კახა ცხადაძე: “პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი რამ შეიცვალა”

დღეს, ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“გუნდების პირველი მატჩის შემდეგ ჩვენს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. განსხვავებულია გუნდის სათამაშო სქემა. მინდა აღვნიშნო, რომ საშინაო 0:4 იმ მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს.

დღევანდელი შეხვედრა კი ნამდვილად განსხვავებული იქნება. პოლონეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შემსრულებლები ჰყავს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და გადამწყვეტიც სწორედ გუნდურობაა. ფრეზე ან წაგებაზე თამაში არ შეიძლება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა” – განაცხადა ცხადაძემ. 

საქართველოსთან მატჩში პოლონელთა შემადგენლობა ცნობილია

პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის სრული შემადგენლობა დაასახელა. პოლონელთა დამრიგებელმა ეროვნულ გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო. ჯვაროსნების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის პოლონელები 8 ივნისს დაიწყებენ.

მეკარეები: არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი)

მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), მარჩინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (ალ-იტიჰადი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები), მიხალ პაზდანი (იაგელონია), ლუკაშ ბროზი (ლეგია), რაფალ იანიჩკი (ლეხია), ტომაშ კეზიორა (ლეხი)

ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი, გერმანია), კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, ესპანეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), არიელ ბორისიუკი, სებასტიან მილია (ორივე – ლეხია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვიეცი (ორიუვე – ლეგია), კაროლ ლინეტი, დავიდ კოვნაცკი (ორივე – ლეხი)

თავდამხმელები: არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), კრჟიშტოვ მაჩინსკი (გუიჩჟოუ, ჩინეთი), პიოტრ ტუშინსკი (იაგელონია).

პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაშ ვარშავა 13 ივნისს უმასპინძლებს.

პოლონელმა მეკარემ მატჩის ბოლოს წუთზე საოცარი სეივი განახორციელა (ვიდეო)

24 მაისს, პოლონეთის ჩემპიონატში, გდანსკის “ლეხიამ” საკუთარ მოედანზე პოზნანის “ლეხი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთზე, სტუმართა გუნდის მეკარემ გოსტომსკიმ საოცარი სეივი განახორციელა.

18-წლამდელებმა ლატვიური ტურნირი მარცხით დაიწყეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ლატვიაში ოთხთა ტურნირზე – „Federation Cup 2015“ იმყოფება, ტურნირის პირველი შეხვედრა პოლონელ თანატოლებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. პოლონელებმა ბურთი თერმეტმეტრიანიდან გაგვიტანეს.

ვასილ მაისურაძემ თავისი ახალი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

საქართველოU18: კულუა, კაპანაძე, ნადარაია, მამუჩაშვილი, ნემსაძე, ღვინიაშვილი, ბაშალეიშვილი, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, გოშთელიანი, გვარაძე

შეცვლაზე შევიდნენ: წივილაშვილი, ბიძინაშვილი, ქობულაძე, გადრანი, ართმელაძე

18-წლამდელები ტურნირის მეორე შეხვედრას დღეს, უკრაინის ნაკრებთან გამართავენ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

რა დაემართა პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში მსაჯს

22 თებერვალს, პოლონეთის ჩემპიონატში “კორონამ” საკუთარ მოედანზე ვარშავის “ლეგია” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

შეხვედრის 52-ე წუთზე შეხვედრის მთავარა არბიტრს კურიოზული რამ შეემთხვა.

პოლონეთის წლის ფეხბურთელად ლევანდოვსკი დასახელდა

პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო.

“ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამით ვამაყობ! მადლობა ყველას”, – განუცხადა ლევანდოვსკიმ “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტს.

რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

 

“ახალი რობერტო კარლოსი”, რომელმაც გასაოცარი საჯარიმო გაიტანა (ვიდეო)

გასულ დღეებში რუმინულ “პანდურიისა” და პოლონურ “ბიელსკო ბიალას” შორის გამართულ მატჩში 22 წლის რუმინელმა ფეხბურთელმა მიჰაი ალექსანდრუმ გასაოცარი გოლი გაიტანა.



ლევანდოვსკი: „ბლაშიკოვსკისთან კონფლიქტი არ მაქვს“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გავრცელებული ჭორები უარყო, რომელთა მიხედვითაც, მას თანამემამულე იაკუმ ბლაშიკოვსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

პრესა ვარაუდობდა, რომ კონფლიქტის მიზეზი პოლონეთის ნაკრების კაპიტნის სამკლაური იყო, რომელიც ლევანდოვსკის გადაეცა.

„დიახ, ცოტა ხნის წინ კუბას ვესაუბრე. პრესა კონფლიქტის შესახებ წერს, თუმცა იგი არ არსებობს. ერთმანეთისთვის ერთი ცუდი სიტყვაც არ გვიქვამს.

ყოველთვის საერთო მიზნები გვქონდა, თუმცა, როდესაც კაპიტნის სამკლაურის მიღება მსურდა, რაღაც შეიცვალა. ყველანაირი გზით ამის გაკეთებას არ ვცდილობდი.

მთავარია, ყველაფერი ნაკრების სასარგებლოდ შეიცვალოს. თუ ჩემი კაპიტნობის პერიოდში ნაკრებიო წარმატებას მიაღწევს, სჯობს, არაფერი შეიცვალოს. ორივე ვთვლით, რომ გუნდი პირად ინტერესებზე მაღლა დგას“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

პატარა პოლონელის ულამაზესი გოლი (ვიდეო)

პოლონეთში, 13-წლამდე ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამართულ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

არტურ ბორუცის ორი სუპერ-სეივი შვეიცარიის წინააღმდეგ (ვიდეო)

18 ნოემბერს, პოლონეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში არტურ ბორუცმა ერთ ეპიზოდში ორი შესანიშნავი სეივი განახორციელა.

როგორ აღნიშნეს პოლონელებმა საქართველოს ნაკრების დამარცხება — მატჩისშემდგომი კადრები

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა პოლონელი ფეხბურთელების მატჩისშემდგომი რეაქციის ამსახველი ვიდეო, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

 

ქეცბაია ნაკრებს მარცხით დაემშვიდობა

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა მარცხით დაასრულა. პოლონელების სტუმრობა საქართველოში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველი გულშემატკივარი მიეჩვია, რომ ქეცბაიას ხელში ნაკრები დიდი ანგარიშით აღარ აგებს, თუმცა მისი თავკაცობით გამართული უკანასკნელი მატჩი სწორედ გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. არადა, შეხვედრა საკმაოდ თანაბრად დაიწყო და პირველ ტაიმშიც განსაკუთრებული უპირატესობას და ასეთ კოშმარულ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა.

პირველი დარტყმა მასპინძლებმა განახორციელეს, თუმცა მე-6 წუთზე ჯაბა კანკავას მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მალევე, ქართველებმა ორი სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. ორივე შემთხვევაში პოლონელთა მცველებმა იმარჯვეს.

მე-17 წუთზე პოლონეთს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა. ჯერ საშუალო მანძლიდან მილიკის დარტყმა მოიგერი ძელმა, მერე კი კამილ გროსიცკის დარტყმაც კვლავ ძელს მოხვდა და ისე დატოვა მოედნის ფარგლები.

22-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთი შანასი მიცა. ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ბურთი კანკავას მიუვიდა, რომელმაც კვლავ ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

27-ე წუთზე მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. მასპინძელთა საჯარიმოში კამილ გროსიცკი აღოჩნდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა. საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ გადაარჩინა.

36-ე წუთზე ქეცბაიას შეგირდებს კიდევ ერთი სტანდარტის შესრულების უფლება მიცათ, მაგრამ ჯანო ანანიძის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. 41-ე წუთზე კი ანანიძის მორიგი ჩაწოდების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბურთი პოლონელთა კართად რამდენიმე მეტრში მდგომ კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ზუსტად ორ წუთში კი კიდევ ერთი რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ. დასარტყმელ პოზიციაზე კვლავ გროსიცკი აღმოჩნდა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. მარჯვენა ფლანგიდან დაუშვილმა საჯარიმოში გამჭოიი გადაცემა გააკეთა, თუმცა პოლონელთა მცველებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს. ნავალკას შეგირდებმა მასპინძლებს მალევე საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. რობერტ ლევანდოვსკის ძლიერი დარტყმა ლორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდში პოლონელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, რომელიც სამწუხაროდ შედეგიანი დარტყმით დასრულდა. 52-ე წუთზე სტუმრები კამილ გლიკმა დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ პლონელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე სახიფათო მოომენტიც შექმნეს. თემურ ქეცბაიამ კი მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებებით სცადა. ინტერტული ანანიძის ნცვლად მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა. „გენკის“ შემტევმა მასპინძლების თამაში გამოაცოცხლა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა კიდევ ერთი სახიფათო მდგომარეობა. დასარტყმელ პოზიციაზე კვლვა კანკავა აღმოჩნდა, თუმცა ისევ არაზუსტად დაარტყა. მოგვიანებით კი, ქეცბაიამ თამაშში ჭანტურია ჩართო, თუმცა რისკს მოერიდა და “კლუჟის” შემტევი ერთადერთი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის ნაცვლად შეიყვანა მოედანზე.

71-ე წუთზე პოლონელებმა მეორე გაიტანეს. სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში განხორციელებულ ჩაწოდების დროს ყველას კრიხოვიაკმა დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.  ზუსტად ორ წუთში კი სებასტიან მილამ ულამაზესი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა ლორიაშ კარში.

86-ე წუთზე მასპინძლებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა ჭანტურიას ძლიერ დარტყმას მცველები გადაეღობნენ, კობახიძის დამატებული კი არაზუსტი აღმოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პოლონელებმა მოთხედაც გაიტანეს. ლევანდოვსკის კარგი თამაშის შემდეგ ცარიელი კარის წინ დარჩა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 0:4.

საქართველო 0-4 პოლონეთი

გოლები: გლიკი 51′ ; კრიხოვიაკი 71′ ; მილა 73′ ; მილიკი 90′

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, ხუბუტია, გრიგალავა, კაშია, დაუშვილი, კანკავა, ანანიძე (ოქრიაშვილი 59′), კობახიძე (ძალამიძე 88′), მჭედლიძე (ჭანტურია 68′)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეჩიკი, პიშჩეკი, სძუკალა, გლიკი, მილა (ლინეტი 86′), გროსიცკი (რიბუსი 69′), მაკზინსკი (იოდლოვეცი 66′), კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მილიკი.

მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა

საქართველოს ეროვნული ნაკრები _74046საქართველო პოლონეთი_0674532423 სოლომონ კვერკველია_0804 საქართველო პოლონეთი_06759 ლევან მჭედლიძე_064653 გიორგიჭანტურია_0680586 ალექსანდრე კობახიძე_98864

 მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები