იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერმა “იუვენტუსმა” მილანის “ინტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
“ბიანკონერი” მეორე ტაიმის დასაწყისში ლეონარდო ბონუჩიმ დააწინაურა. 84-ე წუთზე მოედანზე ორი წუთის შესულმა ალვარო მორატამ პენალტი გაიტანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირა – 2:0.
“იუვენტუსმა” ამ გამარჯვების შემდეგ 61 ქულას მოუყარა თავი და მადევარ “ნაპოლის” 4 ქულით გაუსწრო, თუმც ნეაპოლიტანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “ინტერს” 48 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
27-ე ტური
“იუვენტუსი” — “ინტერი” 2:0 (0:0)
გოლები: ბონუჩი 47′, მორატა 84′ (პენ).
გაფრთხილებები: ლიხტშტაინერი 39′, ერნანესი 45′, ხედირა 59′ — ჟუან ჟეზუში 57′.