“ბორუსიას” ფანებმა მანუელ ნოიერს ბანანები დაუშინეს

23 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ”, გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში, საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 0:3 დასრულდა. ბავარიელთა მხრიდან გოლები გიოტცემ, რობენმა და მიულერმა გაიტანეს.

მატჩის მიმდინარეობისას, თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დორტმუნდელმა ფანებმა მეტოქე გუნდის კარის დარაჯს, მანუელ ნოიერს ბანანების სროლა დაუწყეს.

როგორც ცნობილია, ასეთი რამ ამ გუნდებს შორის დაპირისპირებისას ადრეც მომხდარა. “ბორუსიას” გულშემატკივრებმა ბანანები რამდენიმე წლის წინ, “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარეს, ოლივერ კანსაც დაუშინეს.

რობენი: “ბაიერნს” არცერთი გუნდის არ ეშინია”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, არიენ რობენი აცხადებს, რომ ბავარიელებს არცერთი გუნდის არ ეშინიათ.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, მიუნხენელები დორტმუნდში, “ბორუსიას” ესტუმრებიან.

ამჟამად, ბუნდესლიგის ცხრილში, “ბაიერნი” 32 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ “ბორუსიას” ოთხი ქულით უსწრებს.

“ბორუსიასთან” მატჩს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ასეთი ტიპის თამაშები ძალიან მომწონს. ჩვენ არცერთი გუნდის არ გვეშინია. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა სამი ქულის მოპოვება გვსურს”, – ამბობს რობენი.

ყველაზე კურიოზული თამაშგარე მდგომარეობა მესუთ იოზილის მონაწილეობით

როგორც იცით, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლონდონელები თამაშგარე მდგომარეობაში კურიოზულად მოხვდნენ.

ნური შაჰინი 1:0 მესუთ იოზილი – დორტმუნდელმა ლონდონელს ფეხებში ბურთი გაუძვრინა

როგორც იცით, 6 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა ლონდონელ მესუთ იოზილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

“ბორუსია” – “არსენალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბორუსია” ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, ბენდერი, როისი, ბლაშიკოვსკი, ნური შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი.

“არსენალი”: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, როსიცკი, არტეტა, იოზილი, რემსი, კასორლა, ჟირუ.

ობამეიანგი: “მირჩევნია, ლევანდოვსკი “ბარსელონაში” გადავიდეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ მას ურჩევნია, თანაგუნდელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნის” მაგივრად, კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონელ თავდამსხმელს “ბაიერნთან” დიდი ხანია აკავშირებენ და ბევრისთვის გასაკვირად, ის კვლავაც “ბორუსიას” ღირსებას იცავს.

“თუ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს, მირჩევნია, “ბაიერნის” მაგივრად, კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს”, – ამბობს ობამეიანგი.

ცნობისათვის, ლევანდოვსკის დორტმუნდელებთან კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლოს ეწურება.

იურგენ კლოპი მსაჯების „დატერორებას“ განაგრძობს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც მსაჯებთან აგრესიული ქმედებებით არის ცნობილი, მეოთხე არბიტრის „დატერორებას“ განაგრძობს.

გელზენკირხენის „შალეკსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გუშინ გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა: მწვრთნელის სკამზე მჯდომმა კლოპმა მისკენ წამოსულ ბურთს მიმართულება ისე შეუცვალა, რომ პირდაპირ მეოთხე მსაჯს მოხვდა თავში. მსაჯმა ეს ინციდენტი არ შეიმჩნია და ჩვეულად განაგრძო წერა თავის წიგნაკში. ალბათ, მიხვდა კიდეც, ვისგან მოხვდა ბურთი.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

“ბორუსიამ” ლონდონში მოიგო

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, დორტმუნდელთა სომეხმა ლეგიონერმა, ჰენრიხ მხითარიანმა “არსენალის” კარი ზუსტი დარტყმით აიღო.

“არსენალმა” ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე, ოთხი წუთით ადრე მოახერხა – “ბორუსიას” კარში გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც გროსკოიცის ჩაწოდების შემდეგ, დორტმუნდელთა პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის კარი დალაშქრა.

“არსენალი” – “ბორუსია” 1:2
“ემირეითს სტედიუმი”, 60011 მაყურებელი

“არსენალი”: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (გრანბრი 89′), იოზილი, არტეტა, უილშირი (კასორლა 58′), რემსი (ბენდტნერი 86′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი (აუბამეიანგი 66′), ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 66′), როისი (პაპასტატოპულოსი 87′), გროსკოიცი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: ჟირუ 41′ – მხითარიანი 16′, ლევანდოვსკი 82′.
გაფრთხილებები: როსიცკი 51′, იოზილი 85′ – ჰუმელსი 22′, ლევანდოვსკი 64′, ბენდერი 70′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი.

დიტო ჭიჭინაძე

ნური შაჰინი: “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ნური შაჰინი აცხადებს, რომ წარსულში, მას ლონდონის “არსენალში” გადასვლა რამდენჯერმე შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ შაჰინმა კარიერა “ბორუსიაში” დაიწყო. 2011 წელს, თურქი მოთამაშე მადრიდის “რეალს” შეუერთდა. ახლა კი, იჯარით ისევ დორტმუნდელთა რიგებში გამოდის.

“კარიერის განმავლობაში, “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი, განსაკუთრებით კი 2012 წელს. თუმცა, ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. პირველად, ლონდონელებს ჩემი შეძენა მაშინ სურდათ, როცა 16 წლის ვიყავი”, – ამბობს შაჰინი.

დორტმუნდელებმა “ფრაიბურგი” გაანადგურეს

რობერტ ლევანდოვსკისა და მარკო როისის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ბორუსიამ” ბუნდესლიგის მორიგ ტურში სამი ქულის მოპოვება შეძლო.

მატჩის 35-ე წუთზე მასპინძლებმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს და მარკო როისმა გოლის გატანა დამატებაზე შეძლო. ამით მან ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს არბიტრმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დორტმუნდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, დუბლი შეასრულა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

58-ე წუთზე, დიდი წვალების შემდეგ პოლონელმა ლევანდოვსკიმ მაინც შეძლო “ფრაიბურგის” კარის დალაშქვრა.
ამ გოლის გატანიდან 12 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა ბწრყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ჰოფმანის საგოლე გადაცემის შედეგად, “ბორუსიას” ცხრიანმა დუბლი გაიფორმა.

შეხვედრას საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ დაუსვა. მან ამ შეტევაზე ბევრი იწვალა, მაგრამ თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა.

“ბორუსია” 5-0 “ფრაიბურგი”

გოლები: როისი, 35, 45+2 (პენ.), ლევანდოვსკი, 58, 70, ბლაშიკოვსკი, 79.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, გროსკროიცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი, სვენ ბენდერი (კირხი 46), შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი (ბლაშიკოვსკი 62), როისი (ჰოფმანი 62), ლევანდოვსკი.

“ფრაიბურგი”: ბაუმანი, ზორგი, დიანე, გინტერი, გიუნტერი, შუსტერი (ჰეფლერი 65), ფერნანდესი, შმიდი, მეჰმედი, კოკელენი (ჰენი 46), ფრაისი (გუედე 74).

გაფრთხილება: ზორგი.

გაძევება: დიანე, 45.

სანდრო საპანაძე

იგუაინი: „ბორუსია“ დავამარცხეთ, ახლა „მილანის“ ჯერია“

„ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში, „მილანის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ნეაპოლური კლუბი კარგ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რაფაელ ბენიტესის გუნდმა შინ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„ნაპოლი“ კარგ ფორმაშია“. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. გუშინ ძალიან რთულ მეტოქეს ვძლიეთ, ახლა კი „მილანის“ ჯერია“, – აღნიშნა იგუაინმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში „ბორუსიას“ პირველი გოლი გაუტანა.

ცნობისთვის, „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი