რუდი გარსია: „რომა“ სკუდეტოსთვის იბრძვის“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენი მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამო ძალიან მიხარია. „რომამ“ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. მეკარე დე სანკტისს აღვნიშნავდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია. „ატალანტასტან“ მატჩში დაშვებული შეცდომა მან უკვე დაივიწყა“.

„დღეს ერთმანეთს ორი ჩინებული გუნდი დაუპირსპირდა. კარგია, რომ ამ შეხვედრაში მსაჯებმა არანაკლებად კარგად იმუშავეს. ოთხმატჩიანი ფრეების სერია არც კი მაღელვებდა, რადგან მოგებაში დარწმუნებული ვიყავი“, – აღნიშნა გარსიამ.

„რომას“ ჩემპიონატში ჯერჯერობით არ წაუგია. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ მაინც უკეთესად გამოიყურება. ეს გუნდი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოგებაზე ფიქრობს, თუმცა სკუდეტოსთვის ჩვენც ვიბრძვით“, – დაასრულა „ჯალოროსის“ დამრიგებელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რომამ“ წაუგებელი სერია ბოლო წუთზე გააგრძელა, „ინტერი“ სახლში „სამპდორიას“ დაუზავდა

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტური გუშინ დაიწყო. „პარმამ“ შინ „ბოლონიასთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა. იგივე ანგარიშით „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი დასრულდა.

დღეს კი, როგორც უკვე გაცნობეთ, „მილანმა“ სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „კატანიას“ 1:3 სძლია.

ბერგამოში „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელი „რომა“ მიიღო. ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე ბრივიომ გახსნა. მასპინძლები შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში „ჯალოროსის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა გაათანაბრა, რომელმაც თავისი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

„ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

„ატალანტა“: კონსილი; სკალონი (ლუკინი 75′), დელო გროსო (ბონავენტურა 30′), კანინი, ბრივიო; კაცოლა, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი, დენისი, ბრიენცა (კონე 66′)

„რომა“: დე სანკტისი; მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო; მარკინიო (პიანიჩი 62′), დე როსი (ლიაიჩი 57′), სტროოტმანი, ბრედლი; ფლორენცი (რიჩი 87′), ჟერვინიო

გაფრთხილებები: ჩიგარინი, კანინი, დენისი – ბენატია, ლიაიჩი

3 ქულის მოპოვება ვერც მილანის „ინტერმა“ მოახერხა, რომელმაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გენუის „სამპდორია“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ასევე ბოლო წუთებზე გათანაბრდა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა. საბოლოოდ, წონასწორობა 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რენან ფერნანდეს გარსიამ აღადგინა.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 1:1
გოლები: გუარინი 17′ – რენანი 89′

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 63′), კამბიასო, ალვარესი (ბელფოდილი 85′), ძანეტი, გუარინი (მუდინგაი 82′), პალასიო

„სამპდორია“: და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტერდელო (რეჯინი 43′), ანდრეა კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86′), გაბიადინი, ედერი, სორიანი, პოცი (სანსონე 73′)

გაფრთხილებები: ალვარესი, კამპანიარო, გუარინი – გაბიადინი, ანდრეა კოსტა, ედერი

სხვა მატჩები შედეგები:

„კალიარი“ – „სასუოლო“ 2:2
გოლები: ნენე 73′, საუ 87′ – მარცორატი 14′, ძაძა 20′

„კიევო“ – „ლივორნო“ 3:0
გოლები: რიგონი 36, თერუ 56′, პალოსკი 79′

დღეს ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება – „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ მიიღებს. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო ზეგ ერთმანეთს რომის „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

დესტრომ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

დღეს, „რომას“ თავდამსხმელმა მატია დესტრომ საერთო ჯგუფთან ვარჯიში განაახლა. ასეა თუ ისე, მოთამაშეს ფორმის აღსადგენად, კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება, რის გამოც ნოემბრის თვეში, დიდი ალბათობით, იგი მაინც ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო მატიას მიმდიანრე სეზონში ჯერ არცერთ შეხვედრა არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება „ჯალოროსის“ კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელს ჟერვინიოს, გუშინ იგი ასევე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა გუნდის სამწვრთვნელო შტაბი რისკის თავიდან ასაცილებლად, მას „სასუოლოსთან“ მატჩისთვის არ გამოიძახებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რომას“ პიანიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველს მირალემ პიანიჩს „რომასთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ვარიანტს უკვე ახლა განიხილავს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომაელები მირალემს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, ახალი წინადადების მიღების შემთხვევაში, პიანიჩი დედაქალაქურ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 2,8 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შუახაზელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერებს აქვთ, რომლებიც მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაცნაკლულმა „რომამ“ მოგებათა სერია გააგრძელა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „რომა“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 იმარჯვა. ერთადერთი გოლი შეხვერის 82-ე წუთზე რომაელთა ამერიკელმა ნახევარმცველმა მაიკლ ბრედლიმ გაიტანა.

„უდინეზე“ – „რომა“ 0:1
გოლი: ბრედლი 82′

„უდინეზე“: კელავა, გაბრიელ სილვა, ნალდო, დანილო, ერტო (ბასტა 76′), ლაცარი (მაიკოსუელი 85′), პერეირა, პინცი, ბადუ, დი ნატალე, მურიელი (რანეგი 90′)

„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, ბალცარეტი, კასტანი, პიანიჩი (ტოროსიდისი 67′), დე როსი, ფლორენცი (მარკინიო 61′), სტროოტმანი, ლიაიჩი, ბორიელო (ბრედლი 78′)

გაფრთხილებები: მურიელი, ერტო, პერეირა, პინცი – მაიკონი, დე როსი, ფლორენცი, მარკინიო

გაძევება: მაიკონი 65′

სხვა მატჩების შედეგები:
„ნაპოლი“ – „ტორინო“ 2:0
გოლები: იგუაინი 14′ (პენ), 32′ (პენ)„ბოლონია“ – „ლივორნო“ 1:0
გოლი: კრესპო 3′

„კატანია“ – „სასუოლო“ 0:0

„კიევო“ – „ფიორენტინა“ 1:2
გოლები: სესარი 13′ – კუადრადო 45, 64′

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 2:0
გოლები: ვიდალი 23′ (პენ), ტევესი 36′
„პარმა“ – „მილანი“ 3:2
გოლები: პაროლო 11′, 90+5′, კასანო 45′ – მატრი 61, დე სილვესტრე 63′
დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე ტურის ბოლო მატჩ შედგება – „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთანეთს „ლაციო“ და „კალიარი“ დაუპირსპირდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პიანიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის „რომას“ ნახევარმცველის მირალემ პიანიჩ ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ბოსნიელ ნახევარმცველს „ჯალოროსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში, პიანიჩმა სამი გოლის გატანა მოასწრო და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ალექსანდრე მატევოსოვი

დე როსი: „სკუდეტოს მოგებაზე საუბარი ადრეა“

„რომას“ ნახევარმცველის დანიელე დე როსის თქმით, მისი გუნდის ჩემპიონობაზე საუბარი ამ ეტაპზე ჯერ საკმაოდ ადრეა.

„დიახ, იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში იყო შემთხვევბი, როდესაც გუნდები პირველი რვა ტურის ყველა შეხვედრას იგებდნენ და შემდგომ, ჩემპიონებიც ხდებოდნენ, თუმცა, დღეს, სერია ა-ში უდიდესი კონკურენციაა“, – აღნიშნა დანიელემ.

„სკუდეტოზე“ ოცნება რვა ტურის შემდეგ არ შეიძლება. რუდი გარსიას მაგალითად ყოველთვის „ატლეტიკო“ მოჰყავს, რომელმაც ზედიზედ სწორედ ამდენი თამაში მოიგო. ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ არაფერი მოგვიგია, თუმცა, ამავე დროს, სათქმელია, რომ დიდი ალბათობით, ჩვენმა თამაშმა არაერთ გუნდს ნერვიულობის საბაბი მისცა“, – დაასრულა დე როსიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენიტესი: „თამაშით „რომას“ ვაჯობეთ“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა „რომასთან“ წაგებული შეხვედრის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

„პირველი 20 წუთი ჩვენთვის რთული გამოდგა. დარჩენილ დროში კი ყველაფერი გამოვასწორეთ. ვფიქრობ, „რომაზე“ უკეთესადაც კი ვითამაშეთ“, – აცხადებს ბენიტესი.

„მეორე ნახევარში ყველაფერს ვაკონტროლებდით, თუმცა ჩვენ კარში დანიშნულმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა. რთულია სახიფატო მომენტების შექმნა, როდესაც მეტოქე თავს მთელი გუნდით იცავს. ბევრმა უკვე აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანი მსაჯს არ უნდა დაენიშნა, რადგან ყოველ მატჩში მინიმუმ 50 მსგავსი მომენტი იქმნება“, – დაასრულა ესპანელმა სპეცილისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პიანიჩის დუბლით „რომამ“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა (ვიდეო)

პირველი შვიდი მატჩის მოგების მიუხედავად, „რომა“ VIII ტურის წინ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა. შესაბამისად, დედაქალაქურ კლუბთან მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდა. თუმცა აღნიშნული შანსი „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. თანაბარი თამაშის ფონზე, „ჯალოროსის“ მოთამაშეებმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. არადა, ნეაპოლიტანელებს რომაელებზე ნაკლები მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათთან შედარებით, რუდი გარსიას შეგირდებმა თავისი შანსების გამოყენება შეძლეს, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოიტანა.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტის შექმნა. თავიდან, გოლის გატანის შესაძლებლობა ჟერვინიოს მიეცა, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით, საკმაოდ კარგი შანსი მეკარესთან პირისპირ გასულმა გორან პანდევმა გაუშვა. ინსინიემ მაკედონიელი შესანიშნავი პასით დე სანკტისთან პირისპირ გაიყვანა, რის მიუხედავად, გამარჯვებული აღნიშნულ სიტუაციაში გამოცდილი კიპერი დარჩა, რომელმაც რეაგირების მოხდენა შეძლო და ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგად ცარიელი კართან დანიელე დე როსიმ ივარგა, რომელმაც ბურთი დროულად მოიგერია.

ფრე – პირველი ნახევრის ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა დედაქალაქელები ბოლომდე იბრძოდნენ. პირველი ნახევრის კომპენსირებული დროის მესამე წუთზე მომხდარი ეპიზოდი მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმით დასრულდა, საჯარიმო დარტყმით, რომლის გამოყენებაც მირალემ პიანიჩმა შეძლო – 1:0.

სამი წუთი მთავარმა არბიტრმა დანიელე ორსატომ იქედან გამომდინარე დანიშნა, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო მას თამაშის შეჩერება არაერთხელ მოუწია. „რომას“ მხრიდან ტრავმა ფრანჩესკო ტოტიმ მიიღო, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა – მის ნაცვლად რუდი გარსიამ მოედანზე მარკო ბორიელო შეიყვანა. იძულებითი ცვლილების გაკეთება რაფაელ ბენიტესსაც მოუწია, რომელმაც მიგელ ბრიტოსის ნაცვლად თამაშში პაოლო კანავარო ჩართო.

როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი უმცროსმა კანავარომ უკვე დაკარგა, რადგან ჟერვინიოს წინაამღდეგ თამაშის წესები სწორედ მან დაარღვია (აღნიშნულ მომენტს საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომლის წყალობითაც, როგორც უკვე დავწერე, პიანიჩმა ანგარიში გახსნა). ყველაფერთან ერთად, იმ ეპიზოდში პაოლომ ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში კი კანავარომ მორიგი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფლორენცის ჩაწოდების დროს საკუთარ საჯარიმოში მარკო ბორიელო წააქცია, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა“. „რომამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ნიშნულთან მირალემ პიანიჩი მივიდა, რომელმაც ზუსტი და უძლიერესი დარტყმით თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.

პიანიჩის გოლების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დანიელე დე როსი უნდა იყოს აღიარებული, რადგან იგი მოედნის ყველა ადგილას დომინირებდა და ტოტის არყოფნაში თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებდა.

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0
გოლები: პიანიჩი 45+3′, 71 (პენ)

„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი (მარკინიო 81′), ტოტი (ბორიელო 33′), ჟერვინიო (ლიაიჩი 58′)

„ნაპოლი“: რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 44′), მესტო, ინლერი (ჯემაილი 83′), ბერამი, ჰამშიკი, კალეხონი, პანდევი (იგუაინი 68′), ინსინიე

გაფრთხილებები: პანდევი, კანავარო, ინლერი – პიანიჩი
გაძევება: კანავარო 70′ (მეორე ყვითელი ბარათი)

 

ტოტი, მაიკონი და ბრედლი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან

გავრცელებული ინფორმაციით,უახლოეს მატჩში „რომას“ ერთდროულად სამი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება.

საუბარია ფრანჩესკო ტოტიზე, დუგლას მაიკონსა და მაიკლ ბრედლიზე.

აქედან გამომდინარე, ეს ფეხბურთელები „ჯალოროსის“ „ნაპოლისთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიმდინარე კვირის ბოლოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რომას“ ლავეცის შეძენა სურს

გავრცელებული ინფორმაციით, „რომას“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ეზეკიელ ლავეცის შეძენას აპირებს.

რომაული კლუბის ხელმძღვანელთა აზრით, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მათი გუნდის ტაქტიკას შესანიშნავად მოუხედება. საუბარია მოედანზე ერთდრუოლად სამი თავდამსხმელის შეყვანაზე.

ცნობისთვის, 28 წლის მოთამაშეს საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „ტოტი ნებისმიერ გუნდს გამოადგება“

იტალიის ნაკრების მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, ასაკის მიუხედავად, „რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ნებისმიერ გუნდს ახლაც გამოადგება.

„ასეთ ფორმაში მყოფი ტოტი ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ფრანჩესკო უბრალოდ უკვდავია. იგი – ნამდვილი ჩემპიონია“, – თვლის ბუფონი.

გარდა ამისა, ბუფონმა 2014 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი კარგად უნდა დავასრულოთ, რადგან ნაკრებში უიღბლოდ ჩატარებული შეხვედრები ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არც ისე კარგად აისახება“, – დაასრულა ჯიჯიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი