მაიკლ ესიენი ინდონეზიურ ჩემპიონატში ითამაშებს

მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი, მაიკლ ესიენი “პერსიბ ბანდუნგის” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა.

ცნობილი ხდება, რომ 34 წლის ფეხბურთელი ინდონეზიურ კლუბში უფასოდ გადაბარგდა. ტრანსფერთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაციები ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია.

შეგახსენებთ, რომ განელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი “პანათინაიკოსი” იყო, სადაც გასულ სეზონში ასპარეზობდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ესიენის აქტივში განას მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში გატანილი 9 გოლია.

ესიენი MLS-ს უახლოვდება

“მილანის” ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა კარიერა შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 32 წლის განელი ფეხბურთელით “დალასი” დაინტერესდა. წყაროს ცნობით, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში ესიენის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს, თანაც ფეხბურთელს ზაფხულში კონტრაქტი ისედაც ეწურება.

მაიკლ ესიენმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

 

ესიენი მილანში რჩება

მაიკლ ესიენის აგენტმა, ფაბიენ პივეტომ, განაცხადა, რომ მისი კლიენი “მილანის” დატოვებას იანვარში არ აპირებს. განელი ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულკებამდე აქვს.

“ესიენი “მილანში” ივნისამდე დარჩება. ის ბევრ კლუბს მოსწონს და რამდენიმე მათგანი კონტაქტზეც გამოვიდა, თუმცა “მილანთან” ფეხბურთელი შრომითი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული” – განაცხადა აგენტმა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ესიენმა სერია A-ში რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მაიკლ ესიენის რეაქცია, როცა მან წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

30 ნოემბერს, “მილანსა” და “უდინეზეს” შორის გამართულ მატჩში (2:0) მაიკლ ესიენმა წითელი ბარათი მიიღო, რაზეც ასეთი რეაქცია ჰქონდა:

ესიენი: “ჰონდა შესანიშნავ ფორმაშია”

“მილანის” ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა თანაგუნდელი, კეისუკე ჰონდა შეაქო და განაცხადა, რომ იაპონელი შესანიშნავ ფორმაშია.

“ჰონდა ახლა შესანიშნავ ფორმაშია. ის ყოველთვის გუნდურად თამაშობს და ბევრი გოლის გატანასაც ახერხებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთ ფორმას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს და კიდევ უფრო მეტ ბურთს გაიტანს” – განაცხადა ესიენმა.

ჰონდა “მილანში” მოსკოვის ცსკა-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ესიენი ზენიტში?

“მილანის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი, შესაძლოა, “ზენიტში” გადავიდეს.

უცხოური პრესის ცნობით, “მილანმა”, რომელიც “ზენიტის” მცველის დომენიკო კრიშიტოს გადაბირებით არის დაინტერესებულია, შესაძლოა ტრანსფერში განელიც ჩართოს.

რუსული კლუბი კრიშიტოში 13 მილიონს ითხოვს, რაც იტალიურ მხარეს არ აწყობს.

მუნდიალის დაკარგული თასი, კლუბის საფირმო ჰაერი, სოკერის წარმოშობა და განელთა ტრადიცია — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ახალი რუბრიკა დავამკვიდრეთ – სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. წინა ნომერში აღნიშნულ რუბრიკას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კიდევ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

განელთა ტრადიცია
ვინც 2013 წელს გამართულ კონფედერაციის თასის გათამაშების ტელეტრანსლაციებს თვალყურს აქტიურად ადევნებდით, გემახსოვრებათ კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ სანდეი მბაზე რომ თქვა, სახელიდან გამომდინარე, ეს ბიჭი, უეჭველად, კვირა დღეს დაიბადაო. ნიგერიისა რა მოგახსენოთ და განაში ეს ტრადიცია მართლაც არსებობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დაბადების დღე ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახდენს გავლენას. განაში თითქმის ყველა ბავშვს პირველ ან მეორე სახელად სწორედ იმას უბოძებენ, რომელ დღესაც დაიბადება იგი. ასე მაგალითად, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივან კოფი ანანის სახელი „პარასკევს“ ნიშნავს. „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, მაიკლ ესიენის მეორე სახელი კოჯო გახლავთ, რაც „ორშაბათს“ აღნიშნავს.

მუნდიალის დაკარგული თასი
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ტურნირის თასი საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საქმეში პოლიცია და სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო, მაგრამ, მათი გაფაციცებული ძებნის მიუხედავად, ტიტულს ბერ პოულობდნენ. მთავრობამ თასის მპოვნელს ჯილდოდ 60 ათასი ფუნტ სტერლინგიც დაუწესა. ტიტული მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ იქნა ნაპოვნი და ისიც ძაღლის დახმარებით. სასეირნოდ გასულმა ფინია ძაღლმა სახელად პიკლზმა უცაბედად ბუჩქებისკენ ისკუპა, პატრონიც მიჰყვა და ჰოი, საოცრაბავ, ჟიულ რიმეს სახელწოდების თასი! ის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ტურნირის ბოლოს გამართულ ბანკეტზე ძაღლიც მიიწვიეს და ფეხბურთელთა თეფშებიდან ჭამის უფლებაც მისცეს.

კლუბის საფირმო ჰაერი
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ ბრწყინავდა. კლუბმა წარმატებული ასპარეზობით მრავალი ქომაგის გულიც მოიგო. ამით „ფიორენტინას“ მესვეურებმა ხეირის ნახვა ისურვეს და კლუბის საფირმო მაღაზიებში ქილით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. კოლექციაში სხვადასხვა სახელწოდების ჰაერს იპოვიდით: „ტრიბუნის სული“, „გამარჯვების ესენცია“ და „გასახდელის ატმოსფერო“.

სოკერის წარმოშობა
აშშ-ში ფეხბურთს „სოკერს“ უწოდებენ, ტერმინი Football-ი კი მათში სპორტის იმ სახეობას ჰქვია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ ფეხბურთს ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, სიტყვა „სოკერი“ სულაც არ გახლავთ ამერიკული წარმოშობისა. ეს ტერმინი 1880-იან წლებში, ინგლისში ოქსფორდული სლენგიდან გავრცელდა. მანამდე ინგლისში ფეხბურთს ოფიციალურად ერქვა „association football“, რათა რაგბისგან გაერჩიათ (რაგბის სახელწოდება იყო „rugby football“). სიტყვა association-ის შემოკლებითა და სუფიქს er-ის დამატებით მივიღეთ ტერმინი „soccer“-ი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ

Neuer

2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ

Richards

3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ

Samba

4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ

Vidic

5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)

სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ

Eokobi

6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ

yaya

7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)

სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ

essien

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)

სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ

baptista

9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)

სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ

ibrahimovic

10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ

costa

11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ

akinfewa

ესიენი მილანში დღეს ჩავა

“მილანმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი დღეს საღამოს მილანში ჩავა.

31 წლის შუახაზელი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “მილანთან” კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ესიენი “მილანში” იჯარის წესით ითამაშებს და ხელფასის ნახევარს განელს ლონდონის “ჩელსი” გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ჩელსის” მაისური ჩემპიონთა ლიგაზე მოირგო, შესაბამისად “მილანს” ევროტურნირებზე განელი ვერ დაეხმარება.