ლამი: “ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუმ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბავარიული გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

“ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაცვაში მჭიდროდ ვითამაშოთ, თუმცა ასეთი სტილი შეიძლება საშიში გამოდგეს.

თავს ვერ გავიმართლებთ, შეცდომას ყველა უშვებს. მატჩის დასაწყისში ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ სწრაფი გოლი მივიღეთ. შემდეგ “პორტუმ” ანგარიში 3:1 გახადა.

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყვდება”, – ციტირებს ლამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

ლამი: “დორტმუნდში გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა”

“ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა დორტმუნდის “ბორუსიასთან”(0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინ, გერმანიის ჩემპიონატის ტურში, “ბაიერნმა” “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტუმნდის “ბორუსია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

“თამაში ბოლომდე დაძაბული იყო. თავს კარგად ვიცავდით. კარგია, რომ მარკო როისმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო,”-განაცხადა ლამმა გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

“ეს იყო დამსახურებული 3 ქულა. დორტმუნდში გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა”.

ლამი: “გვარდიოლას შემყურე ვხვდები, რომ მწვრთნელობა არ მინდა”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას არ აპირებს. ფეხბურთელმა გადანცხადა, რომ გადაწყვეტილება პეპ გვარდიოლას მაგალითიდან გამომდინარე მიიღო.

“ჩვენი მწვრთნელი იდეალურის შექმნას ცდილობს და 24 საათი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, გუნდზე და შემდეგ მეტოქეზე. მე კი ცხოვრების მსგავსი რითმი არ მსურს” – განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებ, რომ ლამი “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი.

ლამმა ვარჯიში დაიწყო

“ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა ნოემბერში მიღებული რთული ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

ცნობილია, რომ ფეხბურთელი ჯერჯერობით მსუბუქად იტვირთება და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აღნიშნული ინფორმაცია მოთამაშემ სოციალური ქსელის საშუალებით დააფიქსირა და ფაქტთან დაკავშირებით სიხარულიც არ დამალა.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ლამმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორ გოლთან ერთი სამი საგოლე გადეაცემაც შეასრულა.

 

ლამმა კარიერის დასრულების პერიოდი დაასახელა

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანი ფილიპ ლამი ნელ-ნელა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

„ბაიერნთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. მაშინ უკვე 34 წლის ვიქნები, ვფიქრობ, წასასვლელად ეს შესაფერისი დროა.

ყატარში ან აშშ-ში წასვლაში აზრს ვერ ვხედავ. კარიერის დასრულება მაღალ დონეზე მსურს.

„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება მინდა. ამ მომენტისთვის ეს ჩემი მთავარი მიზანია. შესაძლოა, მას უკვე წელს მივაღწიო. ჩვენი მთავარი მეტოქეები „ჩელსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან“, – განაცხადა ლამმა.

ფილიპ ლამი: „შახტარი“ სახიფათო მეტოქეა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის, ფილიპ ლამის თქმით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდის მეტოქე არც თუ ისე ხელწამოსაკრავია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გამართული კენჭისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენელთა მეტოქე დონეცკის „შახტარი“ იქნება.

„შახტარი“ სახიფათო მეტოქეა, თუმცა ჩვენ შემდეგ რაუნდში უნდა გავიდეთ. „ბაიერნისთვის“ მინიმალური მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა“, – განაცხადა ლამმა.

რონალდუ, ბეილი, ნეიმარი, ლამი და დროგბა ებოლას წინააღმდეგ (ვიდეო)

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ებოლას ვირუსის წინააღმდეგ სპეციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიიღეს და საზოგადოება მისი არსებობის შესახებ გააფრთხილეს.

აღნიშნული აქცია ფიფა-მ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან ერთად ჩაატარა. აქციაში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ, ნეიმარმა, დიდიე დროგბამ, გარეთ ბეილმა, ფილიპ ლამმა და სხვა ცნობილი ფეხბურთელებმა მიიღეს.

რიბერი: ”ლამის ტრავმა დიდი დარტყმაა ”ბაიერნისთვის”

”ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ფილიპ ლამის ტრავმაზე ისაუბრა.

”სამწუხაროა, ლამის ტრავმა. ის, მართლაც, დააკდება გუნდს. ”ბაიერნი” რამდენიმე თამაშში დაკარგავს მნიშვნელოვან ფეხბურთელს. ლამი დიდი კაპიტანია და ასევე მისი როლი მოედანზე უაღრესად დიდია. ფილიპი ძალიან კარგ ფორმაში იყო. ახლა მან სიმშვიდე უნდა შეინარჩნოს და ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ მალე დაუბრუნდეს გუნდს. რა თქმა უნდა, მას სჭირდება ყველას მხარდაჭრა”, – დაასრულა ფრან რიბერიმ.

ფილიპ ლამი სამ თვეს გამოტოვებს

როგორც გუშინ გაცნობეთ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაკლუბელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და გერმანულ პრესაშიც უმალ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული სახისაა.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა კოჭი აქვს გატეხილი. ლამი ტრავმის გამო სამ თვეს გამოტოვებს.

Philipp Lahm injury

 

ფილიპ ლამმა მძიმე ტრავმა მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა დღევანდელ ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაგუნდელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გერმანულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლამმა სერიოზული ტრავმა მიიღო. დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. დიაგნოზი ამ საღამოს უნდა დაისვას.

 

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.

ფილიპ ლამი: “კროოსის წასვლამ გული არ დამწყვიტა”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა ტონი კროოსის “რეალში” გადასვლაზე ისაუბრა.

“კროოსის წასვლამ გული არ დამწყვიტა. ეს ფეხბურთია. მოთამაშეები მიდიან და მოდიან. ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვარ და ასეთ ფაქტებს შევეჩვიე. ტონი შესანიშნავი ადამიანია” – განაცხადა ლამმა.

მცველმა ასევე მიუნხენური კლუბის ახალწვეული, ხაბი ალონსოც შეაფასა.

“მოედნის ცენტრში ბევრი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ჩაბი ალონსო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. დიახ, “ბაიერნში” ის მეხუთე ესპანელია, თუმცა მთავარი ფეხბურთელის დონეა. მნიშვნელობა არ აქვს თუ საიდან მოდიან ისინი”.