ხერარდო მარტინო: „იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. ყურადღების ცენტრშია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის „ეტიჰადზე„ გასამართი შეხვედრა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხაზი გაუსვა ინგლისელთა ძლიერ მხარეებს და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი მეტოქის განეიტრალებას.

„ეს დაპირისპირება ფინალის ღირსია. კარგი იქნებოდა, მათ ცოტა მოგვიანებით რომ შევხვედროდით, თუნდაც მეოთხედფინალურ ეტაპზე. „სიტი“ შეუდარებლად გამოიყურება როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროთასებზე.

არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ გატანასა და არგაშვებას შორის. პირველ რიგში, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც გვიყვარს და როგორც შეგვიძლია. თუ გოლს გავიტანთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! „მანჩესტერ სიტი“ ბევრ რამეში წააგავს „ბარსელონას“ შესაძლოა, ინგლისელები უფრო მარტივად თამაშობენ, მაგრამ ბურთს შესანიშნავად აკონტროლებენ. ვფიქრობ, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს.

„მანჩესტერ სიტი“ ამ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. მათ სხვადასხვა ხერხებით შეუძლიათ ხიფათის შექმნა. კარგად უტევენ როგორც პირველი, ასევე მეორე ტემპით, შეუძლიათ თამაში როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე, მშვენივრად თამაშობენ „მეორე სართულზე“, სახიფათოდ ასრულებენ სტანდარტებს და იტანენ ბევრ გოლს. მეტოქის გასანეიტრალებლად ბურთის ფლობა იქნება საჭირო“, – მარტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

გუნდი ვებ-გვერდის მომხმარებელთა გამოკითხვის მეშვეობით კომპლექტდება.

კვირის სიმბოლური ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარე: ლინდნერი („აუსტრია“);
მცველები: არბელოა („რეალი“), სმოლინგი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ევანსი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ბოილესენი („აიაქსი“);
ნახევარმცველები: უილშირი („არსენალი“), ვიდალი („იუვენტუსი“), როისი („ბორუსია“);
თავდამსხმელები: რობენი („ბაიერნი“), დუგლას კოსტა („შახტარი“), სალაჰი („ბაზელი“).

 

კლოპი: „შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა ასე არაა“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დორტმუნდის „ბორუსია“ „ნაპოლის“ მიიღებს. გერმანელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხების მიუხედავად, კრიზისში არ არის და  მის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე „დორტმუნდი“ სრულ კონცენტრაციას ახდენს.

„ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამ შეხვედრებს შორის ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა სანაკრებო გამარჯვებას მიაღწია, რამაც მათ დამატებითი იმპულსი უნდა შესძინოს. მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მოსაპოვებელი ქულები დავკარგეთ. ეს ყველაფერი „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ მათ წინააღმდეგაც ცუდად ვითამაშებთ. სრულად ორიენტირებულნი ვართ ნეაპოლელებთან გასამართ მატჩზე.

„ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხდა, თუმცა არა მგონია, ვინმე მათ კრიზისზე ლაპარაკობდეს. შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა მოედანზე ამას ვერავინ დაინახავს“, – აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბენიტესი: „ბორუსია“ ექსტრაკლასის გუნდია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი შეხვედრა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ექსტრაკლასის მეტოქე გვყავს. „ბორუსიას“ ვაფასებთ. ასეთი სიტყვები ამ გუნდმა წინა სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები თამაშის გამო დაიმსახურა. დამდეგი მატჩი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ვითარდება ჩემი გუნდი.

ყველა პოზიციაზე თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ნახევარმცველებისგან ველი, რომ მცველებს დაეხმარებიან. შეტევის დროს კი, მცველები შეეშველებიან თავდამსხმელებს. ჩემი გუნდისგან ერთიან მუშაობას ველი“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მარტინო: “ბარსელონამ” მოგება უნდა გააგრძელოს

“აიაქსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მის გუნდს ლამაზად მოგება სურს.

“ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, შინ თუ გარეთ. ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან “ბარსელონას” მიზანი გამარჯვება და ლამაზი ფეხბურთის ჩვენებაა.” – ამბობს მარტინო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი “აიაქსი” – “ბარსელონა” 26 ნოემბერს “ამსერდამ არენაზე” გაიმართება.

ჯექსონ მარტინესი: “ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი გამოსვლით უკმაყოფილოები ვართ”

“პორტოს” თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საკუთარი გუნდის გამოსვლას უარყოფთიად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის “პორტო” G ჯგუფში მესამე ადგილზეა ოთხი ქულით და “ზენიტს” ერთით, ხოლო “ატლეტიკოს” მთელი რვა ქულით ჩამორჩება.

“ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია იფიქროს  გოლის გატანაზე, მაგრამ პირადად მე ეს უშუალოდ მეხება და ყოველთვის ვარ მეტოქის კარზე დაგეშილი. ვგრძნობთ ზეწოლას, ვინაიდან ჩემპიონების კლუბი ვართ. არ მოგვწონს ამ ეტაპზე არსებულ სიტუაცია, მაგრამ ყველაფერის გამოსწორება შეიძლება. ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ” –  ამბობს მარტინესი.
26 ნოემრებს, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, “პორტო” საკუთარ მოედანზე ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ „რეალს“ დაუზავდა, „გალათასარაი“ მოულოდნელად დამარცხდა

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის რვა შეხვედრა.

ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, B ჯგუფის მატჩი იწვევდა – ტურინში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. „ბებერი ქალბატონის“ აქტივში ამ შეხვედრამდე მხოლოდ ორი ქულა იყო, შესაბამისად, გამარჯვება ანტონიო კონტეს გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. თანაც, ეს „გალათასარაის“ ფონზე, რომელსაც ოთხი ქულა ჰქონდა და ამასთან ერთად, დანიის „კოპენჰაგენთან“ უნდა ეთამაშა.

ამის მიუხედავად, მატჩი მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო. მასპინძლებმა მდგომარეობა ტაიმის შუა ნაწილში გააუმჯობესეს, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ჯერ კლაუდიო მარკიზიოს თავური დარტყმა იკერ კასილასმა ფეხით მოიგერია, ხოლო მოგვიანებით გაშვებულ გოლს საკუთარი გუნდი პეპემ გადაარჩინა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე პოგბას წაქცევისთვის „ბლანკოსის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ყვითელი ბარათი მიიღო, „შავ-თეთრებს“ კი პენალტის დარტყმის უფლება მიეცათ, რომელიც არტურო ვიდალმა გამოიყენა – 1:0.

როგორც პირველი ტაიმი, შეხვედრის მეორე ნახევარი ასევე მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც 52-ე წუთზე შედეგი გამოიღო – კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხა, რომლის მოგერიებაც ბუფონმა ვერ შეძლო. რვა წუთში კარლო ანჩელოტის გუნდმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა, რომლის ავტორი გარეთ ბეილი გახდა. ამის მიუხედავად, „ბლანკოსის“ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენა ფერნანდო ლიორენტემ შეძლო.

 

 

საბოლოოდ, 2:2 და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა „იუვეს“ მოთამაშეები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას.

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:2

გოლები: ვიდალი 42′ (პენ), ლიორენტე 65′ – რონალდუ 52′, ბეილი 60′

„იუვენტუსი“: ბუფონი კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, მარკიზიო, პოგბა, პირლო, ვიდალი, ასამოა, ტევესი (კუალიარელა 82′), ლიორენტე (ჯოვინკო 88′)

„რეალი“: კასილასი, რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელი, ხედირა, ჩაბი ალონსო (ილარამენდი 71′), მოდრიჩი, ბეილი (დი მარია 75′), ბენზემა (ხესე 81′), რონალდუ

გაფრთხილებები: პირლო, ბონუჩო – მოდრიჩი, ვარანი,

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა. კოპენჰაგენში ადგილობრივმა კლუბმა თურქულ „გალათასარაის“ უმასპინძლა, რომელიც მოუდლონელად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ბრაატენმა გაიტანა.

„კოპენჰაგენი“ – „გალთასარაი“ 1:0

გოლი: ბრაატენი 6′

„კოპენჰაგენი“: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი (ბოლანიოსი 56′), კლაუდემირი (მარგრაიტერი 87′), დელეინი, იორგენსენი, ბრაატენი, ტუტუ (კრისტენსენი 75′)

„გალათასარაი“: იშჟანი, ებუე, შეიჯუ, კაია (ბულუტი 76′), რიერა, მელო, აიდინ ილმაზი (გიულსელამი 76′), ინანი, ბრუმა, დროგბა, ბურაკ ილმაზი (ამრაბატი 86′)

გაფრთხილება: რიერა

სატურნირო მდგომარეობა:

„რეალი“ – 10 ქ.
„გალათასარაი“ – 4
„კოპენჰაგენი“ – 4
„იუვენტუსი“ – 3

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგა – კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

(4-3-3)

მეკარე: ფორსტერი („სელტიკი“);
მცველები: ვან დერ ვილი („პსჟ“), კეჰილი („ჩელსი“), ჰუმელსი („ბორუსია“), ალაბა („ბაიერნი“);
ნახევარმცველები: სნეიდერი („გალათასარაი“), მონტოლივო („მილანი“), რიბერი („ბაიერნი“);
თავდამსხმელები: კისლინგი („ლევერკუზენი“), იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“), აგუერო („მანჩესტერ სიტი“).

ბექა დოგრაშვილი

ტევესი მსაჯს არ ადანაშაულებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მარცხის შესახებ ისაუბრა.

„შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ. მიუხედავად ამისა, კარგად ვთამაშობდით და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭირო დრო გვაქვს, თუმცა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. პირადად მე, თამაში მოედნის ნებისმიერ წერტილში შემიძლია. მთავარია, გუნდს დავეხმარო. ასევე, კარგი იქნება, თუ მსაჯზე არ ვიფიქრებთ. შეცდომების გაკეთების შემთხვევაში, „რეალთან“ ისევ დავმარცხდებით, რადგან „სამეფო კლუბი“ მეტოქეთა შეცდომებს კარგად იყენებს“, – განუცხადა არგენტინელმა „Sky Sport Italia“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ სიტიმ“ ცსკა-ს მინიმალური სხვაობით სძლია

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 32-ე წუთზე ჯო ჰარტის კარის აღება კეისუკე
ჰონდას პასის შემდეგ ზორან ტოშიჩმა მოახერხა. „ქალაქელებმა“ წონასწორობა ორ წუთშივე აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე სერხიო აგუერომ ჩაიწერა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებს მეტი გოლი არ გაუტანიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეტევებს ორივე ახორციელებდა.

ცსკა 1:2 „მანჩესტერ სიტი“
გოლები: ტოშიჩი 32′ – აგუერო 34′, 42′

ცსკა: აკინფეევი; ნაბაბკინი, ვიქტორ ბერეზუცკი (ალექსეი ბერეზუცკი 6′), იგნაშევიჩი, შენიკოვი; მილანოვი, ვერნბლოომი; ტოშიჩი, ჰონდა ცუბერი (მუსა 50′); დუმბია

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; ნასტასიჩი, საბალეტა, კოლაროვი; ხავი გარსია, ტურე, ფერნანდინიო; ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ნასრი 79′); ნეგრედო (ჯეკო 72′), აგუერო (კლიში 89′)

გაფრთხილებები: ვერნბლოომი, იგნაშევიჩი, მუსა – ნეგრედო, ტურე, საბალეტა

ამ გამარჯვებით მანუელ პელეგრინის გუნდმა 6 ქულა დააროვა.

დღეს, ამ ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაც შედგება – „ალიანც არენაზე“ ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ვიქტორია პლზენი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტას ლამაზი გოლი „აუსტრიის“ კარში

ვენის „აუსტრიასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ მორიგი ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.