ტელმო სარას ქალიშვილი: „მესის მამაჩემის რეკორდი არ დაუმყარებია“

ლა ლიგას ისტორიაში ყოფილი საუკეთესო ბომბარდირის ტელმო სარას ქალიშვილის აზრით, „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის გასული კვირის ბოლოს მამამისის რეკორდი არ დაუმყარებია.

შაბათს მესიმ „სევილიასთან“ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა და ესპანეთის პირველობის ისტორიაში გოლების რაოდენობით სარას გაუსწრო, რომელიც 1940 წლიდან 1955 წლამდე ბილბაოს „ატლეტიკში“ თამაშობდა.

„მამაჩემის რეკორდი მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როდესაც ვინმე 267 მატჩში 251 გოლს გაიტანს. მესის ამისთვის 280 შეხვედრა დასჭირდა.

თანაც, მამაჩემის გამოსვლების ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია. მესიმ ამ შედეგს თავისი ნიჭის წყალობით მიაღწია, თუმცა მან თორმეტ შეხვედრაზე მეტი ჩაატარა. დიახ, მას ახლა მეტი გოლი აქვს, თუმცა, ვფიქრობ, მედია შეცდა, როდესაც აღნიშნა, რომ ლიონელმა რეკორდი დაამყარა.

ყველა ფეხბურთელს თავისი სტილი გააჩნია, მაგრამ მამა დიდებული ფორვარდი იყო. მას მოედანზე ფიქრი კარგად გამოსდიოდა, იგი ჩინებული ტექნიკის პატრონი იყო“, – განაცხადა კარმენ სარამ.

დავამატებთ, რომ კარმენის აზრით, მამამისის რეკორდის გაუმჯობესება მხოლოდ კრიშტიანუ როპნალდუს შეუძლია, რომელმაც ლა ლიგის 176 მატჩში მეტოქეთა კარი 197-ჯერ აიღო.

მესიმ „ფეისბუქზე“ რონალდინიოს პასით თავისი პირველი გოლის ამსახველი ვიდეო ატვირთა (ვიდეო)

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ყოფილი თანაგუნდელის რონალდინიოს პასით თავისი პირველი გოლის ამსახველი ვიდეო ატვირთა. აღნიშნული გოლით მესი 2005 წლის პირველ მაისს გამოირჩა.

„როდესაც ეს გოლი გავიტანე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ რომელიმე რეკორდს დავამყარებდი“, – დაწერა ლეომ.

გლები: „მესი ვარჯიშზე ბევრს არაფერს აკეთებდა“

ლიონელ მესის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბელარუსმა ალეკსანდრ გლებმა ლიონელ მესის ნიჭზე ისაუბრა.

„მესის საფეხბურთო ნიჭის სახით ბუნებისგან დიდი საჩუქარი მიეცა. მასთან ერთად თამაში მომიწია და ვერ ვიტყოდი, რომ ვარჯიშებზე იგი განსაკუთრებულად შრომობდა. ლიონელი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, როდესაც თანაგუნდელები ვარჯიშობდნენ. იგივე დარბაზშიც ხდებოდა. ამის მიუხედავად, როდესაც მას ბურთი აქვს, მისი შეჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა გლებმა.

შეგახსენებთ, რომ გლები „ბარსაში“ 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა.

მესის ყველა რეკორდის ამსახველი სურათი

101greatgoals.com-მა ლიონელ მესის რეკორდების ამსახველი სურათი წარადგინა.

ლეო მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა უკვე იმდენი მოახერხა, რომ „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, არგენტინელმა ფეხბურთში ყველაზე მეტ რეკორდს მიაღწია. მესის კიდევ რამდენიმე რეკორდის მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე გოლი და საგოლე გადაცემა აკლია.

„ბარსას“ ლიდერს გოლი ზედიზედ სამ მატჩში არ გაუტანია, თუმცა ესპანელის ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე მას მხოლოდ ორი გოლი აშორებს. გარდა ამისა, ესპანეთის პირველობის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტის წოდებამდე ლეოს ექვსი პასი უკლია. ამავდროულად, „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ასისტენტობისთვის მესის კიდევ 14 საგოლე პასის გაკეთება მოუწევს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იმისთვის, რომ ლიონელი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, მას საერთაშორისო დონეზე 8 გოლი აკლია.

Lionel Messi

აგუერო: ”მესის უყვარს არგენტინა იმაზე მეტად ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია”

”მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა შემტევმა სერხიო აგუერომ ლიონელ მესის შესახებ საიუბრა

”მესიმ ”ბარსელონასთან” ერთად მოიგო ყველაფერი. ერთადერთი მას ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატება აკლია. ის მოტივირებულია. მას ძალიან უყვარს არგენტინა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია.

სერხიო აგუარომ ასევე ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხერარდო მარტინომ გუნდში მოსვლისას დანერგა. ”ტატას, სურს, გუნდში 9 ნომერის მოვალეობა შევითავსო. ამასთან ერთად, ის გეგმავს მესის მარჯვენა ფლანგზე დაყენებას. ეს პროცესი კი, ჩემი და ლეოს შეთამაშებულობას იწვევს”, – დაასრულა სერხიო აგუერომ.

ხავი: „პრემიერლიგაში მესი კიდევ უფრო კარგად იამაშებდა“

„ბარსელონას“ ნახევარმცველის ხავის აზრით, ლიონელ მესი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწევდა.

„ვფიქრობ, პრემიერლიგაში მესი კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა, რადგან იმ ჩემპიონატში გუნდები დაცვიდან თამაშობენ.

„ბარსელონასთან“ თამაშისას ინგლისური კლუბები მობილურად და ენერგიულად თამაშობენ.

თუმცა, ლეოს ინგლისში გაცილებით მეტი თავისუფალი ზონა ექნებოდა, ვიდრე ახლა პრიმერაში აქვს“, – აღნიშნა ვეტერანმა შუახაზელმა.

ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც “მომავალი ლიონელ მესი” უწოდეს

როდესაც ფეხბურთში ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდება, რომელსაც აქვს კარგი ტექნიკა, დრიბლინგი და სხვა დადებითი თვისებები, მას პრესაში “მომავალ ლიონელ მესის” უწოდებენ.

გიორგი ჭანტურია – “ქართველი ლიონელ მესი”

chanturia

რაიან გოლდი – “შოტლანდიელი ლიონელ მესი”

ryan-gauld

სარდარ აზმუნი – “ირანელი ლიონელ მესი”

iranian

დილ ალი – “ინგლისელი ლიონელ მესი”

dele

მარტინ ედეგორი – “ნორვეგიელი ლიონელ მესი”

edegor

იკერ მუნიანი – “ესპანელი ლიონელ მესი”

muniani

მარკო მარინი – “გერმანელი ლიონელ მესი”

marin

ალექს მორგანი – “ქალთა ფეხბურთის ლიონელ მესი” (აშშ)

morgan

სეუნგ-ვო ლი – “კორეელი ლიონელ მესი”

unico-pecado-que-cometido-lee-querer-jugar-futbol-1396612555662

ალან ძაგოევი – “რუსი ლიონელ მესი”

dzagoev

ხერარდო მარტინო: „არამგონია, ძველი მესი დაბრუნდეს“

„ბასელონას“ ყოფილმა და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ლიონელ მესის ფორმის შესახებ ისაუბრა.

„მესი ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაზე ფიქრობს. მას ეს საკითხი ძალიან ადარდებს.

ის, რაც ლიონელს მოსდის, უმეტესწილად „ბარსელონას“ ამჟამინდელ მდგომარეობასთან კავშირშია. უმაღლეს დონეზე ასეთი გრძელი პერიოდის განმავლობაში თამაში ძალიან რთულია. არამგონია, ძველი მესის ხილვის შანსი გვქონდეს.

ლეო ძალიან წუხს, რომ ყველაფერი ისე ვეღარ გამოსდის, როგორც სურს. მას ყველანი უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა მარტინომ „რადიო ამერიკას“ ეთერში.

მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონის ათ შეხვედრაში არგენტინელმა 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მესი და ნეიმარი – „ბარსელონას“ მრისხანე დუეტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ორი ლიდერის ლიონელ მესისა და ნეიმარის საუკეთესო ეპიზოდები.

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ლუის ენრიკემ მესის „საქციელზე“ ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ეიბართან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრის მიმდინარეობისას ლიონელ მესის ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როდესაც არგენტინელმა მოედნის დატოვება იუარა.

„ცვლილების წინ, ხშირად თავად ფეხბურთელს ვეკითხები, თუ როგორ გრძნობს იგი თავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ პასუხის მიღების შემდგომ ვიღებ.

მე მესის, ინიესტასა და ნეიმარს ვესაუბრე. ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრმა ყველაფერი არასწორად გაიგო და არასწორი დასკვნები გამოიტანა. ასე მომავალშიც მოვიქცევი“, – განაცხადა ენრიკემ.

მესის 250-ე გოლი და განვლილი შაბათ-კვირის სხვა საინტერესო კადრები

წარმოგიდგენთ განვლილი შაბათ-კვირის ყველაზე დასამახსოვრებელ კადრებს.

სერხიო აგუეროს პოკერი „ტოტენჰემთან“ მატჩში და ერთი აცილებული პენალტი

Manchester City's Sergio Aguero scores his third goal from the penalty spot during their English Premier League soccer match against Tottenham Hotspur at the Etihad Stadium in Manchester

სესკ ფაბრეგასმა „ჩელსის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა, „ლურჯებმა“ კი, გასულ სეზონში მარცხისთვის რევანი აიღეს

Chelsea's Cesc Fabregas celebrates after scoring against Crystal Palace during their English Premier League soccer match at Selhurst Park in London

„ჰალ სიტიმ“ „არსენალთან“ გამარჯვება ბოლო წუთზე ხელიდან გაუშვა

Hull's Jake Livermore reacts after Arsenal scored during their English Premier League soccer match at the Emirates stadium in London

„საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ 8:0 გაანადგურა, დუშან ტადიჩმა კი, ოთხი საგოლე პასი მიითვალა

4

„ქუინს პარკ რეინჯერსისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დრამატულად დასრულდა

Liverpool's Raheem Sterling celebrates with Steven Gerrard after his cross led to the winning own goal during their English Premier League soccer match against Queens Park Rangers at Loftus Road in London

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა, ტურინელებმა „სასუოლსოთან“ ფრედ ითამაშეს

Juventus' Pogba reacts as he lies on the field during their Italian Serie A soccer match against Sassuolo in Reggio Emilia

მატია დესტრო მორიგ გოლს იტანს, „რომა“ „იუვენტუსს“ 2 ქულით უახლოვდება

AS Roma's Destro celebrates after scoring against Chievo Verona during their Italian Serie A soccer match at the Olympic stadium in Rome

კეისუკე ჰონდამ მეშვიდე მატჩში მეექვსე ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კარლოს ტევესს გაუთანაბრდა

AC Milan's Honda scores his second goal against Verona during their Italian Serie A soccer match in Verona

ლიონელ მესიმ პრიმერა დივიზიონში 250-ე გოლი გაიტანა და ამჟამად რეკორდსმენ ტელმო სარას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება

Barcelona's Messi reacts while hanging from the net after missing a goal against Eibar during their Spanish first division soccer match at Camp Nou stadium in Barcelona

მიმდინარე სეზონში რონალდუს მიერ გატანილ გოლებს კიდევ ორი შეემატა, ახლა პორტუგალიელის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 15 ბურთია

Real Madrid's Cristiano Ronaldo shoots to score against Levante during their Spanish first division soccer match in Valencia

დორტმუნდის „ბორუსიამ“ კიდევ ერთი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე აღმოჩნდა

11

„ბაიერნმა“ „ვერდერი“ 6:0 გაანადგურა, ფილიპ ლამმა დუბლი შეასრულა

12

მარსელო ბიელსას გუნდმა კვლავ გაიამრჯვა, სპეციალისტმა გამარჯვება ცხელი ყავის ჭიქაზე დაჯდომით აღნიშნა

Olympique Marseille's coach Bielsa directs players during their French Ligue 1 soccer match against Toulouse in Marseille

ერნანესმა „ინტერი“ „ნაპოლისთან“ მარცხს გადაარჩინა

Inter Milan's Hernanes celebrates after scoring the team's second goal against Napoli during their Italian Serie A soccer match at the San Siro stadium in Milan