ადრიანოს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გაწევაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ინფორმაცით, 2007 წელს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოტოციკლი შეიძინა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ნარკოდილერს გადასცა. მოტოციკლი დილერის დედაზე დაარეგისტრირეს.

აღნიშნულ მოტოციკლს რიო დე ჟანეიროში მომხმარებელთათვის ნარკოტიკის მისაწოდებლად და ნარკობიზნების სხვადასხვა გარიგებებისთვისა და ოპერაციებისთვის იყენებდნენ.

თუ 32 წლის ფეხბურთელს ბრალი დაუმტკიცდება, მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ ადრიანოს მიმართ ფრანგული “ჰავრის” ინტერესი დადასტურდა.

 

ჰავრი ადრიანოს გაფორმებას ვერ ახერხებს

როგორც უკვე ვწერდით, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ჰავრი” ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდის, ადრიანოს დამატებას აპირებდა.

თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ამჟამად კლუბს ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლია, მაგრამ იანვარში “ჰავრში” ახალი მფლობელის გამოჩენას ელიან და იმედებსაც სწორედ აღნიშნულ საკადრო ცვლილებეზე ამყარებენ.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის შემტევი პარასკევს “ჰავრის” საშინაო შეხვედრას დაესწრება.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ადრიანომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიტანა

9 აპრილს, ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში ბოლივიურმა “სთრონგესთმა” საკუთარ მოედანზე ბრაზილიური “ატლეტიკო პარანაენსე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ადრიანო, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ადრიანომ და სონგმა ნეიმარი წააქციეს

სახალისო კადრები დააფიქსირეს ვიდეო კამერებმა კატალონიის “ბარსელონას” ვარჯიშზე.

5 ყველაზე ჭარბწონიანი ცნობილი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ მსოფლიოს 5 ყველაზე ჭარბწონიანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

5. ადრიანო

4. იერუნ ვერჰუვენი

3. დიეგო მარადონა

2. რონალდო

1. უილიამ ფულკი

ადრიანო ნეიმარის წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაუძვრინა ფეხებს შორის ბურთი ადრიანომ თანაგუნდელ ნეიმარს.

ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა (ვიდეო)

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ადიანო, რომელიც ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარს “ინტერში” ასპარეზობიდან ახსოვს, ორწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ 31 წლის ფროვარდმა ბრაზილიუ “ატლეტიკო მინეიროსთან” გააფორმა კონტრაქტი. მისი ხელმეორე დებიუტი ლიბერტადორესის თასზე, ბოლივიურ “სტრონგსეტთან” შედგა. ადრიანო თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.

“ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად ვიბრძოდი. ახლა ბედნიერი ვარ” – განაცხადა მატჩის შემდეგ ადიანომ.

 

ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა, ის “ატლეტიკო პარანაენსეში” ითამაშებს

ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ლეიტე რიბეირო 2-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერას “ატლეტიკო პარანაენსეში” განაგრძობს.

ბრაზილიური Lancenet-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ყოველთვიურად დაახლოებით 30 ათას ევროს მიიღებს.

ადრიანოს, რომელიც თავის დროზე “ფლამენგოს”, “ინტერის”, “ფიორენტინას”, “პარმას”, “სან პაულუს”, “რომასა” და “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა, 2012 წლის შემდეგ არ უთმაშია.

ადრიანოს ლამაზი გოლი “ლევანტეს” კარში

29 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონასა” და “ლევანტეს” შორის გამართულ შეხვედრაში (5:1), ადრიანომ საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

31 წლის ადრიანო ფეხბურთს “ატლეტიკო პარანაენსეს” გავლით უბრუნდება (ვიდეო)

დიდი შანსია, 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ადრიანო დიდ ფეხბურთში ისევ ვიხილოთ. “ინტერის”, “ფიორენტინასა” და “პარმას” ყოფილი თავდამსხმელი მიმდინარე კვირაში, “ატლეტიკო პარანაენსეს” ვარჯიშებზე იხილეს.

მიუხედავად იმისა, რომ წონაში მყოფი მოთამაშე “ატლეტიკო პარანაენსეში” ვარჯიშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ბოლოს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2012 წლის მარტში მიიღო, მაშინ ის “კორინთიასის” ღირსებას იცავდა.