ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მილანის“ ფორვარდ მარიო ბალოტელისადმი ინტერესზე ისაუბრა.
„ბალოტელი დიდ გუნდში თამაშობს, თუმცა ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.
მესმის, რომ „მილანს“ საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება სურს, მით უფრო იტალიელი მოთამაშეების, თუმცა მარიო კარგად იცნობს ინგლისურ ფეხბურთს, ის აქ თამაშობდა.
არ ვაპირებ, რომ „მილანის“ ან იტალიის ნაკრების თავკაცი გავხდე, თუმცა ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც კიდევ ვიმუშავებდი“, – მოურინიოს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.
შეგახსენბეთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბალოტელის მილანის „ინტერში“ თავკაცობდა.
ბექა დოგრაშვილი