კაპელო: „ანჩელოტი „რეალს“ მოურინიოზე მეტად უხდება“

რუსეთს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალი“ სწორად მოიქცა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი დანიშნა.

„ვფიქრობ, ანჩელოტი „რეალში“ დიდი ხანი იქნება. მადრიდელთათვის იგი ჩინებული მწვრთნელია. მისი სტილი იმ კლუბს უხდება, რომელიც დიდ მატჩებში იბრძვის. კარლო, წინა მწვრთნელთან შედარებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ იყო, გუნდის ნაწილია.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ისკოსთვის მან სწორი ვარიანტი აირჩია. ამ პოზიციაზე იგი „მალაგაში“ თამაშისას გამოდიოდა.

ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას? მას სიომეონე და ანჩელოტი ერთად იმსახურებენ. „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 91-ე წუთამდე იგებდა. დიეგომ უდიდესი სამუშაო შეასრულა“, – განუცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა გამოცემა „მარკას“.

მოურინიო: „ზოგჯერ მგონია, რომ „ჩელსი“ საშინაო მატჩებს ცარიელ სტადიონზე ატარებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გულშემატკივრები დაიწუნა.

„ყველამ იციას, თუ როგორი ურთიერთობა მაკავშირებს ამ კლუბთან და მის გულშემატკივრებთან. ამ მომენტისთვის საშინაო მატჩებში გვიჭირს, რადგან მგონია, რომ ცარიელი ტრიბუნაბის წინაშე ვთამაშობთ.

ასეთ პირობებში მატჩში სათანადო განწყობით შესვლა ადვილი არ არის.

დღეს სხვადასხვა მხარეს გავიხედე და მივხვდი, რომ სტადიონი ცარიელი იყო. ამ შემთხვევაში, დასწრებადობას არ ვგულისხმობ. ეს ფაქტი გულდასაწყვეტია“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

მოურინიო დელ ბოსკეს ადანაშაულებს

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხარა, რომ დიეგო კოსტას ტრავმა ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის და ვისენტე დელ ბოსკეს ბრალია.

“დიეგო კოსტა ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ საავადმყოფოში გაემგზავრა, თუმცა მას ამანაც ვერ უშველა. “მანჩესტერთან” მატჩი ფორვარდმა არა ვირუსის, არამედ ტრავმის გამო გამოტოვა.

კოსტამ ესპანეთის ნაკრებში სამ დღეში ორი შეხვედრა ითამაშა და ტრავმაც ამის გამო მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ ფეხბურთელი “ქპრ”-სთან დაგვიბრუნდება” – განაცხადა მოურინიომ.

ჟოზე მოურინიოს რეაქცია ვან პერსის გოლზე

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედისგან” მატჩის ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ძალიან უკმაყოფილო იყო.

ვან გაალი: “მოურინიო განსაკუთრებულია”

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ლონდონის “ჩელსის” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელ ლუი ვან გაალი მოუთმენლად ელოდება “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები ვან გაალის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში გადადგა. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შენიშნა მანამდე ყველასთვის უცნობი მოურინიო, რომელიც იმხანად “ბარსელონას” თავკაც ბობი რობსონის თარჯიმნად მუშაობდა. რობსონის შემდეგ კატალონიური გუნდი ვან გაალმა ჩაიბარა, რომელმაც თანაშემწის პოზიციაზე პორტუგალიელი აიყვანა.

Mourinho - van Gaal

“მოურინიო ძალზედ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია და მე მომწონს ეს. განა ამაში რამე გასაკვირია?!

გასაკვირი ის გახლავთ, რომ ჟოზე დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ადამიანი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა მოხდება მომავალში და ეს იწვევს გაკვირვებას. ხალხს ვერ წარმოუდგენია, რაოდენ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია მოურინიო.

ის ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთად ვმუშაობდთ და ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებთ. ასეთ რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ექსპრესი”.

ცნობისათვის, მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

მოურინიო მანჩესტერზე არ ფიქრობს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მარიბორთან მოახლოებულ შევხვედრაზე ისაუბრა.

“ახლა “მანჩესტერზე” არ ვფიქრობ. მთელი ყურადღება “მარიბორთან” გასამართ შეხვედრაზე გვაქვს კონცენტრირებული. დასვენების საშუალებას არავის არ მივცემ, ამ მატჩს საუკეთესო შემადგენლობით ჩავატარებთ. გუნდში ცვლილებები არ არის.

დიეგო კოშტაზე საუბარს არ ვაპირებ, ის ტრავმირებულია. ნებისმიერი ტრავმა კი ჯანმრთელი მოთამაშისთვის თავის გამოჩენის შანსია” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “პრემიერლიგის დაუმარცხებლად დასრულება შეუძლებელია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სეზონის დაუმარცხებლად ჩატარების შესაძლებლობაზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მსგავსი შედეგი დაფიქსირება შესძლო, ლონდონის “არსენალი” 2003/04 წლების საჩემპიონო სეზონში გახდა.

“მთელი სეზონის წაუგებლად ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია. პრემიერლიგაში ამჟამად ასეთი სიტუაციაა. 10 წელიწადში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, რაც პრემიერლიგაზეც აისახა. ასე რომ, ამის გაკეთება წარმოუდგენელია” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “ჩემპიონობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია”

ლონოდნის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

“ნებისმიერ სხვა ლიგაში ჩემი პასუხი დადებითი იქნებოდა, თუმცა ეს პრემიერლიგაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძია, ის არის, რომ ჩემპიონობის მოპოვება შეგვიძლია, თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება. წინ გრძელი გზა გველის.

შარშანდელ სეზონთან შედარებით გუნდი გაზრდილია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თუმცა, ჩემპიონობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ პორტუგალიურ ფეხბურთს კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი აღარასდროს ეყოლება.

“რონალდუ პორტუგალიისთვის იგივეა, რაც ზიდანი საფრანგეთისთვის. კრიშტიანუს მსგავსი ფეხბურთელი აღარასოდეს იქნება. ის საოცარი მოთამაშეა, გოლების გამტანი მანქანაა. თუმცა, ვფიქრობ, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს ისედაც ყველამ იცის”, – განაცხადა მოურინიომ ტელეარხ TF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მოურინიომ პარიზელები უარით გაისტუმრა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო აღიარა, რომ მას “პსჟ” ორჯერ იწვევდა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ 2011 წელს ის პარიზელთა პრიორიტეტი იყო, თუმცა უარის შემდეგ კლუბი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა.

“პსჟ-ს უარი ორჯერ ვუთხარი. ანჩელოტის დანიშვნამდე პრიორიტეტული სწორედ ჩემი კანდიდატურა იყო.

ამჟამად, გუნდი კარგ ხელშია, ლორან ბლანი ძლიერი მწვრთნელია. პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლიათ. ფინალში მათთან დაპირისპირება საინტერესო იქნებოდა” – განაცხადა მოურინიომ.

კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.