“ზენიტი” – “ბორუსია” (სასტარტო შემადგენლობები)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, თბილისის დროით 21:00 საათზე, დაიწყება მატჩი, რომელშიც “ზენიტი” საკუთარ მოედანზე “ბორუსიას” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ზენიტი”: ლოდიგინი, ანიუკოვი, ლომბარტსი, კრიშიტო, ნეტო, ფაიზულინი, არშავინი, ვიტსელი, შატოვი, ჰალკი, რონდონი.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი, მხითარიანი, როისი, გრისკოიცი, ლევანდოვსკი.

კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:

„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.

თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

კელი: “ზენიტი პროგრესირებს”

“ბორუსიას” ნახევარმცველმა სებასტიან კელმა “ზენიტთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა და რუსული გუნდის პროგრესი აღნიშნა.

“ზენიტს ჯერ კიდევ შესვენება აქვს ჩემპიონატში, მაგრამ ეს ჩვენთვის უპირატესობა არ არის. მოწინააღმდეგე კარგ ფორმაშია და სათამაშოდ მზად არის. “ზენიტს” ბოლო წლებში დიდი პროგრესი აქვს. რთული შეხვედრა გველოდება” – განაცხადა კელმა.

კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.

„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

დინამოელები ზენიტს დაუზავდნენ

თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელთა მეტოქე პეტერბურგის ზენიტის მეორე გუნდი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსაჯთა ბრიგადა რუსეთიდან იყო და ხშირად არაობიექტურ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. მატჩი თანაბრად წარიმართა, თუმცა თბილისელებმა საგოლე მომენტებით აჯობეს პეტერბურგელებს. შეხვედრის დებიუტში მე–12 წუთზე ერისთავმა გახსნა ანგარიში. 28–ე წუთზე იაშუკმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში უჩა სოსიაშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. ბიძინა მახარობლიძემ 57–ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ზუევმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება 2:2 და არბიტრმაც დაასრულა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დინამოელებმა ამკარს აჯობეს, გაუტანეს რა ექვსი უპასუხო გოლი და შემდეგ შახტარს მოუგეს 2:0.

დინამო–2  2:2  ზენიტი–2

გოლები:  1:0 ერისთავი 12’  1:1 იაშუკი (პენ) 28’  2:1 მახარობლიძე 57’  2:2 ზუევი 90+3

დინამო–2: კულუა, ჯაფიაშვილი, სანდრო გურეშიძე, ლოჩოშვილი, სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, ჯიშკარიანი (ლობჟანიძე 46), გიორგი გურეშიძე (მახარობლიძე 46), ერისთავი (წილოსანი 81), ზივზივაძე (დიასამიძე 75)

jpeg

“ნაპოლი” და “ლივერპული” რუსული “ზენიტის” მცველით დაინტერესდნენ

“ზენიტის” მცველი ლუიშ ნეტუ “ნაპოლის” და “ლივერპული” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

იტალიური კლუბის მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი თავისი გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებს 25 წლის პორტუგალიელით აპირებს.

“ნაპოლის” წარმომადგენლებმა რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

ამასთან ერთად, მოთამაშის მიმართ ინტერესს “ლივერპულიც” იჩენს.

„ტოტენჰემი“ ჰალკით დაინტერესდა

ბრიტანული პრესის ცნობით, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელ ჰალკით დაინტერესდა.

„სპორტს დირექტ ნიუსის“ ინფორმაციით, „დეზები“ მზად არიან, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღონ და კლუბის სატრანსფერო რეკორდიც მოხსნან. ცნობისთვის, „ტოტენჰემმა“ თავის დროზე რობერტო სოლდადოს სანაცვლოდ 26 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, ერიკ ლამელას ნაცვლად კი – 30 მილიონი. ინგლისური კლუბი ჰალკის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა „ზენიტის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ჰალკს თანაგუნდელები თავს დაესხნენ (ვიდეო)

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელ თავდამსხმელ ჰალკს თანაგუნდელები ვარჯიშის შემდეგ თავს დაესხნენ, თუმცა ბრაზილიელმა რამოდენიმე ფეხბურთელის ერთიან იერიშს გაუძლო. ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობით ხდებოდა.

ვუჩინიჩმა “ზენიტს” უარი უთხრა

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდფმა მირკო ვუჩინიჩმა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადასვლაზე უარი თქვა.

მონტენეგროელს ტურინის დატოვება მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სურს. ვუჩინიჩის ტრანსფერი მილანის “ინტერში” ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ჩიაშალა.

“ინტერის” გარდა ვუჩინიჩისადმი ინტერესს რამოდენიმე კლუბი იჩენდა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება მხოლოდ “ზენიტმა” გააკეთა და ფეხბურთელისგან უარიც მიიღო. ვუჩინიჩს კვალვ “ინტერში” სურს თამაში.

“ზენიტი” გარაიში 20 მილიონს იხდის

“ბენფიკას” 27 წლის ცენტრალური მცველი ეზეკილ გარაი რუსული “ზენიტის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ზენიტი” მზად არის ფეხბურთელში 20 მილონი ევრო გადაიხადორს. სწორედ აღნიშნული თანხაა მითიტებული მცველის კონტრაქტში.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თანხის ნახევარს მადირიდის “რეალი” მიიღებს, რომლის ღირსებასაც გარაი “ბენფიკაში” გადასვლამდე იცავდა.

“ფიორენტინა” რონკალიას შეელევა

“ფიორენტინას” ხელმძღავანელობა მზად არის 26 წლის არგენტინელ მცველ, ფაკუნდო რონკალიას დაემშვიდობოს, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.

იტალიური პრესის ცნობით რონკალიას სამსახურით სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” არის დაინტერესებული. მიმდინარე სეზონში, მცველმა 10 მატჩში მიიღო მონაწილოება. ავტორიტეტული გერმანული ვებ-გვერდი Transfermarkt-ი რონკალიას 5,5 მილონ ევროდ აფასებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი