ჯიჯი ბუფონმა “ფიორენტინას” კაპიტანს, დავიდე ასტორის, რომელიც დღეს უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდებელი წერილი მიუძღვნა.
“ჩაო, ძვირფასო ასტო.
ჩემში კონკრეტული პიროვნების მიმართ არსებულ გრძნობებსა და ფიქრებს იშვიათად საჯაროდ გამოვხატავ. ყოველთვის ჩემში ვმალავდი ურთიერთობის განსაკუთრებულ სილამაზეს, რადგანაც არ მინდოდა ის ადამიანები, რომელთაც ამის პატივისცემა არ შეუძლიათ, შეხებოდნენ ჩემს გრძნობებს.
შენს შემთხვევაში, საჭიროდ ვთვლი, რომ გამონაკლისი დავუშვა, რადგანაც შენს უკან დგას ახალგაზრდა მეუღლე და ოჯახი, რომელიც ძლიერ განიცდის ამ დანაკარგს და პატარა გოგო – ის იმსახურებს იმის ცოდნას, რომ მამამისი ძალიან კარგი ადამიანი იყო.
შენ საუკეთესო გამოხატულება იყავი ძველმოდური სამყაროსი, რომელსაც ხალხი ყოველთვის უკან ტოვებდა. განსაკუთრებული თვისებებით იყავი დაჯილდოვებული, ისეთებით, როგორებიცაა ალტრუიზმი, ელეგანტურობა, ზრდილობიანობა და სხვების პატივისცემა.
R.I.P. – შენი გიჟი ჯიჯი,” – ვკითხულობთ ბუფონის გამოსამშვიდებელ წერილში.