტილს ვამსგავსებ. მსგავსი კითხვები მე არ უნდა დამისვათ”, – ციტირებს ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს გამოცემა „Cope“.

გარდა ამისა, ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ „სევილიასთან“ პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩის პირველ 35 წუთში მას „რეალის“ თამაში მოეწონა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა მადრიდელებმა ანგარიშით 2:3 წააგეს.

მესიმ ბურთთან ვარჯიში დაიწყო და „რეალთან“ თამაშს იმედოვნებს

„ბარსელოანას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ძალებს არ იშურებს, რათა მადრიდის „რეალთან“ ესპანეთს პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში ითამაშოს. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლოს ბურთთანაც ივარჯიშა.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ იმედოვნებს, რომ არგენტინელი კლუბისთვის პრინციპულ მატჩში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, მესი თავის გუნდს ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა, რადგან გამოჯანმრთელებას ვერ მაოსწრებდა, თუმცა, ბოლო სიახლეებით, როგორც ჩანს, მას თამაშის შანსი გაუჩნდა. ლიონელმა ტრავმა „ლას-პალმასთან“ პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩში მიიღო.

რამოსმა პიკეს უპასუხა: „ელ კლასიკოს დროს თითქმის ორგაზმს ვაღწევ“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა მოახლოებული „ელ კლასიკოს“ შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პრინციპული მატჩში მას თითქმის ორგაზმისთვის მიუღწევია. აქამდე „ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ „რეალთან“ შეხვედრასთან დაკავშირებით მსგავსი რამ განაცხადა.

„არ ვიცი, პირადად მე ელ კლასიკოს დროს ორგაზმი არასდროს მქონია, თუმცა ამასთან ახლოს ვიყავი“, – განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.

“რეალის” ფანი და ფიფას აგენტობაზე მეოცნებე მოდელი

ეს მომხიბლავი მოდელი მარტა არიანე გახლავთ. უყვარს გოლფის თამაში, ქომაგობს მადრიდის “რეალს” და აქვს ოცნება, რომ მოიპოვოს ფიფას აგენტის ლიცენზია.

Marta Ariane 1Marta Ariane 2Marta Ariane 3Marta Ariane 4Marta Ariane 5

რაული : „ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს“

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც ამჟამად კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს და “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, FIFA.COM-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს საფეხბურთო კუთხით და სათამაშო დონე დღითი-დღე უმჯობესდება.

– ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, “ნიუ იორკ კოსმოსთან” კონტრაქტის გაფორმება რამ გადაგაწყვეტინათ?

– მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში კარიერის გაგრძელება, პირველ რიგში არის ფეხბურთის სიყვარული და “ნიუ-იორკ კოსმოსის” მიმზიდველი პროექტი. ვთვლი, რომ ფეხბურთი ამერიკაში დღიდი-დღე ვითარდება, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კი შევეცდები ხელი შევუწყო პროგრესს.

– აქტიური საფეხბურთო ცხოვრების სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?

– ფეხბურთი ჩემი ვნებაა და ახლა ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ვითამაშო ფეხბურთი. ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.

– “ნიუ-იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისური უკვე დაკავებული იყო და მისმა მფლობელმა ის უყოყმანოდ გადმოგცათ…

– “რეალში” მქონდა პატივი მეტარებინა 7-ნომრიანი მაისური, “შალკეში” და ყატარში გადასვლისას ტრადიცია გავაგრძელე. ნიუ-იორკში გადმოსვლისას გარსიამ უყოყმანოდ დამითმო მაისური, ამას კი ძალიან ვაფასებ.

“რელმა“ „სევილიასთან“ წააგო

მადრიდის „რეალმა“ რაფაელ ბენიტესის მოსვლის შემდეგ პირველად წააგო. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში „ბლანკოსმა“ „სევილიასთან“ სტურმად 2:3 დათმო.

22-ე წუთზე სტუმრები სერხიო რამოსის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა 14 წუთში წონასწორობა ჩირო იმობილემ აღადგინა. შესვენების შემდეგ თავი ევერ ბანეგან და ფერნანდო ლიორენტემ გამოიჩინეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი „რეალმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – თავი ხამეს როდრიგესმა გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით „სევილიამ“ 15 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა, „რეალის“ აქტივში კი 24 ქულაა, ამჟამად მადრიდელები მეორე ადგილს იკავებენ და „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩევიან.

„სევილია“ – „რეალი“ 3:2
გოლები: იმობილე 36′, ბანეგა 61′, ლიორენტე 74 – რამოსი 22′, როდრიგესი 90+3′

გაფრთხილებები: იმობილე 37′ – ნაჩო 5′

ტიაგო სილვა: „ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ პსჟ-ში გადავა“

პსჟ-ს მცველის ტიაგო სივლას აზრით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კარიერას მის გუნდში გააგრძელებს.

„ვფიქრობ, რონალდუ პსჟ-ში გადავა. არ ვიცი, ბლანს მან კონკრეტულად რა უთხრა, რადგან მწვრთნელი ჩვენ თავის საუბრებს არ გვიზიარებს, მაგრამ მე საუკეთესოს იმედი მაქვს. სხვათა შორის, რონალდუ ფრანგულად კარგად საუბრობს. შესაძლოა, ენა მან ჩემზე უკეთესადაც კი იცოდეს. ასე რომ, პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში, კრიშტიანუს ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად ექნება“, – ციტირებს ფეხბურთელს „Le Parisien“-ი.

რონალდუ: “მე ვარ საუკეთესო, მე ვარ ლეგენდა”

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და ამის თქმას არც ერიდება.

“არ მჭირდება იმის თქმა, რომ ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევედი. მე ვარ ლეგენდა. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

კიდევ უფრო გაუმჯობესება რთულია.

ჩემი აზრით, მე ვარ ყოველთვის საუკეთესო. არ მადარდებს, რას ფიქრობს და ამბობს ხალხი. ჩემი აზრით, არამხოლოდ წელს, არამედ ყოველთვის მე ვიყავი საუკეთესო.

პატივს ვცემ სხვების აზრს. შესაძლოა, თვლიდეთ, რომ მესი ჩემზე უკეთესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მას ვჯობივარ”, – რონალდუს ეს კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ 314 მატჩში 326 გოლი გაიტანა.

 

„რეალმა“ „ბარსელონას“ შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის „რელმა“ პსჟ 1:0 დაამარცხა. ამით „ბლანკოსმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავისი წაუგებელი სერია 19 მატჩამდე გაზარდა, რის შესახებ „Infostrda“ იტყობინება.

ბოლოს ჯგუფურ ეტაპზე „რეალმა“ 2012 წლის 24 ოქტომბერს წააგო – მაშინ მადრიდელები დორტმუნდის „ბორუსიამ“ 1:2 დაამარცხა.

ამრიგად, „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ შედეგი გაიმეორა, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა.

მოგების მიუხედავად, სერხიო რამოსი პსჟ-სთან მატჩით უკმაყოფილოა

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსჟ დაამარცხა, „ბლანკოსის“ მცველი სერხიო რამოსი თავისი გუნდის ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„ჯამში, ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, თუმცა პოზიტიური მომენტები გვქონდა. რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს. პარიზში უკეთესად ვითამაშეთ და ქულა მივითვალეთ. დღეს უარესად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მოგებისთვის ბრძოლაა საჭირო.

უნდა გვიხაროდეს, რომ პლეიოფში მოვხვდით, მაგრამ დაშვებული შეცდომების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება“, – ციტირებს რამოსს AS-ი.