ბრაზილიის ნაკრებმა საფრანგეთში გაიმარჯვა (ვიდეო)

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის პარიზის “სტად დე ფრანსზე” გამართული ამხანაგური მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში “სამფეროვნებმა” 21-ე წუთზე გახსნეს, გოლი რაფაელ ვარანმა გაიტანა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ოსკარმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე “პენტაკამპიონე” ნეიმარის გოლის წყალობით დაწინაურდა. 69-ე წუთზე კი ლუის გუსტავომ საბოლოო წერტილი დასვა — 1:3.

მორიგ ამხანაგურ მატჩს ფრანგები 29 მარტს დანიელებთან ჩაატარებენ. იმავე დღეს ბრაზილიელები ჩილეს გაეჯობრებიან.

ამხანაგური მატჩი:
საფრანგეთი — ბრაზილია 1:3 (1:1)

გოლები: ვარანი 21′ — ოსკარი 40′, ნეიმარი 57′, ლუის გუსტავო 69′.

ჰოლანდიელმა კომენტატორმა ლალანას გვარი მუსიკალურად გააჟღერა

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “ლივერპულმა” “სუონსი სიტი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა ადამ ლალანამ, რომლის გვარიც ჰოლანდიელმა სპორტულმა კომენტატორმა პირდაპირი ტრანსლაციის დროს მუსიკალურად გააჟღერა.

შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია

თურქეთის სუპერლიგის XIV ტურში “ბალიკესირსპორსა” და “ქასიმფაშას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია. ქართველმა სპეციალისტმა “ქასიმფაშას” ინერციით მომავალი მოთამაშის შეჩერება სცადა, თუმცა ფეხბურთელი წაიქცა და კინაღამ თავკაციც წააქცია.

მატჩი “ბალიკესირსპორის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. “ქასიმფაშა” სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

როგორ ეწეოდა არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრამ ლონდონის “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რამდენიმე წლის წინათ გადაღებული ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, რომ “მონაკოს” იმდროინდელი თავკაცი არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს ეწეოდა.

შერგელაშვილმა “გურიას” კარში თვალსასეირო გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIV ტურში “დინამო თბილისსა” და “გურიას” შორის მიმდინარე მატჩში მასპინძელთა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა სტუმრებს მეტად თვალსასეირო გოლი გაუტანა.

რუმინელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ფეხი მოსტეხა და 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (+18)

რუმინეთის თასის გათამაშებაზე “კრაიოვასა” და კონსტანცის “ვიიტორულს” შორის გამართულ მატჩში (2:1) სტუმართა მცველმა ალინ შერონიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი მოსტეხა.

შერონი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა ფეხი ნიკუსორ ბანკუს მოარტყა და ამ უკანასკნელსაც წვივის ძვალი გადაუტყდა. შერონის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით შესაბამისმა ორგანომ აღნიშნულ ეპიზოდზე იმსჯელა და ფეხბურთელს 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ბრომვიჩთან” მარცხს გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურის დასკვნითი მატჩი “ჰოტორნსზე” გაიმართა, სადაც “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-8 წუთზე სტეფან სესენიონმა გაიტანა. შესვენების შემდეგ “წითელმა ეშმაკებმა” მარუან ფელაინის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. სხვათა შორის, ბელგიელი ფეხბურთელისთვის ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გატანილი პირველი გოლია. 66-ე წუთზე საიდო ბერაჰინომ მასპინძლები კვლავ დააწინაურა. ლუი ვან გაალის გუნდი მარცხს დეილი ბლინდის მიერ 87-ე წუთზე გატანლი გოლის წყალობით გადაურჩა — 2:2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 12 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრლში მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “ვესტ ბრომვიჩს” აქტივში 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილი უკავია.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ინგლისის პრემიერლიგა
“ვესტ ბრომვიჩი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:2 (1:0)
გოლები: სესენიონი 8′, ბერაინო 66′ — ფელაინი 48′, ბლინდი 87′.

ხელით გატანილი გოლის წყალობით “ემპოლიმ” “ჯენოასთან” ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს VII ტურის დასკვნითი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” “ემპოლი” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლეს: მარცხენა ფრთიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ გენუელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, ბურთი ხელზე მოხვდა “ემპოლის” მცველ ლორენსო ტონელის და კარში შეგორდა. არბიტრებმა ვერ შენიშნეს, რომ ტონელიმ ხელით ითამაშა და გოლი ჩაითვალა — 1:1.

“ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში, იბრძოდა ბურთისთვის, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და საჭირო დროს დაცვასაც მიეხმარა.

იტალიის სერია A
“ჯენოა” — “ემპოლი” 1:1 (0:1)
გოლები: ბერტოლაჩი 14′ — ტონელი 77′.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

განრისხებულმა თერიმმა პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე ლატვიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობის დროს თურქთა მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იმდენად განრისხდა, რომ პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა.

მესი, რონალდუ და FIFA-ს ბოლო წლების სხვა საუკეთესო ფეხბურთელები

Fanebi.com-ი გიჩვენებთ ბოლო ხუთ წელიწადში როგორი ევოლუცია განიცადეს ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ, როგორ პროგრესირდნენ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი და როგორ დაეცა იკერ კასილასის დონე.

ვიდეოთამაშ FIFA-ს რეიტინგით, მესი და რონალდუ ბოლო ექვსი წელიწადია, საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედიან.

 

FIFA 10: კასილასი (რეიტინგი 90), მესი (90), რონალდუ (89)

FIFA 11 : მესი (90), კასილასი (89), რონალდუ (89)

FIFA 12: მესი (94), რონალდუ (92), ჩავი (92)

FIFA 13: მესი (94), რონალდუ (92), ინიესტა (90)

FIFA 14: მესი (94), რონალდუ (92), რიბერი (90)

FIFA 15: მესი (93), რონალდუ (92), რობენი (90)

 

ულამაზესი გოლი, რომლის შექმნაში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა

ტაილანდისა და ჩინეთის 23 წლამდე ნაკრებებს შორს გამართულ მატჩში (2:0) ორივე გუნდის ფეხბურთელების მიერ შექმნლი ლამაზი კომბინაცია ეფექტური გოლით დაგვირგვინდა.

დიახ, გოლის ეპიზოდში ორივე ნაკრებს მოთამაშეებმა მიიღეს მონაწილეობა: ერთ-ერთი შეტევის დროს ტაილანდელმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ქუსლით დააბრუნა, შემდეგ ჩინელმა მცველმა უხეიროდ ითამაშა და ასევე ქუსლით ბურთი კიდევ უფრო მიაახლოვა საკუთარ საჯარიმოს, საბოლოო ჯამში კი – ტაილანდელმა თავდამსხმელმა ადისაკ კრაისორნმა აკრობატულ ნახტომში ლამაზი გოლი გაიტანა.

გთავაზობთ ამ გოლის ამსახველ ვდეომასალას.

“რეალმა” კატალონიის ტელევიზიას საქმე მოუგო

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ კატალონიურ ტელეარხ TV3-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოუგო.

გასული წლის თებერვლის თვეში ТV3-მა ეთერში სკანდალური ვიდეორგოლი გაუშვა. აღნიშნულ ვიდეოში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები აფთრებთან იყვნენ შედარებულნი, რომლებიც ლიონელ მესის მისდევენ (ვიდეოში ის ეპიზოდებია შესული, როცა “სამეფო კლუბის” მოთამაშეები კატალონიური გუნდის ლიდერის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევენ).

“რეალის” ფეხბურთელების აფთრებთან შედარების გამო სასამართლომ ტელეარხ TV3-ს 20 ათასი ევრო დააკისრა.