ევროპის ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: ანდრეი დიკანი (“კრასნოდარი”);
მცველები: იაკუბ ბრაბეცი (“სპარტა”), ვლად კირიკეში (“ნაპოლი”), კარა მბოჯი (“ანდერლეხტი”);
ნახევარმცველები: ჟელსონ მარტინში (“სპორტინგი”), ლეროი სანე (“შალკე”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”);
თავდამსხმელები: ფრედი მონტერო (“სპორტინგი”), არიც ადურისი (“ატლეტიკი”), ჯენკ ტოსუნი (“ბეშიქთაში”).

Team of the week

 

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. გამოკითხვაში პირველ ადგილზე “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გავიდა, რომელმაც ხმათა 33 პროცენტი მიიღო. არგენტინელმა ფეხბურთელმა “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა:

2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) — 27%
3. რაულ ხიმენესი (“ბენფიკა”) — 19%
4. ანდრეი იარმოლენკო (“დინამო კიევი”) — 9%
5. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) — 5%
6. ანხელ დი მარია (“პარი სენ-ჟერმენი”) — 3%
7. ვილიანი (“ჩელსი”) — 2%
8. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) — 2%

 

ჩემპიონთა ლიგის X დღე: მიმოხილვა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეათე დღის მატჩები. გთავაზობთ გამართული შეხვედრების ვიდეომიმოხილვას.

“მალმიო” — “პარი სენ-ჟერმენი 0:5 (A ჯგუფი)
“შახტარი” — “რეალი” 3:4 (A ჯგუფი)
ცსკა — “ვოლფსბურგი” 0:2 (B ჯგუფი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “პეესვე” 0:0 (B ჯგუფი)
“ატლეტიკო” — “გალათასარაი” 2:0 (C ჯგუფი)
“ასტანა” — “ბენფიკა” 2:2 (C ჯგუფი)
“იუვენტუსი” — “მანჩესტერ სიტი” 1:0 (D ჯგუფი)
“მიუნხენგლადბახი” — “სევილია” 4:2 (D ჯგუფი)

უეფამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვდნენ.

მეკარე

იკერ კასილასი – 6 (2007, 08, 09, 10, 11, 12)

მცველები

კარლეს პუიოლი – 6 (2002, 05, 06, 08, 09, 10)
ფილიპ ლამი – 5 (2006, 08, 12, 13, 14)
სერხიო რამოსი – 4 (2008, 12, 13, 14)
ალესანდრო ნესტა – 4 (2002, 03, 04, 07)

ნახევარმცველები

ჩავი – 5 (2008, 09, 10, 11, 12)
ანდრეს ინიესტა – 4 (2009, 10, 11, 12)
სტევენ ჯერარდი – 3 (2005, 06, 07)

თავდამსხმელები

კრიშტიანო რონალდუ – 9 (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14)
ლიონელ მესი – 6 (2008, 09, 10, 11, 12, 14)
ტიერი ანრი – 5 (2001, 02, 03, 04, 06)

სათადარიგოები

ჯანლუიჯი ბუფონი – 3 (2003, 04, 06)
ჯონ ტერი – 4 (2005, 07, 08, 09)
კაკა – 3 (2006, 07, 09)
ზინედინ ზიდანი – 3 (2001, 02, 03)
პაველ ნედვედი – 3 (2003, 04, 05)
რონალდინიო – 3 (2004, 05, 06)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 4 (2007, 09, 13, 14)

ჩემპიონთა ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის IV ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ამ კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”);
მცველები: სტეფან ლიხტშტაინერი (“იუვენტუსი”), ნაჩო (“რეალი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”), სვენ კუმსი (“გენტი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (“ბაიერნი”), ფელიპე პარდო (“ოლიმპიაკოსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

Champions League team of the week

 

ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

„საბურთალო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა

„საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა. ორი კვირის წინ დანიაში გამართული მატჩი „მიდტიულანდის“ გამარჯვებთ, 3:1 დასრულდა, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მინიმუმ 2:0 უნდა მოეგო. სამწუხაროდ, თბილისური კლუბი დღესაც დამარცხდა.

არადა, პირველ ტაიმში „საბურთალოს“ გოლების სასურველი რაოდენობის გატანა შეეძლო.

ასე მე-19 წუთზე ბექა ნიკოლაიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. 25-ე წუთზე საბურთალოელებმა მეტოქის დაცვის მარცხენა ფლანგზე საინტერესო კომბინაცია გაიტამაშეს, საბოლოოდ, ირაკლი ბიძინაშვილმა დაარტყა და, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მეტოქის კარისკენ რიკოშეტით წავიდა, მეკარე ოტრესენმა იქვე მდგომ გურამ გოშთელიანს აჯობა და ბურთს კარის ხასზე დაეუფლა. ორ წუთში იმავე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ბექა გვარაძე შევიდა, რომელმაც დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება ამჯობინა – გადაცემა არაზუსტი გამოდგა. 30-ე წუთზე ბიძინაშვილი მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა, თუმცა მისი დარტყმული არც თუ ისე ძლიერი ყოფილა – ოლსენმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 32-ე წუთზე ბიძინაშვილმა საჯარიმოში გოშთელიანს ჩაუწოდა, დარტყმის მცელობისას ბურთი თთქოს „მიდტიულანდის“ ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ექვს წუთში „მიდტიულანდმა“ „საბურთალოს“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, მეორე სართილზე მცველებს რასმუს ნისენმა დაასწრო, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.

მეორე ტაიმის მესამე წუთზე ხარაიშვილმა მეტოქის კარის მიმართულებით შორიდან დარტყმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 53-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ნისენმა ნახევარი მოედანი გაირბინა და ფლანგზე მიკაელ ანდერსონი პასით მოამარაგა, უკანასკნელმა მეკარე ბექა ქურდაძისსთვის შორეულ კუთხეში დაარტყა და გაიტანა კიდევ – 0:2. „საბურთალოელების“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ახლა მათ შემდეგ ეტაპზ ეგასასვლელად 5 გოლის გატანა სჭირდებოდათ, რაც მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი.

58-ე წუთზე, ჯარიმის შემდეგ, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა თავით ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. 62-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეცვლაზე შესულმა ჩორგაძემ იქვე მყოფი ხარაიშვილი პასით მოამარაგა – „საბურთალოს“ ათიანს ძლიერად და ზუსტად დარტყმა ამჯერად არ გასჭირვებია – ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

72-ე წუთზე ბიძინაშვილმა მეტოქის კარისკენ დარტყმა ფლანგიდან სცადა. 75-ე წუთზე ნისენის კარგი პასის შემდეგ სტერინგმა გაიტანა, ქურდაძემ კი ბურთი ხელში აიღო. ერთ წუთში, თიჩოსენის დარტყმის შემდეგ, ბურთი კუთხურზე გადავიუდა, რომელსაც გემერის არაზუსტი თავური მოჰყვა. 84-ე წუთზე გვარაძის დარტყმის შემდეგ „მიდტიულანდის“ კარის დარაჯს ბურთი ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი მან გოშთელიანს დაასწრო.

88-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი რასმუს ნისენი მეორედ დაჯარიმდა, მსაჯმა რაჰიმ ჰასანოვმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სტუმრები დარჩენილ წუთებში კაცნაკლულნი იყვნენ.

მსაჯის მეირ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ხარაიშვილმა ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, 1:2 და ორი მატჩის ჯამში „საბურთალო“ ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

„საბურთალო“ – „მიდტიულანდი“ 1:2
გოლები: ხარაიშვილი 62′ – ნისენი 38′, ანდერსონი 58′

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნიკოლაიშვილი (ჩორგაძე 60′), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 80′), ნადარაია (ლაკვეხელიანი 73′), ათუნაშვილი, გვარაძე

„მიდტიულანდი“: ოტესენი, ნიკოლაისენი, ლაურიცენი, ნისენი, გემერი (კ), კირკი (ოლსენი 82′), რუტიკანგა, ანდერსონი (პოულსენი 60′), მუნკსგაარდი, თიჩოსენი, თომსენი (სტერინგი 67′)

გაფრთხილებები: გოშთელიანი 52′, ალთუნაიშვილი 77′ – ნისენი 57′ 88′

გაძევება: ნისენი

“საბურთალო” — “მიდტიულანდი”: მატჩზე დასწრება თავისუფალია

ხვალ, ოთხშაბათს, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრაში დანიურ “მიდტიულანდს” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი მატჩი დანიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი აზერბაიჯანელი რაჰიმ ჰასანოვი იქნება.

მსაჯის თანაშემწეები: ნამიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), აკიფ ამირალი (აზერბაიჯანი);
მეოთხე მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (საქართველო);

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის, შეხვედრას მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო იეროც დაესწრება, რომელიც თბილისში “საბურთალოს” მოწვევით იმყოფება.

 

ევროკვალიფიკაცია: პლეი-ოფის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა. პლეი-ოფში გასული რვა გუნდი ასე დაწყვილდა:

უკრაინა — სლოვენია
შვედეთი — დანია
ბოსნია/ჰერცეგოვინა — ირლანდია
ნორვეგია — უნგრეთი

 

პირველი მატჩები 12, 13, 14 ნოემბერს, განმეორებითი კი 15, 16, 17 ნოემბერს გაიმართება.

 

ლევან კობიაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უეფაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება. ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი ნიონში დღეს გაემგზავრნენ. უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, უეფას წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური