დუნგა ერთდროულად ორ ნაკრებს უთავკაცებს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლა დაადასტურა.

როგორც ცნობილია ალეშანდრე გალოს ადგილს ბრაზილიის მთავარი ნაკრების თავკაცი კარლოს დუნგა დაიკავებს.

შესაბამისად, ბრაზილიელებს 2016 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში შედგება, სწორედ დუნგა მოამზადებს.

“კორინთიასის” მეკარემ წლის ერთ-ერთი კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)

7 მაისს, ლიბერტადორესის თასზე პარაგვაულმა “გუარანიმ” საკუთარ მოედანზე ბრაზილიური “კორინთიასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი გოლი “კორინთიასის” მეკარის, კასიოს კურიოზული შეცდომის წყალობით გაიტანეს.

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

კაკა ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებისთვის მზადაა

“ორლანდო სიტის” 33 წლის ნახევარმცველი რიკარდო კაკა წინააღმდეგი არ არის, ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდეს და წელს გასამართ კოპა ამერიკის ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს.

“თუ დუნგა ფიქრობს, რომ გუნდს გამოვადგები, მე დაბრუნებისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, კვლავ შემიძლია, რომ ნაკრებში ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობებითა და გამოცდილებით დავეხმარო, თუმცა “სელესაოში” გამოძახება ჩემზე არ არის დამოკიდებული”, – ციტირებს კაკას სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ბრაზილიაში, თანაგუნდელებმა ერთმანეთთან მატჩის მიმდინარეობისას იჩხუბეს (ვიდეო)

26 აპრილს, ბრაზილიის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “რიო ბრანკოსა” და “პლასიდო დე კასტროს” შორის გამართულ მატჩში (5:2), “პლასიდო დე კასტროს” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ჩხუბი მატჩის მიმდინარეობისას დაიწყეს, რის გამოც მსაჯმა ორივე მათგანი მოედნიდან გააძევა.

როგორ ჩამოართვა ხელი “ფლამენგოს” გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მსაჯს (ვიდეო)

კვირას, “ფლამენგოსა” და “ვასკო და გამას” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, “ფლამენგოს” 29 წლის მცველი პარა ძალიან გაბრაზებული ჩანდა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაულო სეზარი (მეტსახელად კაჟუ) გამოტყდა, რომ მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა. 65 წლის ყოფილმა მოთამაშემ ამის გამო სინანული გამოთქვა. ის 17 წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული გახლდათ.

“თავის კონტროლს ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს გავაკეთებდი. ეს ჩემთვის დიდი დანაკლისია. მანამდე ეს არავისთვის არ მითქვამს, თუმცა ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვარ. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კოკაინი იყო. მედალს უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა”, – პაულო სეზარის კომენტარი “გლობომ” გამოაქვეყნა.

კაჟუს ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 57 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი. ის “სელესაოს” ღირსებას ათი წლის განმავლობაში იცავდა.

 

რობერტო კარლოსი: „ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა მსურს“

თურქული „აკხილარ ბელედიეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თავისი მიზნების შესახებ ისაუბრა.

„ჩემი მიზანი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაა. ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად დიდი გზის გავლა მომიწევს, ამიტომაც კონკრეტულ დროზე ვერ ვისაუბრებ.

2006 წელს გულშემატკივართა კრიტიკაზე არ გავბრაზებულვარ. ნაკრებში ჩინებული მომენტები მქონდა.

ჯამში ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 14 წლის განმავლობაში ვითამაშე და რამდენიმე ტიტულიც მოვიგე. ნაკრები ძალიან მიყვარს და იქ სიამოვნებით დავრუნდებოდი.

მწვრთნელობა ადვილი საქმე არაა. ფეხბურთელობის დროს კარგად მოვემზადე და ზეწოლასთან ბრძოლა ვისწავლე“, – განუცხადა კარლოსმა „Folha de Sao Paulo“-ს.

5 საუკეთესო ბრაზილიელი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში

სპორტულმა პორტალმა Copa 90-მა ყველა დროის ხუთი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი დაასახელა.

ჰალკი: „არ ვიცი, ბრაზილიის ნაკრებში რატომ არ გამომიძახეს“

ანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელმა ჰალკმა აღნიშნა, რომ მისი ბრაზილიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩენილ მიზეზების შესახებ არ იცის.

ამასთავანე ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „პენტა კამპიონეს“ რიგებში კიდევ დაბრუნდება.

„ვერ გეტყვით, თუ რატომ არ გამომიძახა მწვრთნელმა ბოლო მატჩებზე. ამ თემაზე არც ვდარდობ, უბრალოდ, მუშაობას ვაგრძელებ და ჩემს შანსს ველოდები., მწვრთნელს რთული არჩევანი აქვს, ამიტომაც მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. ახლა ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი გვყავს“, – განაცხადა ჰალკმა.

“ფლამენგოს” თავკაცმა ცენზურა ორიგინალურად გააპროტესტა (ფოტო)

“ფლამენგოს” მთავარმა მწვრთნელმა ვანდერლეი ლუშემბურგომ “ფლუმინენსესთან” ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ორიგინალური ფორმით გამოხატა პროტესტი.

ლუშემბურგომ პირზე წებოვანი ლენტი აიკრა, რითაც მწვრთნელთა მიმართ ცენზურა გააპროტესტა. გუნდის თავკაცებსა და ფეხბურთელებს რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის გაკრიტიკება ეკრძალებათ (ბრაზილიის სპორტის კოდექსის 258-ე მუხლი).

“ფლამენგოს” 62 წლის თავკაცი ტურნირის რეგლამენტის გაკრიტიკებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

Luxemburgo

ყველაზე ცუდი ვარცხნილობა ფეხბურთის ისტორიაში? (ვიდეო)

3 აპრილს, ბრაზილიაში, “რემოსა” და “ატლეტიკო პარანაენსეს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), მოედანზე “რემოს” 35 წლის ფეხბურთელი რატინიო ორიგინალური ვარცხნილობით გამოჩნდა.