ესპანეთი — თურქეთი
შეხვედრის ადგილი: ნიცა; “ალიანც რივიერა”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 17 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
დღეს ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის მატჩი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ეს კვირა ამაღლებული განწყობით განვლეს, ხუანფრანი თანაგუნდელებს აფრთხილებს: “პირველი გამარჯვებისგან გამოწვეული სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს”. ესპანელები ევრო-2004-ის მწარე გაკვეთილს არ ივიწყებენ, როცა “ფურია როხამ” ჯგუფის სასტარტო მატჩი მოიგო, თუმცა შემდედ ფრე ითამაშა, მესამე შეხვედრაში კი სულაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. ესპანელებს თურქებთან 1954 წლის მარტის შემდეგ არ წაუგიათ და დღესაც გამოკვეთილ ფავორიტებად მიიჩნევიან.
თურქები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ესპანელებს ბურთით თამაში უყვართ. აქედან გამომდინარე ფათიჰ თერიმის გუნდს მოედანზე ბევრი სირბილი მოუწევს. თურქეთის ნაკრები კონტრშეტევებზე საკუთარ შანსს უნდა დაელოდოს და მაქსიმალურად შეეცადოს მომენტების გამოყენებას. ხორვატიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ თურქებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმც იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან უწევთ დაპირისპირება.
ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
27.03.16 |
ამხ. |
რუმინეთი |
ესპანეთი |
0:0 |
|
29.05.16 |
ამხ. |
ესპანეთი |
ბოსნია/ჰერცეგ. |
3:1 |
|
01.06.16 |
ამხ. |
ესპანეთი |
კორეა |
6:1 |
|
07.06.16 |
ამხ. |
ესპანეთი |
საქართველო |
0:1 |
|
13.06.16 |
ამხ. |
ესპანეთი |
ჩეხეთი |
1:0 |
|
თურქეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
29.03.16 |
ამხ. |
ავსტრია |
თურქეთი |
1:2 |
|
22.05.16 |
ამხ. |
ინგლისი |
თურქეთი |
2:1 |
|
29.05.16 |
ამხ. |
თურქეთი |
მონტენეგრო |
1:0 |
|
05.06.16 |
ამხ. |
სლოვენია |
თურქეთი |
0:1 |
|
12.06.16 |
ეჩ. |
თურქეთი |
ხორვატია |
0:1 |
|
ურთიერთშეხვედრები:
01.04.09 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 1:2 ესპანეთი
29.03.09 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 1:0 თურქეთი
31.05.67 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 2:0 თურქეთი
01.02.67 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 0:0 ესპანეთი
17.03.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 2:2 ესპანეთი
14.03.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: თურქეთი 1:0 ესპანეთი
06.01.54 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 4:1 თურქეთი
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მნიშვნელოვანია, რომ პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ამ მოგებით არ უნდა გავერთოთ. მომდევნო შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა შევხვდეთ. თურქეთის ნაკრებს ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, დაკომპლექტებულია ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით. იმ გამოწვევებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელსაც მოედანზე წავაწყდებით.
არა მგონია, რომ თურქები დაცვაში ჩაჯდნენ და ინიციატივის გამოჩენაზე უარი თქვან. მათაც ძალიან უყვართ ბურთის ფლობა. მათ სტილს კარგად ვიცნობ. ისინი ასე უბრალოდ არასდროს ნებდებიან, საკადრის პასუხს გაგვცემენ ყველაფერზე, რასაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენთვის პრობლემების შექმნას შეეცდებიან”.
ფათიჰ თერიმი (თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მე ის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც გუნდს დაცვაში ჩაჯდომასა და ბურთის მოგერიებას სთხოვს. აქტიური თამაშის გარეშე ესპანეთის ნაკრებთან ვერაფერს გააწყობ. თუ აქცენტს მხოლოდ თავდაცვით თამაშზე გავაკეთებთ, მეტოქე მაინც გაარღვევს დაცვის ხაზს. ამიტომ, ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.
პირველ მატჩში საკლუბო გუნდს უფრო ვგავდით, ვიდრე ნაკრებს. ეს არავის არ მოგვეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ სათანადოდ ვერ ვითამაშეთ”.
საინტერესო ფაქტები:
— ესპანეთის ნაკრებს 52 წელია თურქეთის ეროვნულ გუნდთან არ წაუგია;
— ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ ორივე მატჩში დაამარცხა;
— თურქებს ესპანელები მხოლოდ ერთხელ ჰყავთ დამარცხებული (1:0) – შორეულ 1954 წელს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო; მორატა.
თურქეთი: ბაბაჯანი; გიონული, კაია, ბალთა, ერქინი; თოფალი, ინანი, იოზუაქუფი; შენი, ჩალჰანოღლუ, არდა თურანი.
Fanebi.com-ის პროგნოზი
ესპანეთი 2:0 თურქეთი