კოლუმბია — ურუგვაი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კოლუმბიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ლოს კაფეტეროსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდს მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.

„მონაკოში“ მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 43 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ურუგვაის ნაკრების მხარდაჭერა ლუის სუარესს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ურუგვაის ნაკრების გასახდელში ლუის სუარესის მაისური გამოჩნდა.

Screen-Shot-2014-06-28-at-7.50.12-PM

როგორ შეხვდნენ ლუის სუარესს ურუგვაიში

როგორც იცით, ფიფამ ლუის სუარესი ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდნენ სახლში მყოფ სუარესს გულშემატკივრები ურუგვაიში.

პროტესტის ნიშნად ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ფიფა-ში დაკავებული პოსტები დატოვა

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ლუის სუარესის დისკვალიფიკაიასთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად ფიფა-ში დაკავებული ყველა პოსტი დატოვა, რის შესახებაც BBC-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ტაბარესი ფიფა-ს სტრატეგიული კომიტეტისა და სპეციალური გამოძიების ჯგუფის წევრი იყო.

„ვთვლი, რომ იმ ორგანიზაციაში დარჩენა, რომელმაც სუარესს მსგავსი დისკვალიფიკაია დაუწერა, არასწორია“, – განაცხადა ურუგვაელთა დამრიგებელმა.

კვლევა: თქვენი დაკბენის უფრო დიდი შანსი ვის აქვს – სუარესს თუ ზვიგენს?

28 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაის ნაკრები კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ურუგვაელები მოედანზე ლიდერის, ლუის სუარესის გარეშე გავლენ. რატომ? მიზეზი ყველასათვის ცნობილია. 27 წლის თავდამსხმელმა იტალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ფიფამ კი ის მკაცრად დასაჯა. აღსანიშნავია, რომ სუარესს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისათვის ადრეც უკბენია.

ბრიტანული New Statesman-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორია შანსი იმისა, რომ სუარესმა მეტოქეს უკბინოს. სტატიის თანახმად, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ სუარესმა ფეხბურთელს უკბინოს, ვიდრე ზვიგენმა ადამიანს.

2005 წლიდან მოყოლებული ლუის სუარესს ურუგვაის ნაკრებსა და სხვადასხვა კლუბებში სულ 441 მატჩი აქვს ჩატარებული. ურუგვაელს თითო მატჩში 11 სასტარტო შემადგენლობის, ხოლო სამი სათადარიგო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში შეეძლო. გამომდინარე აქედან, მას სულ 6160 მოთამაშის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუარესმა სულ სამჯერ გამოიყენა თავისი კბილები ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაშინ დაახლოებით 2000-დან ერთია შანსი იმისა, რომ მან რომელიმე ადამიანს უკბინოს. რაც შეეხება ზვიგენს, 3.7 მილიონიდან ერთია შანსი იმისა, რომ მან ადამიანს უკბინოს.

ფლორიდაში, ახალი სმირნას პლაჟზე ალბათობა იმისა, რომ ზვიგენი ადამიანს უკბენს 2808-ში ერთია. როცა პლაჟს ყველაზე მეტი დამსვენებელი ჰყავდა, მაშინ ეს მაჩვენებელი 1800-დან ერთი იყო.

ასევე, ავიაკატასტროფა 11 მილიონიდან ერთხელ ხდება, ამერიკაში კი მკვლელობის ალბათობა 6100-ში ერთია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ სუარესი ტაისონზე საშიში არ არის. ეს მოკრივე 50 შემთხვევაში ერთხელ იკბინება.

პრევიუ: კოლუმბია – ურუგვაი

სუარესის გარეშე დარჩენილი ურუგვაი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კოლუმბიას შეხვდება. 

კოლუმბიამ და ურუგვაიმ ჯგუფური ეტაპი განსხვავებულად გაიარეს. კოლუმბიელებმა 1/8-ფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს, ურუგვაიმ კი მესამე ტურის ბოლო წუთებზე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.

კოლუმბიის ნაკრების თავკაცი ხოსე პეკერმანი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ პირევლი ორი ტურის მატჩებიდან გამომდინარე დააყენებს. მესამე შეხვედრაში პეკერმანმა უახლოეს რეზერვს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ურუგვაის ნაკრებმა იტალიასთან მატჩში ლუის სუარესი დაკარგა. ინგლისთან და იტალიასთან ტაბარესმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კავანი-სუარესის შემტევი დუეტის კლასსზე გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაში სუარესს სავარაუდოდ ფორლანი შეცვლის, თუმცა საკითხავი ის არის, რამდენად მოახერხებს ვეტერანი გუნდის ლიდერის სრულფასოვან შეცვლას.

კოლუმბია – ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლოები:

კოლუმბია: ოსპინა – არმერო, საპატა, იეპესი, სუნიგა – კარლოს სანჩესი, აგილარი – კუადრადო, ხამეს როდრიგესი, იბარბო – გუტიერესი.

ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა.პერეირა – გონსალესი, რიოს, კრისტიან როდრიგესი – ლოდეირო – ფორლანი, კავანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Colombia_Uruguay_GEO_2

სევდიანი ლუის სუარესის ემოციური დამშვიდობება ურუგვაის ნაკრების წევრებთან

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ემშვიდობება ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრების წევრებს.

ურუგვაის პრეზიდენტი სუარეს იცავს: “ეს მხოლოდ ხუმრობა იყო”

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ლუის სუარესს გამოექომაგა და თქვა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ჯორჯო კიელინის მხოლოდ გაეხუმრა.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. თავდაპირველად, მსაჯმა დამნაშავეს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა, მაგრამ საბოლოოდ, ფიფამ სუარესი მკაცრად დასაჯა.

“ეხ მხოლოდ ბავშვური ხუმრობა იყო. მსაჯმა სუარესს ყვითელი ბარათიც არ უჩვენა, შემდეგ კი ფიფამ ფეხბურთელი დასაჯა. თუ საქმე ასეა, მაშინ ყველა დაუნიშნავი ჯარიმა უნდა გამოვიძიოთ და შემდეგ ფეხბურთელები დავსაჯოთ. სუარესი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ის ზოგჯერ პატარა ბავშვივით იქცევა”, – ამბობს ურუგვაის პრეზიდენტი.

4-თვიანი დისკვალიფიკაციით დამწუხრებული სუარესი

იმის გამო, რომ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ლუის სუარესი საკმაოდ მკაცრად დაისაჯა და ის მოედანზე გასვლას ოთხი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

Daily Mail-მა მოიპოვა ფოტოები, რომლებიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც ურუგვაელმა დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო.

article-2670831-1F2925DD00000578-71_634x418

article-2670831-1F29659000000578-449_634x424

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389 (1)

article-2670831-1F2957BF00000578-83_634x389

ფიფამ სუარესს მკაცრი განაჩენი გამოუტანა

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლუის სუარესი მკაცრად დასაჯა. ჯორჯო კილეინის კბენისთვის ურუგვაელთა ლიდერს 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეასაჯა. ასევე, ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან სუარესი ოთხი თვით მოკვეთეს.

განაჩენის შედეგად სუარესი “ლივერპულს” ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. ინგლისურ კლუბს მის გარეშე 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათ შორის გასვლას “მანჩესტერ სიტისთან” და “ევერტონთან” გასამართ მნიშვენლოვან დერბის.

სუარესი მოედანს პირველ ნოერმბერს “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” მატჩში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში დარჩება.

მკაცრი სანქციების გარდა სუარესს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ურუგვაელს 100,000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, ურუგვაის და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს უსიამოვნო ინტიდენტი შეხვედრის 79-ე წუთზე მოხდა, თუმცა მსაჯს ეს ეს ეპიზოდი გამოეპარა.

ჯოი ბარტონი: “ლუის სუარესი მიყვარს”

ინგლისური “ქუინს პარკ რეინჯერსის” ფეხბურთელი ჯოი ბარტონი აცხადებს, რომ მას ლუის სუარესი უყვარს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“სუარესი და მისი სათამაშო სტილი მიყვარს. ძალიან მინდა, ის ჩემი გუნდის წევრი იყოს. იმით, რომ მან კიელინის უკბინა, სამყაროს დასასრული არ მომხდარა”, – ამბობს ბარტონი.

ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.