ვენესუელელ ფეხბურთელს ინტერვიუს დროს ზურგში ფეხი ჩაარტყეს (ვიდეო)

14 მაისს, ვენესუელაში, ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, როცა ფეხბურთელი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ინტერვიუს აძლევდა, მას მოწინააღმდეგე გუნდის ფანმა ზურგში ფეხი ჩაარტყა.

BBC-ს ექსპერტები: ევანსი და სისე დისკვალიფიკაციას იმსახურებენ

წარსულში ცნობილმა მოთამაშეებმა და ახლა Match of the Day-ს ექსპერტებმა გუშინდელი ინციდენტი შეაფასეს, ჯონი ევანსსა და პასის სისეს შორის.

შეგახსენებთ, რომ კამათისას “მანჩესტერის” მცველმა ფერადკანიან შემტევს შეაფურთხა, ხოლო “კაჭკაჭთა” ცხრიანმაც არ დააყოვნა და საპასუხო გაუგზავნა. დაპირისპირება მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ტელევიზიას და ინტერნეტ-სივრცეს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია.

ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, დიტმარ ჰამანმა ეპიზოდი შემდეგნაირად შეაფასა: “ეს ამაზრზენია. შეუძლებელია, პროფესიონალი ფეხბურთელი ასეთ გადაწყვეტილებას იღებდეს. ორივე ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ, რამდენიმე კვირით”.

ფილ ნევილი: “ეს ყველაზე საშინელებაა, რაც სტადიონზე შეიძლება გააკეთო. ორივე მოთამაშე დასჯის ღირსია”.

ჯერმეინ ჯენასი: “ასეთი რამ ფეხბურთისა და პრემიერ ლიგის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს. მათ დისკვალიფიკაცია დიდი ხნის მანძილზე ეკუთვნით”.

ასევე იხილეთ: ჯონი ევანსმა და პასის სისემ ერთმანეთს შეაფურთხეს?

ბრაზილიელ ფეხბურთელს მატჩის მიმდინარეობისას ძაღლმა უკბინა (ვიდეო)

22 თებერვალს, ბრაზილიის მინეირო 1-ში, “დემოკრატამ” საკუთარ მოედანზე “ტუპი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “დემოკრატას” თავდამსხმელს ჟოაო პაულოს პოლიციელების ძაღლმა მარცხენა ხელზე უკბინა.

ინციდენტის შემდეგ, ჟოაო პაულომ შეხვედრის ბოლომდე ჩატარება მაინც მოახერხა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გთავაზობთ ფოტოებს:

1

2

3

სპორტის სასახლეში პუტინის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოჩნდა

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დროს ტრიბუნებზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი ბანერი გაშალა. ახალგაზრდებმა, ცნობილი სიმღერაც შეასრულეს. თუმცა დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ პლაკატი ტრიბუნებიდან გაქრა.

2 (2)

“ატლეტიკოში” მარიო მანჯუკიჩის პრეზენტაციის დროს ინციდენტი მოხდა

მადრიდის “ატლეტიკომ” მიუნხენის “ბაიერნიდან” შეძენილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი წარადგინა. პრეზენტაციის დროს კი მცირე ინციდენტი მოხდა.

ხამეს როდრიგესის წარდგენის დროს ინციდენტი მოხდა

დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი მივიდა გუშინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც მადრიდის „რეალმა“ ახალწვეული ხამეს როდრიგესი წარადგინა.

ფეხბურთელის წარდგენას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მოედანზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც როდრიგესთან ჩახუტებას შეეცადა, თუმცა დაცვამ უმალ განაშორა გულშემატკივარი მოთამაშისგან. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ქომაგი დაცვის წევრებისგან დაიხსნა და მას სამახსოვროდ ბურთიც აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესმა „რეალთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო. კოლუმბიელ ნახევარმცველს ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონი ევრო მიეცემა. როდრიგესი „რეალში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა

ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.

 

ფეხბურთში მომხდარი ინციდენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

გერმანიის სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი ტურის მატჩში მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს შორის სიტუაცია დაიძაბა, შემდეგ კი ძალიან სასაცილო რამ მოხდა.

მსაჯს ტრიბუნიდან ცოცხალი ძაღლი ესროლეს

ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივარმა ორიგინალური ხერხით გამოხატა პროტესტი მსაჯის მიმართ, რის გამოც ახლა ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო მკაცრი სასჯელი ემუქრება.

9 თებერვალს, ალმერიაში, ორ რეგიონალურ კლუბს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, შეხვედრის მთავარი არბიტრი ერთ-ერთი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მივიდა. ამით ისარგებლა 50 წლის ქომაგმა, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მსაჯს პროტესტის ნიშნად თავისივე ცოცხალი ძაღლი ესროლა.

ამ ქმედებით გაღიზიანებულმა სხვა გულშემატკივრებმა ძაღლის პატრონს ცემა დაუწყეს, მალევე საქმეში პოლიცია ჩაერთო. წესრიგის მთავარ დამრღვევს ბრალად ედება ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობა. ტრიბუნიდან ნასროლი ძაღლის მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელიმ ბერლუსკონის მედიაჰოლდინგის კამერის დაზიანება სცადა

იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სომხეთის ნაკრებთან გამართავს. „სკუადრა აძურა“ ფლორენციიდან ნეაპოლში მატარებლით ჩავიდა.

ნეაპოლის სადგურში ჩეზარე პრანდელის გუნდს ასობით ქომაგი და რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ამ თბილ სიტუაციაში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიხისტე. მედიაჰოლდინგ „მედიასეტის“ წარმომადგენელთა ცნობით, ბალოტელიმ ერთ-ერთ ოპერატორს დაარტყა და კამერის დაზიანებაც სცადა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია მილანური კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაა.

აქვე დავამატებთ, რომ გუშინ ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ერთ-ერთი პუბლიკაციის შესავალი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„ბალოტელი ავად არის, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავა, როგორც სიმბოლო კამორას (მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატი) მოწინააღმდეგისა“.

ბალოტელიმ გაზეთში გამოქვეყნებულ ამ სიტყვებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„მე ჩავდივარ იმიტომ, რომ ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და თითოეულმა ადამიანმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას სურს. აი, ეს არის თამაში!“

სხვათა შორის, პრანდელის გუნდი ვარჯიშს იმ მოედანზე გამართავს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლიტანურ მაფიას ჩამოართვეს.

რაც შეეხება თავად მატჩს, იტალიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

სტივენ ჯერარდს მოკვლით დაემუქრნენ

„ლივერპულის“ მელვუდის საწვრთნელ  ბაზაზე გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. უცნობმა პირმა მერსისაიდული გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ დროს, როდესაც ჯერარდი თანაგუნდელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდა, უცნობმა პირმა მელვუდის კედლიდან ინგლისელი ნახევარმცველის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი დაიწყო.

თავდაპირველად ჯერარდმა უცნობ პიროვნებას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც საქმე პირად შეურაცხყოფამდე მივიდა.

„ვიცი, სადაც ცხოვრობ. მე შენს დამპალ სახლს გადავწვამ“, – გაჰყვიროდა უცნობი.

„ლივერპულის“ დამხმარე მწვრთნელმა კოლინ პასკომ ძლივს დააკავა ჯერარდი, რომელიც უცხო პიროვნებასთან საქმის გასარკვევად აპირებდა მისვლას.

ლი რედკლიფმა, რომელსაც „ლივერპულის“ ფეხბურთელთა მაისურებით მომარაგება ავალია, სასწრაფოდ გავარდა მოედნიდან, რათა უცნობი პიროვნება დაეჭირა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უცხო პიროვნება ველოსიპედს მოაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, თან გაჰყვიროდა:

„შენც მოგკლავ და შენს დამპალ შვილებსაც“.

ბექა დოგრაშვილი