ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

ბათუმის “დინამოს” ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” ანგისის ბაზა რამდენიმე ხანია შენდება. საგულისხმოა, რომ ეს პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

აჭარული კლუბის ფეისბუქ-გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია, რას წარმოადგენდა ანგისის ბაზა მშენებლობის დაწყებამდე და როგორ გამოიყურება იგი ახლა.

 

“კოლხეთმა” “დინამოს” მოუგო და ეროვნული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის დასკვნითი, 36-ე ტურის მატჩები იმართება.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. 51-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. 12 წუთში გიორგი ბუხაიძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ხოლო, გამარჯვების გოლი ალეკსანდრ დერებჩინსკის ანგარიშზეა – მან 79-ე წუთზე გაუტანა ანატოლი ტიმოფეევს და მეგრულ გუნდს მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “კოლხეთს” 26 ქულა დაუგროვდა, ხუთით გადაუსწრო ბოლო ადგილზე მყოფ “შუქურას” და ეროვნული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. რაც შეეხება “დინამოს”, მან ჩემპიონატი 33 ქულითა და მერვე ადგილით დაასრულა. ეს ორი გუნდი პლეი-ოფში ადგილის შენარჩუნებისთვის ითამაშებენ.

 

ბათუმის “დინამოს” მარცხი “საბურთალოსთან” “რაგბი არენაზე” (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივმა “დინამომ” თბილსიის “საბურთალო” მიიღო. ანგარიში მესამე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ გუნდებს რამდენიმე მომენტი შეექმნათ, თუმცა გოლი პირველ ტაიმში არ გასულა. მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ნდუე მუეციმ “საბურთალოს” ჩამორჩენა აღმოფხვრა. ხოლო, მესამოცე წუთზე დავით ვოლკოვმა საერთოდ წინ გაიყვანა თბილისლები. საბოლოოდ, სწორედ მათ იმარჯვეს ანგარიშით, 2-1.

ამ წაგების შემდეგ “დინამო” 33 ქულით მერვე პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” 56 ქულა მოუგროვდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ეროვნული ლიგა: ორი “დინამოს” დაპირისპირება თბილისლებმა მოიგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინამო არენაზე” ორი “დინამოს” დაპირისპირება შედგა – დედაქალაქელები ბათუმლების წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კახა კაჭარავას შეგირდების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე თბილისელთა მარჯვენა მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გახნსა.

49-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვობა. 79-ე და 82-ე წუთებზე მიქელთაძემ ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ –
კი ჰეთრიკი. საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 4-0 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ თბილისურ გუნდს 71 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ბათუმური გუნდი 33-ით მერვეა.

“შუქურა” – “დინამო”: უგოლო აჭარული დერბი (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ქობულეთის “შუქურა” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. არც ისე დაძაბული თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უგოლო ფრით დასრულდა – 1-1.

აჭარული დერბის შემდეგ “შუქურას” 17 ქულა დაუგროვდა და ბოლო, მეათე პოზიციას იკავებს. ის მომდევნო ტურში თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ოთხ ნოემბერს, თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე 15:00-ზე დაიწყება. რაც შეეხება “დინამოს”, იგი 33 ქულით მერვე პოზიციაზეა. ამჟამად მას 33 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. იგი ხუთ ნოემბერს, თბილისში, ადგილობრივ “დინამოს” შეხვდება. ეს მატჩიც სამ საათზე დაიწყება.

 

საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამოს” სტუმრად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა აიღო სტარტი.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ბათუმის “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდა. ანგარიში მასპინძლებმა მეოთხე წუთზე გახსნეს. ამის გაკეთება თეიმურაზ შონიამ მოახერხა. ზუსტად 12 წუთში გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას. თუმცა, ერთადერთი შანსის გამოყენება იმერელთა შემტევმა, მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა. მან გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. შესაბამისად, ეს მატჩი ანგარიშით, 1-2 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ ბათუმური გუნდი 32 ქულით მერვე ადგილზეა. “ჩიხურას” 46 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

 

“ტორპედომ” “დინამოს” ბათუმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. დაპირისპირება სტუმართა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა.მე-14 წუთზე გიორგი ქიმაძემ ანგარიში გახსნა.ზუსტად რვა წუთში ბექა ტუღუშმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 37-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 0:3 გახდა.

მეორე ნახევარში იმერლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ვლოდიმირ კორობკამ 83-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ხოლო, ზუსტად ხუთ წუთში გიორგი კუხიანიძემ საბოლოო ანგარიში, 0:5 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “დინამო” 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა. “ტორპედოს” 51 ქულა აქვს და ცხრილში მეორეა.

 

თბილისის “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. “დავით პეტრიაშვილზე” მიმდინარე დაპირისპირებაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება დავით ვოლკოვმა მოახერხა. ზუსტად სამ წუთში “საბურთალოდან” მეორე გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე ლაშა შინდაგორიძემ სამბურთიანი გახადა თბილისელთა უპირატესობა.

მეორე ნახევარში, 82-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა მეოთხე გოლიც შეაგდო. ოთხ წუთში კი ნდუე მეციმ საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირა.

ამ შეხვედრის შემდეგ “საბურთალო” 37 ქულით მეექვსე ადგილზეა. “დინამოს” 26 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

ბათუმის “დინამო” თურქულ კლუბთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

Continue reading “ბათუმის “დინამო” თურქულ კლუბთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს”

ბათუმის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. “რაგბი არენაზე” ადგილობრივი ბათუმის “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა.

მეორე წუთზე ანზორ სუხიაშვილმა მასპინძლები დააწინაურა. 33-ეზე იაროსლავ კვასოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა. თერთმეტ წუთში ნიკა მგელაძემ მესამე გოლიც გაუტანა ქობულეთლებს.

მეორე ნახევრის პირველ წუთზე “შუქურადან” ერთი გოლი დავით ჩაგელიშვილმა გაქვითა. 68-ეზე კი მარსელინიომ ერთამდე შეამცირა სხვაობა.

საბოლოოდ, 3-2 “დინამოს” სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 26 ქულით მეშვიდეზეა. ხოლო, “შუქურა” თერთმეტი ქულით ბოლოზეა.

საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორიგი მატჩები იმართება.

“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამო” მიიღო. ანგარიში 27-ე წუთზე ნიკა კვანტალიანმა გახსნა. ზუსტად ერთ წუთში დიმიტრი ტატანაშვილმა მასპინძელთა ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მეორე ნახევარში “ჩიხურა” კიდევ უფრო გააქტიურდა და 49-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმაც შეაგდო. საჩხერლებს სხვაობის ორამდე გაზრდის ასპროცენტიანი შანსი 62-ე წუთზე მიეცათ, თუმცა პაპუნა ფონიავამ პენალტი გააცუდა.

საბოლოოდ, “ჩიხურამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო.

ამ მოგების შემდეგ იმერული კლუბი 33 ქულით მეოთხეზეა. “დინამოს” 23 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.