რა გააკეთა გაბრაზებულმა სილესენმა წუხანდელი შეცვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის 119-ე წუთზე ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუი ვან გაალმა მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა, რამაც ძირითადი კიპერის გაღიზიანება გამოიწვია. სათადარიგო ფეხბურთელთა შორის გადანაცვლებულმა სილესენმა ბრაზისგან წყლის ბოთლებს ფეხიც მიარტყა. ტიმ კრულს რაც შეეხება, მან დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა, ორი დატყმული მოიგერია და ჰოლანდიის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.

გაბრაზებული სილესეენის ნამოქმედარი

 

მატჩის შემდეგ სილესენმა ბოდიში მოიხადა:

„მატჩის დასრულებისთანავე ფრანკ ჰუკს (მეკარეების მწვრთნელი) მოვუბოდიშე. ბოდიშს მთელ გუნდს მოვუხდი. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ეს მართებული ცვლილება იყო, ტიმმა ფანტასტიურად ითამაშა“.

კრულმა ვან გაალის იმედები გაამართლა

 

ფაქტზე კომენტარი გააკეთა ვან გაალმაც:

„ეს ჯერ კიდევ მატჩამდე გვქონდა დაგეგმილი. ნაკრების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება აქვს. ჩვენს გუნდში პენალტების მოგერიების მხრივ კრული საუკეთესოა. მატჩამდე სილესენს არაფერი არ ვუთხარით, რათა ამას მასზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

კანავარომ ვან გაალის საქციელი არ მოიწონა

 

აი, ფაბიო კანავაროს კი ვან გაალის საქციელი არ მოეწონა:

„ვიცი, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვან გაალზე ყველა ისე ისაუბრებს, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ პირადად მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. ეს სილესენის მიმართ უპატივცემულობაა. რომელ მეკარეს დააყენებს მომდევნო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში? სილესენს უკვე ეცოდინება, რომ მწვრთნელი მას 100 პროცენტით არ ენდობა“.

ლინეკერმა სტატისტიკა მოიხმო

 

მეკარის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმაც, რომელმაც კრულის სტატისტიკა მოიხმო:

„ვან გაალმა მეკარე მხოლოდ პენალტების სერიის გამო შეცვალა. სილესენის შეცვლა მისი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის თუ მაინც იცის, რომ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში კრულმა ოციდან მხოლოდ ორი პენალტი მოიგერია?!“

ასეა თუ ისე, ვან გაალის შეცვლამ გაამართლა, ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშეს

ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივა ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მაურისიო პინილიას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას მოხდა. პაივამ პინილიას სახეში ხელი გაარტყა.

დისკვალიფიკაციის გარდა, ბრაზილიის ეროვნული გუნდის პრეს-ატაშე შესაძლოა, 8 ათასი ევროთიც დააჯარიმონ.

 

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის მეორე მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის მეორე მატჩის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? (ჰოლანდია, კოსტა რიკა) — ჰოლანდია;
2) რამდენი გოლი გავა მატჩის ძირითად დროში (3 და მეტი თუ 3-ზე ნაკლები)? — 3-ზე ნაკლები;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: ჰოლანდია, კოსტა რიკა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არ იქნება გოლი;
4) გაიტანს თუ არა არიენ რობენი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არა.

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის მეორე მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

 

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
ROSSONER  4 15
GAMBLER  4 15
NAZI  4 15
BRUTUSA  4 15
QARTLOSA  4 15
GVADI1  3 10
LASHA_RONALDO  3 10
BALOTELI9  3 10
JABA525  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
XUCIKA  3 10

 

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდოს. სხვა შემთხვევაში, მის ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

რონალდომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე გატანილი გოლებიდან მისთვის საუკეთესო აარჩია.

კიჭას რჩეული გოლი ავსტრალიის ნაკრების ლიდერის, ტიმ კეჰილის მიერ ჰოლანდიის ეროვნული გუნდის კარში (2:3) გატანილი ბურთია.

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლია, რომელიც მუნდიალებზე გატანილ საუკეთესო გოლთა სიაში შევა“, – რონალდოს სიტყვებს პორტუგალიური A Bola ციტირებს.

 

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის პირველი მატჩის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? (არგენტინა, ბელგია) — არგენტინა;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით ტაიმებში თუ პენალტების სერიით? — ძირითად დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: არგენტინა, ბელგია თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არგენტინა;
4) გაიტანს თუ არა ლეო მესი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არა.

სამუნდიალე კონკურსის 21-ე დღის პირველი მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
7_7_7  4 15
TA  4 15
FOFINA8  4 15
LEONARDI  4 15 დაგვიკავშირდეს
7112  4 15
MUSOLIN123  4 15
BALOTELI9  4 15
VENOM  4 15
JUMBERI87  4 15
REZMANA  4 15

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

ჰოლანდია — კოსტა რიკა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. შეგახსენებთ, რომ ნავასი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთი კვირის წინათ გამართული მატჩის გმირიც გახდა.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

სამუნდიალე კონკურსი (ჰოლანდია — კოსტა რიკა)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა 21-ე საკონკურსო დღის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ჰოლანდია — კოსტა რიკა

 

არგენტინა — ბელგია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

„ნაპოლიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის მეორე მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის მეორე მატჩის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? (ბრაზილია, კოლუმბია) — ბრაზილია;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით ტაიმებში თუ პენალტების სერიით? — ძირითად დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: ბრაზილია, კოლუმბია თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — ბრაზილია;
4) გაიტანს თუ არა ხამეს როდრიგესი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — კი.

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის მეორე მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
RONALDBAKO  4 15
GIOIKA  4 15
GIUSHKI92  4 15
TA  4 15
DATO052  4 15
MESSIMESSI10  4 15
MAM2013  4 15
DACHU  4 15
KURO  4 15
TURQI10  4 15

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, გთხოვთ, მოითმინოთ, რადგანაც თანხის დარიცხვას სწორედ „ევროპაბეთი“ ახორციელებს და ჩვენ ვერანაირად დავაჩქარებთ ამ პროცესს. თავისთავად, თანხები რომ დაირიცხება, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის პირველი მატჩის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის პირველი მატჩის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? (საფრანგეთი, გერმანია) — გერმანია;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით ტაიმებში თუ პენალტების სერიით? — ძირითად დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: საფრანგეთი, გერმანია თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — გერმანია;
4) იქნება თუ არა გაძევება? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — არა.

სამუნდიალე კონკურსის მე-20 დღის პირველი მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
BARCAMAN15  4 15
ТА  4 15
LFC  4 15
DAVIDKOTRIKADZE  4 15
REZMANA  4 15
JFT96  4 15
GIA CHICHINADZE 4 15
JOHNANTHONY  4 15
GOBLEFF  4 15
REZO_ITALY! 4 15 არ აქვს მითითებული პინ-კოდი

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებელმა, რომელსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდოს. სხვა შემთხვევაში, მის ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსი (არგენტინა — ბელგია)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა 21-ე საკონკურსო დღის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: არგენტინა — ბელგია

 

ბრაზილია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მცველი დავიდ ლუისი დაასახელეს, რომელმაც შეხვედრის 69-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მართლაც თვალსასეირო და რაც მთავარია, საჭირო გოლი გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.