კანკავას “დნიპრომ” კობახიძის “ვოლინს” აჯობა

უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში “დნიპრომ” საკუთარ სტადიონზე “ვოლინს” უმასპინძლა. შეხვედრა დნეპროპეტროვსკელთა გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

მასპიძელთა ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო. როგორც ჩანს, მირონ მარკევიჩმა ჩვენი ნაკრების კაპიტანს “ოლიმპიაკოსთან” დამღლელი მატჩების შემდეგ დასვენების საშუალება მისცა. ალექსანდრე კობახიძე კი “ვოლინის” ძირითადში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა.

15 ტურის შემდეგ “დნიპრო” მესამეზე, ხოლო “ვოლინი” – მეშვიდე პოზიციაზეა.

ჯაბა კანკავამ ევროპის ლიგაზე “ოლიმპიაკოსს” გაუტანა (ვიდეო)

19 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, უკრაინულმა “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე ბერძნული “ოლიმპიაკოსი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გახსნა.

„ოქროს ბურთი 2014“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

გამოკითხვაში საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოსტის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა. მისი ხმები ასე გადაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია); 3. არიენ რობენი („ბაიერნი“, ჰოლანდია).

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

აქვე შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის შედეგების სრული სია: „ოქროს ბურთის“ შედეგები

 

“დნიპროს” თავკაცი: “ჯაბა კანკავა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ამ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი ავრცელებს.

უკრაინული კლუბის თავკაცმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის “ინტერის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და კანკავაც ახსენა.

“სან სიროზე” “ინტერის” წინააღმდეგ თამაში საინტერესოა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩემთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. რაც შეეხება დამდეგ შეხვედრას, ვიმეორებ, რომ ის ძალზედ პრესტიჟულია. გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ. არა მგონია, ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს საგანგებოდ სჭირდებოდეთ განწყობის შექმნა, რადგან ასეთ სტადიონზე ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ბევრ რამედ ღირს.

შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს: სტრინიჩი ვერ ითამაშებს, მატჩს გამოტოვებს ზოზულიაც. რაც შეეხება კანკავას, ის სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმარება.

მათეუს ლეიტა ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა 18-კაციან განაცხადში შეყვანილია და შესაძლოა, შეცვლაზე შემოვიდეს. ვისურვებდი, რომ “მეტალურგის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში სასტარტო წუთებიდანვე შეძლოს თამაში”, – აღნიშნა მარკევიჩმა.

“დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჯაბა კანკავამ ვარჯიშზე კუნთი დაიშავა, რის გამოც მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს. როგორც ხედავთ, კლუბის თავკაცის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო საგანგაშოა, რადგან მან კანკავას მოედანზე გასვლა მიმდინარე სეზონში გამორიცხა.

 

კანკავა: “თემურ ქეცბაიას მადლობას ვუხდი”

პოლონეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ კომენტარი გააკეთა.

ჯაბა კანკავა: „მინდა, თემურს ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადო. ოთხი გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ პირველმა ორმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.“

კანკავამ ბაქოში მოიგო

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში უკრაინული “დნიპრო” ბაქოში “ყარაბახს” ესტუმრა და საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის გამო რევანშიც აიღო.

დნეპროპეროსვკელებმა კალინიჩის დუბლით მოიგეს. მასპინძელთა მხიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი ჰოლანდიელი ლეროი ჯორჯი გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო მოედანზე კი მეორე ტაიმიდან გავიდა და ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

4 ტურის შემდეგ 8 ქულით ჯგუფს “ინტერი” ლიდერობს. “სენტ-ეტიენის”, “ყარაბახის” და “დნიპროს” ანგარიშზე კი 4 ქულაა.

ყარაბახმა კანკავას დნიპრო დაამარცხა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში “დნიპრომ” კიევში აზერჯბაიჯანულ “ყარაბახს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

აზერბაიჯანელებმა 21-ე წუთზე მუარემის მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს გამარჯვება, რომელიც ქვეყნისთვის და კლუბისთვის ისტორიული გახდა. “ყარაბახი” პირველი აზერბაიჯანული გუნდია, რომელმაც ევროტურნირის ძირითად ბადეში შესძლო გამარჯვების მოპოვება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

 

ჯაბა კაკავა: “მხოლოდ გამარჯვება გვაწყობს”

“დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ აზერბაიჯანულ “ყარაბახთან” გასამართი ევროპა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.

“საინტერესო ჯგუფი გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ და “ყარაბახი” კარგ მდგომარეობაში არ ვართ, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს.

მეტოქის თამაში “სენტ-ეტიენთან” და “ინტერნთან” ვნახე. მათ გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ. აზერბაიჯანულ კლუბს საკმაოდ კარგი დაცვა და შეტევა ჰყავს. თუმცა, მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება” – განაცხადა კანკავამ.

კანკავამ საფრანგეთიდან ქულა წამოიღო

უკრაინული “დნიპრო”, რომლის რიგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა იცავს, ევროპის ლიგის მეორე ტურში ფრანგულ “სენტ-ეტიენს” ესტუმრა.

შეხვედრა საკამოდ დაძაბული გამოდგა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თუმცა, 28-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, როდესაც ნიკოლა კალინიჩს პენალტის შესრულების საშუალება მიეცა. ხორვატმა შემტევმა გატანა ვერ შესძლო.

ჯაბა კანკავამ მატჩი სასტარტოში დაიწყო და მოედანზე 80 წუთი დაჰყო. ქართველი ნახევარმცველი თამაშის ბოლოს შახოვმა შეცვალა.

ორი ტურის შემდეგ “დნიპროს” აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა.

კანკავამ „დნიპროსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკანა დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ რჩება. 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა.

აღნიშნული ინფორმაცია „დნიპროს“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ დაადასტურა. წინა შეთანხმება მხარეებს მიმდინარე წლის ზამთრამდე აკავშირებდათ.

განვლილ სეზონში თავისი კლუბის მაისურით ჯაბამ 25 მატჩი ჩაატარა.

ჯაბა კანკავა საპატიო ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა “დნიპროს” და “მეტალურგის” მატჩის დაწყებამდე საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ “დნიპროს” ქართველმა ლეგიონერმა კიევის “დინამოს” კაპიტან ოლეგ გუსევს მოედანზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

საპატიო ორდენი ჯაბა კანკავას გენერალ-ლეიტენანტმა ვიკტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.

კიევის „დინამოს“ ფანებმა კანკავას ბანერი მიუძღვნეს

დღეს, კიევის „დინამოსა“ და ხარკოვის „მეტალისტს“ შორის უკრაინის ჩემპიონატის მატჩში, „დინამოელთა“ ფანებმა საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას ბანერი მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, კიეველებთან მატჩში, კანკავა „დინამოს“ ნახევარმცველ ოლეგ გუსევს დაეხმარა, რომელმაც გონება დაკარგა.

10177441_679964485375885_7064379403167255121_n

ალექსანდრე მატევოსოვი