,,ვიტესის” მორიგი ფრე და ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში

,,გრონინგენმა” ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში ,,ვიტესი” მიიღო. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 42-ე წუთზე. გატანილი გოლის ავტორი ,,ვიტესის” შემადგენლობიდან ტრაორე გახდა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს. ,,გრონინგენის” შემადგენლობიდან თავი ჩერიმ გამოიჩინა. ჰოლანდიელის გოლმა მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარისთვის სასიხარულო ფაქტიც მოხდა. ,,ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი ითამაშეს.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში და ”ვიტესის” ფრე

29 ნოემბერს, ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ”ვიტესმა” საკუთარ კედლებში ”გოუ ეჰედ იგლზი” მიიღო. თამაში დაძაბული გადმოდგა და საბოლოო ანგარიში მატჩის 83-ე წუთზე დაფიქსირდა (2-2).

“ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ვაკო ყაზაიშვილი. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, გუნდის მეორე ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. ჰოლანდიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ ”ვიტესი” მე-11 ადგილის იკავებს (17 ქულით).

გურამ კაშია: “თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებული ყოფილიყო”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: “ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ბევრი საუბარი საჭირო არაა, რადგან ყველამ იცის, რომ პოლონეთი ძლიერი გუნდია. მინდა, თემურ ქეცბაიას დიდი მადლობა გადავუხადო. ზოგჯერ, მეც არ ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებული ყოფილიყო.”

კაშიამ და ყაზაიშვილმა შესანიშნავი გოლებით თანაგუნდელები გააოცეს (ვიდეო)

არნემის “ვიტესის” ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა შესანიშნავი გოლების გატანა მოახერხეს.

კაშია მოედანს უბრუნდება

ჰოლანდიური პრესის ცნობით “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გამოჯანმრთელდა და “ვილემ II”-ის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში საკუთარ გუნდა დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო კაშია საკუთარ გუნდს ერედივიზიონის სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშა შოტლანდიის და გიბრალტარის წინააღმდეგ.

ჰოლანდიის ჩემპიონატჩი გამართული 8 ტურის შემდეგ არნემის “ვიტესი” მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

გურამ კაშია დიეგო კოშტას წინააღმდეგ (ვიდეო)

30 ივლისს, არნემის “ვიტესსა” და ლონდონის “ჩელსის” გამართულ შეხვედრაში გურამ კაშიასა და დიეგო კოშტას შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველო – საუდის არაბეთის ამხანაგურ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დავით კვირკველია საქართველოს თასის ფინალში მიღებული მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, 23 მაისიდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ორ საწვრთნელ პროცესში კი, მონაწილეობა არ მიუღია. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ესპანეთი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. გუნდთან ერთად აღარ არის ნიკა გელაშვილი, რომელმაც ვარჯიშზე  მიკროტრავმა მიიღო. ამ ცვლილებების შემდეგ, საუდის არაბეთთან ნაკრები 22-კაციანი შემადგენლობით დარჩა.  მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილსაც, რომელმაც ვარჯიში გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ პოლონური “იაგელონიას” ქართველი მცველი – გიორგი ფოფხაძე ნაკრებს მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის შვეიცარიაში შეუერთდება. ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: „ყველა ქვეყანაში ახალი დამთავრებულია საფეხბურთო სეზონი და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ, თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოები და ვიცით, რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება, თუმცა ჩვენი მიზანი იქნება, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს.  მოულოდნელობებით სავსე გუნდია! უკვე ორი წელია წარმატებით და   სტაბილურად თამაშობენ. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველო – საუდის არაბეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ქალაქ ხერესში 29 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეარხი არ გეგმავს. მის ჩვენებას SAUDI TV უზრუნველყოფს. ონლაინ ყურებისთვის საჭირო ლინკს კი, მოგვიანებით შეგატყობინებთ.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის წინ, ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი” ცხინვალი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო” თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა”,საჩხერე);

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია” ვარშავა).

სფფ-ის პრესსამსახური
ესპანეთი

კაშია “ვიტესს” ქულის მოპოვებაში დაეხმარა

27 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “იგზლი” მიიღო და მეტოქესთან ფრედ 2:2 ითამაშა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი გურამ კაშია, რომელმაც 71-ე წუთზე, როცა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:2 იყო, გოლის გატანა მოახერხა და სხვაობა ერთამდე შეამცირა. საბოლოოდ, “ვიტესმა” ქულის მოპოვება 79-ე წუთზე, პროპერის მიერ გატანილი გოლის შემდეგ მოახერხა.

კაშიას გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა. ვალერი ყაზაიშვილი სათადარიგოთა რიგებში იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.


ჭანტურიას პირველი სასტარტო

რუმინეთში გადასვლის შემდეგ გიორგი ჭანტურია “კლუჟის” ძირითადში პირველად მოხვდა. ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე “პეტროლულთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ჭანტურიამ მოედანზე 67 წუთი დაჰყო.

პორტუგალიური პრიმეირას 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბელენენსეშს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ებრალიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 56-ე წუთი გაატარა.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” “ზავიშჩას” 3:0 აჯობა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილი 18 კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, რომლის “ჰერტამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:1 ითამაშა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ვიტესსა” და “აიაქსს” შორის. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშივლი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

გურამ კაშიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაჯამა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.

„ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, რომელსაც ჯგუფის თითოეულ წევრთან მაქსიმალური ქულის აღება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენებს, ირლანდიას, შოტლანდიას, პოლონეთსა და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. გერმანიის მსგავსად, ჩვენც ვეცდებით, რომ გიბრალტართან ექვსი ქულა ავიღოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენ ქულას აიღებენ გუნდები ურთიერთშეხვედრებში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ყველაზე სუსტია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, იმდენად ძლიერი ჯგუფია, რომ ევრო-2016-ზე გასვლა არ შეგვიძლია-მეთქი“, – კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი

კაშიამ “ფეინოორდს” გაუტანა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში თავი გოლით გამოიჩინა. “ვიტესის” კაპიტანმა “ფეინოორდთან” ჩატარებულ მნიშნელოვან მატჩში ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 1:1.