ბალოტელი: „ძალიან მიხარია, რომ ზეედორფი ჩვენი მწვრთნელი გახდა“

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ ის ზეედორფის „როსონერის“ მწვრთნელად დანიშვნით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ „შავ-წითლების“ ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი „სასუოლოსთან“ წაგებული მატჩის (3:4) შემდეგ დაითხოვა.

„სამწუხაროა, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდიდან გაუშვეს, თუმცა ჩვენი ახალი მწვრთნელი ზეედორფია, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კლარენსს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა და მას ნამვილად შეუძლია, „მილანი“ უფრო ძლიერი გუნდი გახადოს“, – ამბობს ბალოტელი.

სახალისო ვიდეო: ბალოტელი კრისტანტეს წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც „მილანის“ ვარჯიშზე მომხდარი სახალისო მომენტია აღბეჭდილი.

ბალოტელისათვის ხელთათმანიც ბურთია

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ კენწლის მარიო ბალოტელი “მილანის” ვარჯიშზე ხელთათმანს.

ბალოტელი: “მილანში” ვრჩები”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის “როსონერიში” რჩება.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბალოტელის შეძენა ლონდონის “ჩელსის” სურს.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, “მილანში” ვრჩები. მშვიდად უნდა ვიყო და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის მოვემზადო”, – ამბობს ბალოტელი.

23 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, სერია A-ში ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

კრისტანტე: “ბალოტელიმ მითხრა, რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი”

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბრაიან კრისტანტე აცხადებს, რომ ის “როსონერის” მაისურით პირველი გატანილი გოლით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

18 წლის კრისტანტე “სან სიროზე” პირველ მატჩს ატარებდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მთელი მატჩი კარგად ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

“ჩემთვის, ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან “სან სიროზე” პირველ მატჩს ვატარებდი. თამაშის დაწყების წინ, ბალოტელიმ მითხრა, რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი. “მილანში” მაშინ მოვედი, როდესაც 14 წლის ვიყავი და პირველ გუნდში გადმოსვლამდე ჩემი გზა გამოვიარე”, – ამბობს კრისტანტე.

ბონერა: “ყველაფერი ბალოტელიზეა დამოკიდებული”

იტალიური “მილანის” ცენტრალური მცველი, დანიელე ბონერა აცხადებს, რომ 2014 წელი შესაძლებელია მარიო ბალოტელის წელი გამოდგეს, თუმცა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

“2014 ბალოტელის წელი იქნება? ვფიქრობ, შეიძლება, მაგრამ ყველაფერი მარიოზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, მან უკვე დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. რომ არა ტრავმები, ის კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებდა. იმედი მაქვს, ბალოტელი არაერთ გოლს გაიტანს”, – ამბობს ბონერა.

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელი არ იყიდება

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობა ოფიციალური განცხადებით გამოვიდა და მარიო ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების ამბავი უარყო. აღნიშნული გადაწყვეტილებმა პირადად სილვიო ბერლუსკონიმ მიიღო.

“ბალოტელი იყო და არის “მილანის” მოთამაშე. ჩვენი გუნდი მას არსად არ გაუშვებს” – იუწყება მილანის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ იტალიური პრესა ბალოტელისა და ბერლუსკონის კონფლიქტზე წერდა და სუპერმარიოს გასხვისებასაც ვარაუდობდა.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე

მარიო ბალოტელის ახალი, ორიგინალური ბუცები

16 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “მილანმა” “სან სიროზე” “რომა” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში, “როსონერის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი მოედანზე ახალი, საკმაოდ ორიგინალური ბუცებით გამოჩნდა. როგორც გაირკვა, “ბალოს” ბუცებზე სხვადასხვა გაზეთიდან ამოკრებილი, მასზე დაწერილი სტატიების სათაურები იყო გადატანილი: “Why Always Me”, “Super Mario” და “Bye Bye Germania”.

baloteli2 baloteli baloteli1

ბალოტელიმ თვალებში ლინზები ჩაისვა

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თვალებში ლურჯი ფერის ლინზები ჩაისვა.

მარიო ბალოტელის მშვენიერი ფინტი “აიაქსთან” მატჩში

როგორც იცით, 12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანმა” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ მშვენიერი ფინტი გააკეთა.