ბუნდესლიგის შემოსავალი გაიზარდა, თუმცა დასწრებამ იკლო

ბუნდესლიგამ 2012/13 წლების ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად გერმანიის ჩემპიონატს ზედიზედ მეცხრედ შემოსავლები გაეზრდა.

გასულ სეზონში ყველა კლუბის შემოსავალმა 2,17 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2011/12 წლების სეზონთან შედარებით, დაახლოებით 4,5 პროცენტით მეტია

ამავე დროს, გასულ სეზონში იკლო მაყურებელთა დასწრების რაოდენობამ. თუ 2011/12 წლებში ბუნდესლიგის მატჩებს 13,5 მილიონი დაესწრო, გასულ სეზონში ეს მაჩვენებელი 12,8 მილიონამდე დაეცა.

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნის” გამარჯვება გლადბახში, ბლაშიკოვსკის ტრავმა და “ლევერკუზენის” მორიგი მარცხი ბუნდესლიგის განახლებულ გათამაშებაში.

 

ცვლილებების გარეშე

2014 წლის პირველ გერმანულ ტურში უცვლელი დარჩა “ბაიერნის” მძლავრი თამაში. რიბერის, რობენის, შვაინშტაიგერისა და მანჯუკიჩის გარეშე მოთამაშე მუნხენელებმა “გლადბახს” იოლად გაუმკლავდნენ. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ მანჯუკიჩი განაცხადიდან პირადი გადაწყვეტილებით ამოიღო, რაც მისი ცუდი სათამაშო ფორმით ახსნა. ლევანდოვსკის ტრანსფერის მოლოდინში, კი ეს ეჭვს იწვევს, რომ “ბაიერნში” მანჯუკიჩის დღეები დათვლილია.

ბავარიელებმა ანგარიში მატჩის დებიუტში გახსნეს. მეშვიდე წუთზე თავი გიოტცემ გამოიჩინა. 53-ე წუთზე კი პენლატიდან თომას მიულერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და “ბაიერნმა” ლიდერობა გაიმყარა.
დაკარგული ქულები და ფეხბურთელი

დორტმუნდის “ბორუსიამ” 2014 წელი უიღბლოდ დაიწყო. საკუთარ მოედანზე “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში “ბორუსიამ” 2 ქულასთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იაკუბ ბლაშივსკიც დაკარგა. პოლონელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მისთვის სეზონი დასრულებულია.

თუმცა, ყველაფერი კარგად იწყებოდა.. მეხუთე წუთზე ბენდერმა როისის გადაცემა გამოიყენა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მაგრამ, უკვე მეექვსე წუთზე კლოპს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა და ბლაშიკოვსკის ნაცვლად მოედანზე ობამეიანგი გამოვიდა.
პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. 56-ე წუტზე ბენდერმა კვლავ გაინტანა, თუმცა ამჯერად საკუთარ კარში და ანგარიშიც გათანაბრდა.
დორტმუნდს სტატუს-კვოს აღსადგენად ზუსტად 10 წუთი დასჭირდა. ნური შაჰინმა შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და “სიგნალ-იდუნა-პარკზე” შეკრებილ 80 ათას მაყურებელს გამარჯვების იმედი ჩაუსახა, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა “აუგსბურგის” კორეელი ლეგიონერი დონგ ვონ ჯი და 72-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ლევერკუზენის წარუმატებელი სერია

2013-ში დაწყებული წარუმატებელი სერია “ლევერკუზენმა” 2014 წლის პირველ ოფიციალურ მატჩშიც გააგრძელა. აუტსაიდერ “ფრაიბურგთან” განცდილი მარცი ფარმაცევტებისთვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ჰიიპიას ფეხბურთელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული კლაუსის გოლით ფრაიბურგელებმა ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვეს და გასავარდნი ზონიდანაც ამოვიდნენ.

 

 

24/01/14

გლადბახი 0-2 ბაიერნი

გოლები: გიოტცე 7′ ; მიულერი 53′ 

25/01/14

დორტმუნდი 2-2 აუგსბურგი

გოლები: ბენდერი 5′ (1:0); ბენდერი 56′ (ს.კ. 1:1); ნური შაჰინი 66′ (2:1); დონგ-ვონ ჯი 72′ (2:2)

შტუტგარტი 1-2 მაინცი

გოლები: აბდელაოე 11′ (1:0); ოკაზაკი 39′ (1:1); სალერი 87′ (1:2)

ვოლფსბურგი 1-3 ჰანოვერი

გოლები: რუდნევსი 28′ (0:1); ოლიჩი 35′ (1:1); ბიტენკორტი 50′ ; 72′ (1:3)

ნიურნბერგი 4-0 ჰოფენჰაიმი

გოლები: ჩანდლერი 24′ ; დრმიჩი 42′ ; გინცსეკი 49′ ; დრმიჩი 70′

ფრაიბურგი 3-2 ლევერკუზენი

გოლები: ბენდერი 4′ (0:1); მეჰმედი 27′ (1:1); როლფესი 35′ (1:2); შმიდი 53′ (2:2); კლაუსი 90′ (3:2)

აინტრახტი 1-0 ჰერტა

გოლი: მეიერი 36′

26/01/14

ვერდერი 0-0 ბრაუნშვაიგი

ჰამბურგი 0-3 შალკე

გოლები: ჰუნტელაარი 34′ ; ფარფანი 53′ ; მეიერი 56′ 

ბუნდესლიგის პრევიუ

ზამთრის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგა გულშემატკივარს უბრუნდება. დღეს მიონჰენგლადბახში გასამართი მატჩით მეთვრამეტე ტურის პროგრამა დაიწყება. 

 

სასტარტო მატჩი

მეორე წრის სასტარტო მატჩში ერთმანეთს გლადბახის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. კლასიკური გერმანული მატჩი, მიმდინარე სეზონში კი “გლადბახის” კარგი თამაშის კვალობაზე, ამ დაპირისპირებას უფრო მეტი დაძაბულობა ახლავს თან.
პაუზის პერიოდში ახალწვეულები არცერთ გუნდს არ დაუმატებია. “ბაიერნმა” ოფიციალურად გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა პოლონელი “რეკორდმაისტერს” ზაფხულში შეუერთდება. იან კირჰოფი კი “შალკეში” არის გაშვებული იჯარის წესით, სადაც მან პირველივე დღეებში ტრავმა მიიღო.
მოსამზადებელ ეტაპზე “ბაიერნის” მარცხმა “ზალცბურგთან” ყველა გააკვირვა. ასე რომ, დღეს გლადბახში მიუნხენელები სკეპტიკოსების გასაჩუმებლად მძლავრად შეუტევენ. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტუმრებს მნიშნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. ტრავმების გამო “ბაიერნს” ვერ დაეხმარებიან: რიბერი, შვაინშტაიგერი, ლამი და რობენი.

“ბორუსიას” მთავარი მიზანი იმის შენარჩუნებაა, რაც უკვე შექმნილია. ლუსიან ფავრი მზად არის შეელიოს ლუკ დე იონგ, რომელიც გუნდს ნამდვილად ვერ შეეწყო. სხვა მხრივ კი, შვეიცარიელი ყველაფრით კმაყოფილია. მაგრამ, სპორტული დირექტორი მაკს ებერლი უკვე ახალი მეკარის ძიებით არის დაკავებული, ვინაიდან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზაფხულში “ბარსელონაში” გადავა.
ტაიფუნი “ჰანოვერში”

“ვოლფსბურგი” და “ჰამბურგი”, რომლებიც ერთმანეთს შაბათს დაუპირისპირდებიან, წყნარი გერმანული ზამთრის მთავარი მოქმედი გმირები არიან. “საავტომობილო ქალაქის” კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. “ვოლფსბურგმა” ბელგიელ კევინ დე ბრეინეში 22 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ ტრანსფერით “მგლები” ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებენ გერმანულ საფეხბურთო საზოგადოებას, რომ მათ ლიდერთა შორის დამკვირდება დიდი ხნით სურთ.

რაც შეეხება “ჰანოვერს”, კლუბი 2013 წლის ბოლოს მთავარი მწვრთნელი გარეშე დარჩა. მირკო სლომკა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აშკარად იგრძნობოდა, რომ კლუბი და მწვრთნელი დაიღალნენ ერთმანეთისგან და კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილაბას გაკვირვებაც არ გამოუწვევია. თუმცა, მოულოდნელი ახალი მთავარი მწვრთნელის სახელი გახდა. მეორე ეტაპზე “ჰანოვერს” ტაიფუნ კორკუტი უხელმძღვანელებს. 39 წლის სპეციალისტი ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. “ჰანოვერამდე” ტაიფუნი ფათიჰ თერიმის თანაშემწე იყო თურქეთის ნაკრებში. ასევე მუშაობდა “შტუტგარტის”, “ჰოფენჰაიმისა” და “სოსიედადის” ახალგაზრდულ გუნდებში.

 

24/01/14

გლადბახი – ბაიერნი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=750

25/01/14

დორტმუნდი – აუგსბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=749

შტუტგარტი – მაინცი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=751

ვოლფსბურგი – ჰანოვერი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=752

ნიურნბერგი – ჰოფენჰაიმი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=754

ფრაიბურგი – ლევერკუზენი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=755

აინტრახტი – ჰერტა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=757

26/01/14

ვერდერი – ბრაუნშვაიგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=753

ჰამბურგი – შალკე

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=756

ბუნდესლიგის მიმოხილვა

ფავორიტების სინქრონული მარცხი და ნიურნბერგის ანტირეკორდი ბუნდესლიგის 2013 წლის უკანასკნელ ტურში.

კლოპი პოზიციებს თმობს

დორტმუნდის “ბორუსიამ” იურგენ კლოპის მოღვაწეობის პერიოდში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო შეხვედრა. ასეთი უიღბლო დეკემბერი გამოუვიდათ დორტმუნდელებს. “ბორუსიას” შესვენებამ კარგ დროს მოუსწრო. კლოპს საკმაო დრო ექნება სიტუაციის გამოსასწორებლად. უკანასკნელ ტურში დორტმუნდელებმა ბერლინის “ჰერტას” უმასპინძლეს და 1-2 დამარცხდნენ. თუმცა, შეხვედრა მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო. მეშვიდე წუთზე როისმა “ჰერტას” 18 წლის დებიუტანტი მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მაგრამ სტუმრებმა შესვენებამდა შესძლეს ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი მატჩის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაც. აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილმა “ჰერტას” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა.

ზეიმი ბრემენში

“ბორუსიას” გათამაშების კიდევ ერთმა ლიდერმა, “ლევერკუზენმა” მიბაძა და ბრემენის “ვერდერთან” გასვლითი შეხვედრა წააგო. “მუსიკოსებმა” როგორც იქნა მოახერხეს და საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვეს. კარის მშრალად შენახვა, ბრემენელებმა გასულ 21 საშინაო შეხვედრაში ვერ შესძლეს. “ლევერკუზენმა” კი კვლავ ვერ გაიტანა. როგორც ჩანს, დამღლელი პირველი ნახევრის შემდეგ, “ფარმაცეფტები” გადაიღალნენ.

ანტირეკორდები

საშობაო არდადეგებზე განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე “აინტრახტი” და “ნიურნბეგი” გადიან. ფრანკფურტელებმა მთელი პირველი წრის მანძილზე საშინაო შეხვედრის მოგება ვერ შესძლეს და გამარჯვებას მხოლოდ სამჯერ, გასვლით მატჩებში მიაღწიეს. “ნიურნბერგის” სიტუაცია კი გაცილებით უფრო რთულია. ბუნდესლიგას ასეთი შედეგი უბრალოდ არ ახსოვს. ნიურნბერგელებმა გათამაშების პირველ ეტაპზე გამარჯვების მოპოვება საერთოდ ვერ შეძლეს. უკანასკნელ ტურში “ნიურნბერგმა” გელზენკირხენის “შალკე” მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0-0.

 

20/12/13

აინტრახტი 1-1 აუგსბურგი

გოლები: ბობადილია 33′ (0:1); როზენტალი 42′ (1:1)

21/12/13

ბორუსია 1-2 ჰერტა

გოლები: როისი 7′ (1:0); რამოსი 23′ (1:1); ალაგუი 45′ (2:1)

ვერდერი 1-0 ბაიერი

გოლი: გარსია 74′ 

ფრაიბურგი 2-1 ჰანოვერი

გოლები: მეჰმედი 25′ , 36′ (2:0); ბიტენკორტი 90′ (2:1)

ჰამბურგი 2-3 მაინცი

გოლები: ჩალჰანოღლუ 21′ (1:0); ოკაზაკი 47′ (1:1); მიულერი 50′ (1:2); ვან დერ ვაარტი 79′ (2:2); ოკაზაკი 90′ (2:3)

ბრაუნშვაიგი 1-0 ჰოფენჰაიმი

გოლი: ორლი 29′ 

ნიურნბერგი 0-0 შალკე

22/12/13

გლადბახი 2-2 ვოლფსბურგი

გოლები: დიეგო 53′ (0:1); რაფაელი 59′ (1:1); არანგო 64′ (2:1); დოსტი 85′ (2:2)

კობიაშვილმა „ბორუსიასთან“ სრულად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „ჰერტა“ მიიღო. შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში სრულად ითამაშა „ჰერტას“ მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ჩატარებული 340-ე შეხვედრა გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 36 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ამ დავალებას თავი უნაკლოდ გართვა და მასპინძელი გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, რომ კობიაშვილმა დორტმუნელთა მთავარი მეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის გადაკეტვა შეძლო, პოლონელს არ ჰქონია რაიმე რეალური შანსი. საერთოდაც, „ბორუსია“ თავის თავს არ ჰგავდა, რაც ისევ ბერლინელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. 67-ე წუთზე კობიაშვილმა ტაქტიკური ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველმა ფეხბურთელმა „ბორუსიას“ სწრაფი კონტრიერიში ჩაშალა თამაშის წესის დარღვევით.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარკო როისმა ბუნდესლიგის დებიუტანტი მეკარის, მარიუს გერსბეკის უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ კიპერს ადვილად გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება  23-ე წუთზე შეძლეს: მოედნის ცენტრალურ ნაწილში დორტმუნდელთა მცველმა ერიკ დურმმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, სამი ალაგიმ სწრაფი ფლანგური გარღვევა მოაწყო, საჯარიმოში ადრიან რამოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომან ვაიდენფელერის კარში. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრები სულაც წინ გავიდნენ: ამჯერად „ბორუსიას“ 18 წლის ცენტრალური მცველი მარიან სარი შეცდა, რომელიც მეკარისკენ შეტრიალდა, ამ დროს კი ბურთი ალაგიმ აართვა, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „ბორუსია“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს კი ცდილობდა, თუმცა „ჰერტას“ ფეხბურთელები თავს საიმედოდ იცავდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მატჩის მეორე ნახევარს 4 წუთი დაამატა, თუმცა ტაიმი იმდენად გაჯანჯლდა, რომ ის 98-ე წუთზე დასრულდა.

„ჰერტამ“ ამ გამარჯვებით 28 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბორუსიას“ 32 ქულით მესამე ადგილი აქვს დაკავებული.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVII ტური
„ბორუსია“–„ჰერტა“ 1:2 (1:2)
გოლები: როისი 7′ – რამოსი 23′, ალაგი 45′.
გაფრთხილებები: სარი 45+2′, შაჰინი 90+1′ – ჯიერჯი 50′, კობიაშვილი 67′, ჰოსოგაი 81′.

ბექა დოგრაშვილი

ბუნდესლიგის პრევიუ

პირველი წრის უკანასკნელი ტური სავარაუდოდ მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის, ვინაიდან განსაკუთრებით პრინციპული დაპირისპირებები ამ უქმეებზე გერმანიაში არ იქნება. გათამაშების ლიდერი მარკოში, მსოფლიო თასზე გაემგზავრა, ფეხბურთელთა ფიქრები კი საშობაო არდადეგებზე არის გადართული.

“დორტმუნი” – “ჰერტა”

იურგენ კლოპის გუნდმა უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთ გამარჯვებას მიაღწია. ორი საშინაო მატჩი კი მოუგებლად და გატანილი გოლების გარეშე დაასრულა. კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში საჩემპიონთა ლიგო კვარტეტიდან გავარდნის საფრცხეც ჩნდება. ზამთრის შესვენებამ კარგ დროს მოუსწრო დორტმუნელებს. კლოპს დრო ექნება სიტუაციის გამოსასწორებლად.

“ჰერტა” კი ბოლო ტურებში პროგრესირებს. ლევან კობიაშვილის გუნდმა წლის ბოლოს საგრძნობლად მოუმატა და ევროზონასაც მიუახლოვდა. უკანასკნელ ხუთ წელიწადში “ჰერტამ” დორტგმუნდში მხოლოდ ერთხელ წააგო.

ვერდერი – ბაიერი

“ფარმაცეფტებმა” სან-სებიასტიანში მიღწეული გამარჯვების (რომელმაც გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა) შემდეგ, მოახერხეს და საშინაო მატჩი წააგეს ფრანქფურტის “აინტრახტთან”. ახლა უკვე ლევერკუზენელები “ბაიერნს” 7 ქულით ჩამორჩებია და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდეც გაუჭირდებათ “რეკორდმაისერთან” თანაბარი ბრძოლის გამართვა. მაგრამ, მაინც უნდა ითქვას, რომ “ბაიერს” კარგი პირველი წრე გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, ორმ ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, ლევერკუზენელების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი თავიანთ საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ ბუნდესლიგის ისტორიაში.

სეზონის სტარტზე ჩანდა, თითქოს “ვერდერმა” თავისი მთავარი მინუსი, დაცვაში თამაში გამოასწორა, მაგრამ უკანასკნელ ხუთ ტურში “მუსიკოსებმა” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს და საკუთარ კარში 20 ბურთი მიიღეს. როგორც ჩანს ტომას შაფის წასვლამ და მის ადგილზე რობინ დუტის დანიშვნამ ძირეული ცვლილებები არ მოიტანა.

“გლადბახი” – “ვოლფსბურგი”

გლადბახელები ჩვენს გაკვირვებას აგრძელებენ. “ბორუსია” უკვე შვიდი ტურია წაუგებლად ასპარეზობს. უკანასკნელი მარცხი გუნდმა 19 ოქტომბერს განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ გლადბახელებმა ყველა საშინაო შეხვედრის მოგება მოახერხეს. საერთოდ ლუსიენ ფავრის გუნდის თამაში ძალიან ლაღი და სასიამოვნო სანახავია, რაც სტაბილური პირველი წრის გარანტიც გახდა.

“ვოლფსბურგიც” შესანიშნავ ფორმაში ხვდება ამ დაპირისპირებას. მგლები 8 თამაშია არ აგებენ. გასვლით მატჩებში კი, 12 შესაძლებელი ქულიდან 10-ის აღება მოახერხეს. რა საიდუმლო აქვს დიტერ ჰეკინგს, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა.

20/12/13

აინტრახტი – აუგსბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=747

21/12/13

ბორუსია – ჰერტა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=740

ვერდერი – ბაიერი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=742

ფრაიბურგი – ჰანოვერი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=744

ჰამბურგი – მაინცი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=745

ბრაუნშვაიგი – ჰოფენჰაიმი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=746

ნიურნბერგი – შალკე

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=743

22/12/13

გლადბახი – ვოლფსბურგი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=741

 

ბუნდესლიგის მიმოხილვა

“ბაიერნი” წელიწადს დაუმარცხებლად ასრულებს, “ფოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება.

წელიწადი მარცხის გარეშე

უნიკალური შედეგი დაამყარა მიუნხენის “ბაიერნმა”. 2013 წელს გუნდს არცერთი თამაში არ წაუგია ბუნდესლიგაში. ჩემპიონთა ლიგაში კი, მიუნხენელებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგეს “არსენალთან” და “სიტისთან”. გვარდიოლას გუნდის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, უცნაური იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ “ბაიერნი” ჰამბურგთან დაკარგავდა ქულებს. და ეს არც მოხდა. გვარდიოლამ მატჩამდე განაცხადა, რომ თავის მოთამაშეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართა, რათა ამ მატჩისთვის მოტივაცია ამაღლებულიყო. ესპანელი სპეციალისტის თქმით, შარშანდელი “ბაიერნი”, რომელსაც იუპ ჰაინკესი წვრთნიდა, ევროპის საუკეთესო გუნდი იყო.

საბოლოო ჯამში მიუნხენელებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს და “ჰამბურგი” იოლად დაამარცხეს – 3:1. ეს “ბაიერნის” უკანასკნელი მატჩი იყო 2013 წელს ბუნდესლიგი ეგიდით. გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.

მხიარული შეხვედრა 

“ჰოფენჰაიმის” ყოველი მატჩი მხიარულობის გარანტია. და თუ “სოფლელები” დორტმუნდის “ბორუსიას” ხვდებიან – ეს ნამდვილი შოუ იქნება. მარკუს გიძოლის გუნდი დაცვასთან საერთოდ არ მეგობრობს, იურგენ კლოპს კი ძირითადში 18 წლის მცველი ზარი, პენსიონერი ფრიდრიხი და არც თუ ისე შორეულ წარსულში ტრავმირებული პიშეკი ყავდა.
“ბორუსია” ამ მატჩშიც აგრძელებდა მომენტები განიავებას, რაც მათ ძვირად დაუჯდათ. ჰოფენჰაიმი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მასპინძელთა რიგებიდან თავი შიპლოკმა და ვოლანდმა გამოიჩინეს. თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე აუბამეიანგმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.
მეორე ნახევარი სტუმრების იყო. სრული უპირატესობა, უამრავი მომენტი და მხოლოდ ერთი გოლი, რომლის ავტორი ლუკაშ პიშჩეკი გახდა.

მგლები წინ მიიწევენ

“ბორუსიას” წაფორხილებით “ფოლფსბურგმა” ისარგებლა. დიტერ ჰეკინგის გუნდი მერვე ტურიდან არ აგებს, ამჯერად მათი მსხვერპლი “შტუტგარტი” გახდა. აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი ბრაზილიურ დუეტსა, დიეგოს და ლუის გუსტავოს მიუძღვით.
დიეგომ გოლი გაიტანა და თავისი თამაშით “ვერდერის პერიოდი” გაახსენა გულშემატკივარს. გუსტავო კი, მოედნის ცენტრში შეუდარებელი იყო.
მგომარეობა დაიძაბა როდესაც ვერნერმა მეორე ტაიმში ანგარიშში ცხვაობა შეამცირა. თუმცა პერიშიჩმა მესამე გოლი გაიტანა და მასპინძლებმა 3-1 მოიგეს.

13/12/13 

ჰერტა 3-2 ვერდერი

გოლები: პეტერსენი 15′ (0:1); რამოსი 17′ (1:1); რამოსი 26′ (2:1); ჰანტი 32′ (2:2); რონი 48′ (3:2).

14/12/13

ბაიერნი 3-1 ჰამბურგი

გოლები: მანჯუკიჩი 42′ (1:0); გიოტცე 52′ (2:0); პასოგა 87′ (2:1); შაქირი 90′ (3:1)

ჰანოვერი 3-3 ნიურნბერგი

გოლები: ჰლუშეკი 30′ (0:1); დრმიჩი 38′ (0:2); ნილსონი 41′ (0:3); ბიტენკორტი 60′ (1:3); დიფი 87′, 90′ (3:3)

ჰოფენჰაიმი 2-2 ბორუსია

გოლები: შიპლოკი 17′ (1:0); ვოლანდი 37′ (2:0); ობამეიანგი 44′ (2:1); პიშჩეკი 67′ (2:2)

მაინცი 0-0 გლადბახი

აუგსბურგი 4-1 ბრაუნშვაიგი

გოლები: ვერჰეგი 23′ (1:0); ჰანი 30′, 33′ (3:0); ოერლი 48′ (3:1); ჰალილ ალტინტოპი 75′ (4:1)

ვოლფსბურგი 3-1 შტუტგარტი

გოლები: როდრიგესი 38′ (1:0); დიეგო 53′ (2:0); ვერნერი 57′ (2:1); პერიშიჩი 78′ (3:1)

15/12/13

შალკე 2-0 ფრაიბურგი

გოლები: ჰოფლერი 44′ (1:0 ს.კ.); ფარფანი 67′ (2:0)

ლევერკუზენი 0-1 აინტრახტი

გოლი: რუსი 61′

 

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი

ბუნდესლიგის პრევიუ

“ბაიერნის” უკრანასკნელი მატჩი, “ჰოფენჰაიმი” “ბორუსიას” წინააღმდეგ, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგის წინააღმდეგ და ბუნდესლისი მოახლოვებული ტურის სხვა საინტერესო ფაქტები.

ლიდერი მიდის

ბუნდესლიგის სხვა კლუბებისგან განსხვავებით “ბაიერნის” 2013 წლის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ერთ კვირაში, როდესაც გერმანიაში მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გაიმართება, “ბაიერნი” საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება. ხვალ კი მიუნჰენელები “ჰამბურგს” მიიღებს და მაქსიმალურად ეცდებიან “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხი დაავიწყონ საკუტარ გულშემატკივრას. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ “ჰამბურგის” უკანასკნელი სამი ვიზიტი მიუნხენში ძალიან წარუმატებელი იყო (0:5, 0:6 და 2:9) ნათელი ხდება, რომ უდავო ფავორიტი ხვალინდელ დაპირისპირებაში “ბავარიაა”.

სტუმართმოყვარე ჰოფენჰაიმი

სწორედ “ბორუსიას” “დამსახურებაა” ის, რომ “ჰოფენჰაიმი” წელს ბუნდესლიგაში ასპარეზობს. გასული სეზონის ბოლოს დორტმუნდელებს მცირე მოტივაცია მაინც რომ ქონოდათ, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება. თუმცა ახლა სულ სხვა ვითარებაა. “ჰოფენჰაიმს” გავარდნა ნამდვილად არ ექმურება, “ბორუსიას” კი შარშანდელი სტაბილურობა აკლია. “მარსელთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში, კლოპმა ყველასთვის მოულოდნელად ძირითადში 18 წლის მცველი, მირიან სარი დააყენა. უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და არ არის გამორიცხული, რომ სარი ბუნდესლიგის მომავალ ტურში ვიხილოთ მოედანზე. მითუმეტეს, რომ დორტრუმდელებს პაპასტატოპულოსი დააკლდებათ, დისკვალიფიკაციის გამო. სავარაუდოდ “ბორუსიას” სახეცვლილ დაცვის ხაზს ბევრი შრომა მოუწევს. “ჰოფენჰაიმი” ერთ-ერთი ყველაზე რეზულატიური გუნდია მიმდინარე სეზონში. ჰოფენჰაიმელებს გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ “ლევერკუზენი” და “ბაიერნი” უსწრებენ.

ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგის წინააღმდეგ

ოთხივე გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია. ასეთ რამ ისტორიას არ ახსოვს. “ლევერკუზენს” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაეხმარა. ინგლისელებმა გერმანული კლუბის უშუალო კონკურენტი, დონეცკის “შახტარი” დაამარცხეს ბოლო ტურში. “შალკეს” კი მსაჯი, რომელმაც საკამათო სიტუაციაში “ბაზელის” მოთამაშე გააგდო და გერმანული კლუბის თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლიც ჩათვალა. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ამ მომენტისათვის ანგარიში უკვე 1:0 იყო “შალკეს” სასარგებლოდ. მე-16 ტურში “ლევერკუზენი” “აინტრახტს” მიიღებს. ფრანკფურტელებმა ევროპის ლიგაზე მიაღწიეს წარმატებას და ჯგუფიდან გავიდნენ ისევე როგორც “ფრაიბურგი”, რომელიც “შალკეს” დაუპირისპირდება.

(გადადით ბმულებზე და გააკეთეთ ყველა შეხვედრის პროგნოზი)

13/12/13 

ჰერტა – ვერდერი

http://fanebi.com/premium/?match_id=739

14/12/13

ბაიერნი – ჰამბურგი

http://fanebi.com/premium/?match_id=731

ჰანოვერი – ნიურნბერგი

http://fanebi.com/premium/?match_id=734

ჰოფენჰაიმი – ბორუსია

http://fanebi.com/premium/?match_id=736

მაინცი – გლადბახი

http://fanebi.com/premium/?match_id=737

აუგსბურგი – ბრაუნშვაიგი

http://fanebi.com/premium/?match_id=738

ვოლფსბურგი – შტუტგარტი

http://fanebi.com/premium/?match_id=735

15/12/13

შალკე – ფრაიბურგი

http://fanebi.com/premium/?match_id=732

ლევერკუზენი – აინტრახტი

http://fanebi.com/premium/?match_id=733

რიბერი: “ბუნდესლიგა საუკეთესოა”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ გერმანიის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი გერმანული კლუბი დაუპირისპირდა, წელს კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალში ოთხივე გერმანულმა გუნდმა გააღწია.

“ბოლო რამდენიმე წელია, ბუნდესლიგის დონემ საგრძნობლად მოიმატა. სადაო არაფერია იმაში, რომ გერმანიის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა”, – ამბობს რიბერი.

რიბერი: „ბუნდესლიგა – მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, გერმანიის ბუნდესლიგა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა.

„ბოლო წლებში ბუნდესლიგის დონემ საგრძნობლად აიწია. რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, შესაძლოა, საუკეთესოც კი. უბრალოდ, „აინრახტის“ „ბორდოსთან“ გასვლაზე მოგებულ მატჩს უყურეთ. გერმანიის ჩემპიონატში ფრანკფურტელები კი მხოლოდ მე-16 ადგილს იკავებენ. ეს ადასტურებს იმას, რომ სხვა ლიგის წარმომადგენელთა ფონზე, ბუნდესლიგის გუნდები ძლიერები არიან. ევროპაში ახლა სწორედ გერმანიის პირველობა დომინირებს“, – განაცხადა რიბერიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

სამართლიანი თამაშის მაგალითი: გერმანელმა ფეხბურთელმა ხელით გატანილი გოლი აღიარა

8 დეკემბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “სანდჰაუზენმა” საკუთარ მოედანზე “ფიურტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, ფრინკსმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა, თუმცა მან ეს ხელით მოახერხა. ფრინკსმა ეს ყოველივე აღიარა და შესაბამისად, გოლი აღარ ჩაითვალა.