“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

ლორიას “ანჟი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში მოსკოვის “დინამომ” მახაჩყალას “ანჟის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა მეტოქე.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორი გავებული გოლის მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული იყო “ანჟის” რიგებში. ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან მალევე გაიხნა, მე-8 წუთზე ტაშაევმა მოახერხა სტუმართა კარის აღება. მეორე გოლი ლუცენკოს ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა სხვაობა ორამდე მე-60 წუთზე გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მას შემდეგ, რაც “ანჟი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა 19 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩა, ხოლო “დინამომ 4 საფეხურით წინ წაიწია და მოსკოველები მე-10 ადგილს იკავებენ.

“ანჟიმ” “სკა” დაამარცხა – ქართველები სასტარტოში

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მახაჭკალას “ანჟიმ” “სკა ხაბაროვსკს” უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ჩვენდა სასიხარულოდ გიორგი ლორია და გიორგი ნავალოვსკი დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ქართველებმა სრული მატჩი ჩაატარეს და ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ მოედანზე. შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ისინი პირველივე წუთზე ლესკანომ დააწინაურა. მე-8 წუთზე ანგარიში ორამდე პოლუიაქტოვმა გაზარდა, ხოლო 43-ზე მარკელოვმა გაიტანა თავის გოლი. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე არმასმა დააფიქსირა. შეხვედრა “ანჟის” გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილი შეინარჩუნეს, “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ანჟი” 19 ქულით “დინამო” მოსკოვს წამოეწია, თუმცა დედაქალაქელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ, ამიტომაც ლორიას გუნდი მე-15 ადგილს ინარჩუნებს.

“ანჟი” 0-1 “ლოკომოტივი” – ქართველები სასტარტოში იყვნენ

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლორიას “ანჟი” და კვირკველიას “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

ქართველი გულშემატკივრი გასახარად ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, სტუმართა მხრიდან თავი მირაჩუკმა გამოიჩინა (43′). აღნინულ მატჩში ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, რაც შეეხება საბას ის დამაჯერებლად თამაშობდა მთელი შეხვედრის განმავლობაში.

ამ შედეგის შემდეგ “ლოკომოტივი” პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს, რაც შეეხება “ანჟის”, ისინი 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზე არიან.

ლორიას “ანჟიმ” მძიმე ბრძოლაში იმარჯვა

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ანჟი” სტუმრად “ამკარს” ეწვია და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.

“ანჟის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს წარმატებაში დაეხმარა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, მე-5 წუთზე “ამკარის” კარი მარკელოვმა დალაშქრა, მაგრამ “ანჟის” სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და მე-12 წუთზე კოსტუკოვმა ლორიას კარის აღება მოახერხა. გადამწყვეტი გოლი ისევ მარკელოვის ანგარიშზეა, რუსმა ფეხბურთელმა დუბლი 28-ე წუთზე გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა 1-2 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლორიას “ანჟიმ” მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა და “დინამოს” 1 ქულით გადაასწრო.

“ანჟიმ” “არსენალს” სძლია – ლორია კვლავ სასტარტოშია!

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთოთხმეტე ტურში მახაჩყალაში ადგილობრივმა “ანჟიმ” ტულას “არსენალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3-2 სძლია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კიპერმა კარგად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში, რაც მართლაც სასიხარულოა. “ტულას” სათადარიგოთა შორის იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 33-ე წუთზე ჩაერთო.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ანჟიმ” ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. რაც შეეხება გრიგალავას გუნდს, ისინი მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

ჭანტურიას “ურალმა” ლორიას “ანჟი” დაამარცხა.

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს გიორგი ჭანტურიასა და გიორგი ლორიას გუნდები დაუპირისპირდნენ.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ლორიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ანჟის” შემადგენლობაში 90 წუთი ჩაატა, მაგრამ სამწუხაროდ ორი გოლი გაუშვა და მისი გუნდი დამარცხდა. რაც შეეხება ჭანტურიას ის 53-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ შეხვედრა 2-1 დასრულდა.

ამ მომენტისათვის “ანჟი” ბოლო ადგილზეა, ჭანტურიას “ურალი” კი, 19 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

გიორგი ლორია: “სახლში დავმარცხდით, კმაყოფილი ვერავინ იქნება”

“კრილია სოვეტოვისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი ლორიამ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“სახლში დავმარცხდით, ბუნებრივია, რომ შედეგით კმაყოფილი არავინ არ არის. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ვფიქრობ, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებდით, ბურთ ძირითადად სულ ჩვენ ვაკონტროლებდით. მომენტიც გვქონდა, სამწუხაროდ, მისი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.

დიდი ხანი გამიცდა, რაც ბუნებრივია უარყოდითად მოქმედებდა ჩემზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც დიდი ნდობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ნერვიულობის ფაქტორი ნამდვილად არ მაწუხებდა, პირიქით, სახლში ვთამაშობდი და გულშემატკივარი მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს გამხნევებას, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ,” – აცხადებს ლორია.

ქართული ლეგიონი: ჩაკვეტაძის დებიუტი, კვირკველიასა და მერებაშვილის გამარჯვება

სანაკრებო პაუზამდე დატვირთული საფეხბურთო ვიიქენდი გამოვიდა ქართველი ფეხბურთელებისათვის.

მას შემდეგ, რაც “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გადავიდა, ძირითადი გუნდის რიგებში პირველად ვიხილეთ. გიორგი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი, “ბრიუგესთან” 2-1 დამარცხდა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართულ მეთორმეტე ტურში “ლოკომოტივმა” “დინამოს” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ასევე “უფას” სასტარტოში იყო მეორე ქართველი ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ასევე, სრული შეხვედრა ჩაატარა. სამწუხაროდ “ანჟის” სათადარიგოთა შორის დარჩა ქართველთა კიპერი გიორგი ლორია, რომელსაც არა და არ ეძლევა თამაშის საშუალება.

პოლონეთის ექსტრაკლასის მეთერთმეტე ტურში მერებაშვილის “პლოკმა” “ტერმალიცას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ათიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ჰოლანდიაში “ვიტესის” შემადგენლობაში იყო გურამ კაშია. არნემელთა კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა და “უტრეხტთან” ფრედ 1-1 ითამაშა. “ვიტესი” ამ შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა.

გიორგი ლორია “სპარტაკის” განადგურების შემდეგ: “ვპროგრესირებთ, რაც ძალიან მახარებს”

რუსეთის პრემიერ ლიგის ლიდერის, “სპარტაკის” განადგურების (4:0) შემდეგ, “კრილია სოვეტოვის” ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ პრესასთან ისაუბრა.

“სპარტაკი” – დიდებული გუნდია. მათ არაერთხელ შეძლეს ჩემს კართან სახიფათო მომენტის შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი მატჩი მქონდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მომწონს, როდესაც მეტოქე მაწვება.

რატომ გამოდის, რომ “სპარტაკთან” ყოველთვის კარგად ვთამაშობ? ასეც ვერ ვიტყვით. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არის მეტოქე, მთავარია გოლის არგაშვება. უბრალოდ, ბოლო დროს “კრილიამ” გოლების გატანა დაიწყო, შეტევაში უფრო აქტიურობს. მწვრთნელმა გუნდში ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება დაიწყო.

ადრე უბრალოდ ვცდილობდით, გოლი არ გაგვეშვა, ახლა კი ჩვენი მიზანი გოლების გატანაა – რაც მუშაობს, ეს კი მახარებს.” – განაცხადა ქართველმა მეკარემ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 16 ტურის შემდეგ, “კრილია” 14 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს კი გიორგი ლორიას გუნდი თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარის” წინააღმდეგ გამართავს.

ლორია: “ცუდად არ გვითამაშია”

ავსტრიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. უბრალოდ, ისეთი გოლები გავუშვით, რომლის მიღებაც არ შეიძებოდა. რაც ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თავები უნდა ავწიოთ და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.”

“აღვნიშნავ გულშემატკივრის აქტიურობას. მადლობა, მათ!” – განაცხადა ლორიამ.

 

გიორგი ლორიამ პენალტი მოიგერია და რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა (ვიდეო)

21 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვი” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 78-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა სტუმართა საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ლორიამ მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან იხსნა.