არგენტინა — ბოსნია & ჰერცეგოვინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასა და ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა ლიდერი ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 62 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

საფრანგეთი — ჰონდურასი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 37 გადაცემა და კარში დაარტყა 7-ჯერ.

 

სამუნდიალე კონკურსი (არგენტინა — ბოსნია/ჰერცეგოვინა)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა მეოთხე საკონკურსო დღის კითხვები, რომელიც არგენტინისა და ბოსნია/ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: არგენტინა — ბოსნია/ჰერცეგოვინა

 

სამუნდიალე კონკურსის მესამე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. შემოწმების შედეგად რამდენიმე მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირდა არაერთი საკონკურსო კომენტარის დაწერა, ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ, კონკურსზე კონტროლი გავამკაცროთ. შესაბამისად, თუ აქამდე ერთი IP მისამართიდან 2 კომენტარს ვიღებდით, ამიერიდან ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

სამუნდიალე კონკურსის მესამე დღის კითხვები იყო:

1) რა იქნება მატჩის საბოლოო შედეგი (1 – X – 2) — 2;
2) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი? — კი;
3) გაიტანს თუ არა დანიელ სტარიჯი? — კი;
4) იქნება თუ არა გაძევება? — არა.

კონკურსის მესამე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
NAZI 4 15
GIO1919 3 10
BACHO777 3 10
NEYMAR. 3 10
ACHINIA 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
MESXI.MESXI 3 10
CHUMBURIDZE12 3 10
GUKA 3 10
GIO_13 3 10
CONTINUE2000 3 10

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ უკვე გაგზავნილია. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

კოტ დივუარი — იაპონია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოტ დივუარისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში კეისუკე ჰონდამ მე-16 წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე ვილფრედ ბონიმ გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი ჟერვინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელეს.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 50 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ინგლისი — იტალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სკუადრა აძურას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დასახელდა.

„მილანის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ბალოტელიმ მოედანზე 73 წუთი გაატარა, გააკეთა 21 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

სამუნდიალე კონკურსის მეორე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ  10 ლარი დაერიცხებათ.

საკონკურსო კითხვები იყო:

1) რა იქნება მატჩის საბოლოო შედეგი (1 – X – 2) — (2)
2) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი? — კი
3) იქნება თუ არა თერთმეტმეტრიანი? — კი
4) იქნება თუ არა გაძევება? — არა

კონკურსის მეორე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
DATOBASHI 4 15
qartlosa 3 10
M.GOMARELI 3 10 პინ-კოდი არაა მითითებული
JEQS 3 10 პინ-კოდი არაა მითითებული
MESXI.MESXI 3 10 პინ-კოდი არაა მითითებული
OTARICHI 3 10 პინ-კოდი არაა მითითებული
TORNIKE.567 3 10
DATO1997 3 10
MAM2013 3 10
NELIKO1992 3 10

 

 

ინიესტა: „ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის კრახით დაიწყო. „ფურია როხა“ ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 1:5 განადგურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა, თუმცა ესპანელთა გამოცდილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ჯგუფიდანაც გავა.

„ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ. მცირე დეტალები წონასწორობას გვაკარგვინებს. დღეს ძალიან მძიმე საღამო გვქონდა.

ყველაფრისთვის მზად ვართ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა დღევანდელ მარცხს არ დავივიწყებთ“, – ინიესტას სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანელები დარჩენილ ორ შეხვედრას ჩილესა (18 ივნისი) და ავსტრალიის (23 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ვან გაალი: „თავი არ უნდა მოვიტყუოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩი ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

„არ ველოდი, რომ ეს ტაქტიკა ასე გაამართლებდა. აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ანგარიშით 5:1 დამარცხება მართლაც შესანიშნავი რამ გახლავთ. ისე, მეექვსეს გატანაც შეგვეძლო. თუმცა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ… ჯგუფიდან ჯერ არ გავსულვართ“, – აღნიშნა ვან გაალმა.

 

დელ ბოსკე: „უნდა ვაღიაროთ, მეტოქემ გვაჯობა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ეს სპორტია. მარცხს უნდა შევეგუოთ. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა.

ახლა ვინმეს დადანაშაულების დრო არ არის. არ ღირს, რომ მარცხი რომელიმე ფეხბურთელს დავაბრალოთ, ეს მთელი გუნდის სისუსტე იყო. ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მით უფრო იკერს.

უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა.

საქმე გავირთულეთ, თუმცა პრობლემა უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.